რატომ არსებობს შიში

შიში შეიძლება შემოვიდეს ჩვენს არსებაში სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ მთავარი მიზეზი ჩვენი განცალკევებულობის გრძნობაა. თუ ვგრძნობ, რომ თქვენ ჩემთვის ახლო ხართ, ძალიან ახლო, მაშინ თქვენი არ შემეშინდება, რა ძლევამოსილიც არ უნდა იყოთ. ბავშვს მამის ძალის არ ეშინია. მამა შეიძლება ძალიან მაღალია და ძლიერი. მისი ძალის ყველას ეშინია, მაგრამ შვილი მამასთან მიდის და ეთამაშება. რა ძლიერიც არ უნდა იყოს მამა, ბავშვს მამის არ ეშინია იმიტომ, რომ დაამყარა შინაგანი ერთობა მასთან. ის მამის ძალას საკუთარ ძალად მიიჩნევს.

ჩვენს ირგვლივ სამყარო ხშირად გვაშინებს და გვემუქრება. ეს იწვევს ზედმეტ შიშს ჩვენს გონებაში ან ჩვენს არსებაში. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ არ დაგვიმყარებია ჩვენი რეალობა-ერთობა სამყაროსთან. შიში ჩნდება, როდესაც ჩნდება განცალკევებულობის გრძნობა. შიში არსებობს უბრალოდ იმიტომ, რომ გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ჩვენ გვსურს გამოვეყოთ ყოვლის მომცველ რეალობას, რომელსაც მარად წარმოვადგენთ.

*შიში ჩვენი ნამდვილი მტერია. რას აკეთებს ის?*

*ის კუბოს ყიდულობს ჩვენთვის, სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე.*

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj