*გაბედულობაა.*
სულიერ ცხოვრებაში აბსოლუტურად აუცილებელია გაბედულობა. თვით სულიერი ცხოვრების მიღება დიდ ვაჟკაცობას მოითხოვს. ეს არაა ქედმაღალი და უხეში ადამიანის ვაჟკაცობა, რომელიც სხვებს ცემს, რათა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა; ეს სულ სხვა რამაა. ეს ვაჟკაცობა ჩვენი მუდმივი გაცნობიერებაა იმისა, საით მივდივართ, რა გვსურს გავხდეთ, რის აღმოჩენას ვაპირებთ.
შიში ნეგატიური, დამანგრეველი ძალაა, ჩვენ კი ჯარისკაცები ვართ, რომლებიც ვებრძვით მას. შიში სიბნელიდან, უვიცობიდან მოდის. თუ სრულიად ბნელ ოთახში შევალთ, ჩვენ შეგვეშინდება. მაგრამ, როგორც კი შუქს ავანთებთ, სიბნელე განათდება, შიში კი გაქრება.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj