იქ, სადაც სიყვარულია, ჭეშმარიტი სიყვარული, შეუძლებელია არსებობდეს შიში. რატომ გვეშინია? ჩვენ გვეშინია იმიტომ, რომ გამოვეყავით ღმერთის სიყვარულს და მიდრეკილნი ვართ ვიფიქროთ ყოვლისშემძლე ღმერთზე, და არა ყოვლისმოყვარე ღმერთზე. მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთიც კი - არ არის ის ღმერთი, რომელიც გვემუქრება და გვირტყამს რკინის ჯოხს ყოველთვის, როცა შეცდომას ვუშვებთ.
არ არსებობს ღმერთი-ტირანი. არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, ღმერთი-სიყვარული. ეს ღმერთი არ გვსჯის. ეს ღმერთი მუდმივად გვაყალიბებს მისი საკუთარი გზით. სწორედ ის არის შემოქმედი, ის თავად მოქმედებაა, და სწორედ ის იღებს სიამოვნებას მოქმედებისგან და შედეგისგანაც. ჩვენ მოღვაწედ მივიჩნევთ თავს , და ვფიქრობთ თუ რამეს არასწორად გავაკეთებთ ღმერთი შეუბრალებლად დაგვსჯის.მაგრამ ეს ასე არ არის. აკი სწორედ ღვთის ოცნებას განასახიერებს ყოველი ჩვენთაგანი. აკი ღვთის რეალობა უნდა გამოავლინოს ყოველმა ადამიანმა აქ, დედამიწაზე. აკი ყოველ ადამიანში ცხოვრობს ღვთის რეალობა.
რაკი ვლოცულობთ ყოვლადძლიერ ღმერთზე, რატომ უნდა გვეშინოდეს ვიღაცის ან რაღაცის? ბავშვი გრძნობს, რომ დედამისს ყველაფერი შეუძლია ამ სამყაროში. როდესაც ის შეშინებულია, ის დედასთან გარბის, რადგან იცის, რომ დედას ის ყველაზე მეტად უყვარს. თქვენ ღმერთის სულიერი შვილები ხართ,და ამიტომ, როდესაც შიში გიპყრობთ, დაუყოვნებლივ გაიქეცით ტკბილ უზენაესთან, რომელიც თვითონ შებრალებას, სიყვარულს და კურთხევას განასახიერებს. რაკი მაძიებელი ხართ, შიში არ უნდა გქონდეთ, თქვენ ხომ აბსოლუტური უზენაესის სიყვარულის საიმედო მფარველობის ქვეშ იმყოფებით.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj