*ჩაანაცვლებს სიყვარულს ძალისადმი,*
*ადამიანს ახალი სახელი ერქმევა: ღმერთი.*
სიყვარული სუფთა და მოკაშკაშე ალია. როცა სიყვარულის გზით მივდივართ, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ სულიერი ცხოვრება, ჩვენი შინაგანი ცხოვრება გაცილებით უფრო განხორციელებადია. არაფერია სიყვარულზე დიდი. სიყვარული სიცოცხლეა, თვით სიცოცხლე სპონტანური ნექტარია და აღტაცება.
თუ სიყვარული გულისხმობს რაღაცის ან ვიღაცის ფლობას, ეს არაა ნამდვილი სიყვარული; არაა წმინდა სიყვარული. თუ სიყვარული გულისხმობს გაცემას და ერთობას ყველასთან: კაცობრიობასა და ღვთაებრიობასთან, - მაშინ ეს ნამდვილი სიყვარულია. ნამდვილი სიყვარული ჩვენი სრული ერთობაა სიყვარულის ობიექტთან და სიყვარულის მფლობელთან.
ვინაა სიყვარულის მფლობელი? ღმერთი. ვინ გვიყვარს? ჩვენ გვიყვარს უზენაესი ყველა ადამიანში. როცა გვიყვარს სხეული, ჩვენ ვბოჭავთ საკუთარ თავს; როცა გვიყვარს სული, ჩვენ ვათავისუფლებთ საკუთარ თავს. სწორედ სული ადამიანში, უზენაესი ყველა ადამიანში - აი, რა უნდა გვიყვარდეს.
თქვენ შეგიძლიათ შეგნებულად აჩუქოთ წმინდა სიყვარული სხვებს, თუ გრძნობთ, რომ თქვენ გასცემთ თქვენი სუნთქვის-სიცოცხლის ნაწილს მათთან საუბრის ან მათზე ფიქრის დროს. ამ სუნთქვას-სიცოცხლეს თქვენ თავაზობთ უბრალოდ იმიტომ, რომ გრძნობთ თქვენს სრულ და განუყოფელ ერთობას დანარჩენ სამყაროსთან. სადაც ერთობაა, წმინდა სიყვარულიც იქ არის.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj