მოდით, შეგნებულად შევთავაზოთ მთელი ჩვენი არსება - ის, რაც გვაქვს და რასაც წარმოვადგენთ - ღმერთს. ის, რაც გვაქვს, მისწრაფებაა ვიქცეთ ღვთის ხატებად, უსასრულო სიმშვიდედ, სინათლედ და ნეტარებად. ის, რასაც ახლა წარმოვადგენთ, უმეცრებაა, უმეცრების ზღვაა. თუ შევძლებთ ღმერთს შევთავაზოთ ჩვენი ვედრება-მისწრაფება და ჩვენი ზღვა-უმეცრება, მაშინ ჩვენი პრობლემა გადაიჭრება. ჩვენ არ ვინერვიულებთ საკუთარ ბედზე, რადგანაც გვეცოდინება და ვიგრძნობთ, რომ ის ყოვლისმოყვარე ღმერთის ხელთაა.
ღმერთი მარადიული სიცოცხლის ხეა; ჩვენ მისი გაშლილი ტოტები ვართ. ახლა ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ჩვენ საკუთარ რეალობას. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ სიცოცხლის ხის, ანუ ღმერთის განუყოფელი ნაწილი ვართ. ამიტომაც თავს დაცულად ვერ ვგრძნობთ. მაგრამ ლოცვის და მედიტაციის წყალობით ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ტოტები, ფოთლები და ყვავილები თავად ხის ნაწილებია. როდესაც ამას შევიცნობთ, ჩვენ დაცული ვიქნებით.
თუ ყოველთვის მექნება
ბავშვური რწმენა,მაშინ ჩემი უფალი უზენაესი
აუცილებლად გახდება ჩემი თვალმოუხუჭავი, თავგანწირული მეგობარი.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj