ჭეშმარიტი და ცრუ თვითრწმენა
ღვთაებრივი თვითრწმენა ამბობს: „მე შემიძლია ამის გაკეთება, რადგან ღმერთია ჩემში. სხვაგვარად ვერ გავაკეთებდი ამას. მე მხოლოდ სიბრძნესთან, სინათლესთან და აღტაცებასთან მექნება ურთიერთობა, რადგან ჩემი წყარო ღმერთია.“ თუ ბავშვმა იცის, რომ მისი მშობლები მდიდრები არიან, ის უსაფრთხოდ გრძნობს თავს. როდესაც ვგრძნობთ, რომ ღმერთი, რომელიც ჩვენი მამაცაა და დედაც, ფლობს უსასრულო სულიერ სიმდიდრეს, ჩვენ ნამდვილი რწმენა გვიჩნდება, გონების სიმშვიდეს ვიძენთ. ნამდვილი რწმენა მაშინ მოდის, როცა ვხედავთ წყაროს ჩვენში.
ადამიანური რწმენა საერთოდ არაა რწმენა. ჩვენ ვამბობთ, რომ დარწმუნებულები ვართ, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცით, რომ თავს ვაჩვენებთ მხოლოდ. როდესაც გულწრფელები ვართ, თავს ვუტყდებით, რომ ვცდილობთ სხვების მოტყუებას. როდესაც ღვთაებრივი რწმენა გვაქვს, ჩვენ არავის ვატყუებთ იმიტომ, რომ ვიცით - ჩვენი წყარო უზენაესია, რომელიც ყველაფერს ფლობს. ამიტომაც დარწმუნებულები ვართ. როდესაც ვერთიანდებით მასთან, ვიცით, რომ ის გვიბოძებს ჩვენ მთელ თავის უსასრულო სიმდიდრეს.
From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj