იესო ქრისტემ თქვა „ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.“ ვისაც მხოლოდ იმის სწამთ, რისი ხილვაც შეიძლება ადამიანის თვალებით, მხოლოდ ნახევარ ნაყოფს მიირთმევენ. გამოიკვლიო ჭეშმარიტება - ნიშნავს, დაკარგო ის. ჭეშმარიტებასთან მხოლოდ გაიგივება არის შესაძლებელი. ესაა ქრისტეს დიდებული გამონათქვამის შინაარსი რწმენაზე და ეჭვზე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც სწამთ და ყოველწამს მტკიცებას არ ითხოვენ.
რასაც რწმენას უწოდებთ, მე სულის მიერ უმაღლესი რეალობის განჭვრეტას ვუწოდებ. რწმენა გვამცნობს არა მხოლოდ იმას, რასაც წარმოადგენს ღმერთი, არამედ იმასაც, რისი გაკეთება შეუძლია ღმერთს ჩვენთვის ნებისმიერ დროს. ეს რწმენა ჩვენი ცოცხალი სუნთქვაა ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე ღმერთში.
რწმენის თვალებით იყურეთ. თქვენ იხილავთ მარადიულ ჭეშმარიტებას. რწმენის გულით იგრძენით. თქვენ იგრძნობთ უკვდავ ჭეშმარიტებას.
*რაა დაუღალავი რწმენა?*
*ეს შუქურაა მათთვის,**ვინც ოქროს ნავით მიცურავს*
*ოქროს ნაპირისკენ.*From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj