რა მოვუხერხოთ კრიტიკას

როგორ არ ვინერვიულოთ იმაზე, რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე? უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, ვინ არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ამ სამყაროში - ეს ღმერთია. თუ გრძნობთ, რომ ის თქვენით უკმაყოფილოა, საქმეს მიხედვა სჭირდება, რადგანაც არ გსურთ ტკივილი მიაყენოთ ყველაზე ძვირფასს. მაგრამ თუ სამყაროა თქვენით უკმაყოფილო, ან ცუდს ამბობს თქვენზე, მაშინ სამყარომ თავისი როლი ითამაშოს. თუ სამყარო ავი ძაღლივით გიყეფთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც უნდა დაუყეფოთ საპასუხოდ. თუ შეძლებთ იგრძნოთ, რომ ღმერთი თქვენი ცხოვრების ერთადერთი არსია, ის გიბოძებთ უშფოთველობის ზღვას, შინაგანი სიმშვიდის ზღვას. და მაშინ მთელი სამყაროს მხრიდან კრიტიკა პატარა ჰაერის ბუშტად მოგეჩვენებათ. ბუშტის თამაში დამთავრდება, როცა ის მოხვდება თქვენი საკუთარი უსაზღვრო ცნობიერების-სინათლის ზღვაში.

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj