როდესაც მღელვარება გვიპყრობს

არსებობს დიდი განსხვავება მღელვარებასა და სიფხიზლეს შორის. ეს ორი განსხვავებული დინამიური ენერგიაა. ღელვის დროს ან წუხხართ სხვებზე, ან თავს ადარებეთ, ან კიდევ ფიქრობთ, გაამართლებთ თუ ვერა მათ მოლოდინს. როცა ფხიზლად ხართ, თქვენ უბრალოდ გინდათ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, მაქსიმალურად კარგად გააკეთოთ.

არის ხერხები, რითაც შეგიძლიათ გაუმკლავდეთ მღელვარებას. მაგალითად, თუ რბენაში მონაწილეობთ, შეეცადეთ, იგრძნოთ, რომ შეჯიბრის ერთადერთი მონაწილე ხართ. სანამ არ გაისვრის პისტოლეტი, სხვებზე ნუ ფიქრობთ. იფიქრეთ უბრალოდ იმაზე, რომ თქვენ აპირებთ ირბინოთ მაქსიმალური სიჩქარით. ამ შემთხვევაში მღელვარება არ იქნება.

თუ ხალხის წინაშე სიტყვით გამოდიხართ, იგრძენით, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი გისმენთ, და წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი - ორი წლის ბავშვია. ეს მღელვარების დაძლევის ადამიანური ხერხია. ღვთაებრივი გზა ისაა, რომ წარმოიდგინოთ უზენაესი პირდაპირ თქვენს წინ. თუ ხედავთ უზენაესს და გრძნობთ, რომ თავადაც ხართ უზენაესი, მაშ როგორ შეუძლია ერთ უზენაესს მეორე უზენაესის ეშინოდეს? არსებობს მხოლოდ ერთი უზენაესი. თუ თავს დაუხრით უზენაესს, ყველა ადამიანთან, ვინც იქ შეკრებილა, დაუყოვნებლივ ერთი მთლიანი გახდებით თითოეულ ადამიანთან და აღარ შეგეშინდებათ.

თქვენ შეგიძლიათ ცოტა ხნით გათავისუფლდეთ მღელვარებისგან უბრალოდ მისი იგნორირებით. მაგრამ თუ გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ მისგან, თქვენ მასში უნდა შეიტანოთ სინათლე. დასაწყისში, თუ შეძლებთ თქვენი გონების დარწმუნებას იმაში, რომ მღელვარება არ არსებობს, თქვენ დროებით შვებას იგრძნობთ. თუნდაც ერთი დღით რომ განთავისუფლდეთ მღელვარებისგან, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას მიაღწიეთ. მაგრამ, სანამ არ გაასხივოსნებთ მღელვარებას, ჭეშმარიტი კმაყოფილება არ იქნება. თქვენ შეგიძლიათ გაასხივოსნოთ მღელვარება სინათლის მუდმივი შეტანით თქვენს სამყაროში ლოცვისა და მედიტაციის საშუალებით.

*შორს ფიქრი,*

*შორს სევდა.*

*შენი ცხოვრება*

*მშვენიერ ვარდად,*

*განთიადის სიმღერად,*

*ბინდის ცეკვად* *იქცევა.*

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj