დახმარება თუ მსახურება?
ჩვენ სიფრთხილე გვმართებს, როდესაც ვამბობთ სიტყვას „დახმარება“. მოდით, მის მაგივრად „მსახურება“ გამოვიყენოთ. როდესაც ვინმეს ვემსახურებით, ჩვენ მოკრძალებას ვიჩენთ. მაგრამ, როდესაც ვგრძნობთ, რომ ვინმეს ვეხმარებით, მაშინ სიამაყე, პატივმოყვარეობა და ეგო იმწამსვე გამოდიან წინა პლანზე. როდესაც ვეხმარებით, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი უნარი აღემატება სხვისას, და, როდესაც გვეხმარებიან, ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი შესაძლებლობები უფრო მცირეა. დახმარებაში უპირატესობის ან არასრულფასოვნების გრძნობაა. მაგრამ როდესაც ზეშთაგონებულად ვემსახურებით, მაშინ სიამაყე არ არსებობს იმიტომ, რომ უპირატესობას არ ვგრძნობთ. ჩვენ ვგრძნობთ, რომ უზენაესს ვემსახურებით სხვებში. როდესაც ვემსახურებით, ჩვენ ვაგრძნობინებთ სხვა ადამიანს ღვთის თანამყოფობას მასში. ჭეშმარიტი მსახურება თავმდაბლობით ხორციელდება, და ის მიიღწევა მხოლოდ ჭეშმარიტი და მუდმივი მისწრაფებით.
თუ გვსურს ვიცხოვროთ სამყაროში და ვიშრომოთ სამყაროსთვის, ჩვენი დამოკიდებულება უნდა ატარებდეს თავდადებული მსახურების ხასიათს. ჩვენ გვეძლევა ოქროს საშუალება სხვებს ვემსახუროთ, და ამისთვის ღვთის მადლიერნი უნდა ვიყოთ.
From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj