ჩვენ უნდა მივიღოთ სამყარო ისეთი, როგორიც არის. თუ რაღაცას არ ვიღებთ, მაშ როგორ ვაპირებთ მის გარდაქმნას? თუ მექოთნე არ შეეხება თიხის გუნდას, მაშ როგორ აქცევს მას ჭურჭლად? თუ მისი მიზანია ქოთნის ან დოქის გაკეთება, მას თიხის ხელში აღება მოუწევს. ამ თიხას სამყარო წარმოადგენს. ჩვენ უნდა გარდავქმნათ სამყაროს იერი ჩვენი მსახურობით კაცობრიობაში დავანებული ღვთაებრიობისადმი.
ნუ იფიქრებთ, რომ ღმერთზე ლოცვით და ღმერთზე მედიტირებით თქვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავთ, და არა მთელს კაცობრიობაზე. თუ ხის-არსებობის ძირთან მიხვალთ, თქვენ დაინახავთ, რომ ღმერთი ფესვია. თუ რწყავთ ხის ფესვს, მაშინ ხე-ქმნილება გაიხარებს ისე, როგორც ღვთაებრივ კანონს სურს. თქვენი მზრუნველობა ხის ფესვის მიმართ, ღვთის მიმართ საკვებს მისცემს ყველა ტოტს, რომელიც შემდგომ ღვთის სრულყოფილების კანონით იცხოვრებს.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj