ძალას ფიზიკურში, ვიტალსა და გონებაში უჭირს თავმდაბლობა. მაგრამ ძალა გულში ძალიან ადვილად ხდება თავმდაბალი. ძალას გულში ერთობის გრძნობა გააჩნია.
როგორ შეიძლება გვქონდეს ძალა და ამასთანავე თავმოდრეკილობა? იფიქრეთ დედაზე. დედა ბავშვზე ბევრად ძლიერი და ჭკვიანია. მაგრამ დედას თავისი ღირსების შელახვად არ მიაჩნია ბავშვის ფეხებს შეეხოს. მან იცის, რომ, რასაც აკეთებს ეს ბავშვთან სრული ერთიანობის ძალიდან მოდის. დედა ძალიან მაღალია, მაგრამ, როდესაც სურს აჭამოს ბავშვს, ის დაბლა იხრება. ამის გამო ბავშვის სიყვარული დედისადმი არ მცირდება. პირიქით, ის მნიშვნელოვნად ძლიერდება. ბავშვი ხედავს, რომ დედამისი მაღალია და მას შეეძლო დარჩენილიყო საკუთარ სიმაღლეზე, სანამ ის ძალიან ცდილობს, გაიზარდოს. მაგრამ დედა კეთილია და ამას არ აკეთებს. აქ უპირატესობის გრძნობა კი არ არის, არამედ - ერთიანობისა. თავმდაბლობა ნიშნავს ერთობას დანარჩენ სამყაროსთან. თავმდაბლობის წყალობით ჩვენ ვიზრდებით ,უსაზღვრონი ვხდებით. უსაზღვროება თავისთავად ძალაა.
*ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ,*
*რომ არსებობს მხოლოდ ერთი გზა**უსასრულო ნიჭის მოპოვებისა.*
*ეს გზა უდიდესი ძალიდან მოდის:* *თავმდაბლობიდან.*From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj