დიდი ხნის მანძილზე თქვენ ეჭვს მეგობრად თვლიდით. სხვაგვარად, მასთან არ დარჩებოდით. მაგრამ, როდესაც ნახავთ, რომ თქვენს ცხოვრებაში უკეთესი მეგობარი შემოდის, სულელივით არ მოიქცევით. იტყვით: „ახლა კიდევ ერთი მეგობარი შევიძინე და ვხედავ, რომ ის წამიყვანს უფრო მაღალი მიზნისკენ.“
თქვენი ახალი მეგობრები რწმენა და გაბედულებაა. ეს ორი მეგობარი ყოველთვის თქვენ გვერდით იყო, მაგრამ თქვენ არ ყოფილხართ მათ მხარეს. და რა მოხდება, თუ გადაწყვეტთ გამოცვალოთ მეგობრები? თავიდან თქვენი ძველი მეგობრები ეჭვი და შიში შეეცდებიან თქვენს უკან დაბრუნებას. მათ არ მოუნდებათ თქვენი მეგობრობის დაკარგვა. მაგრამ მალევე იგრძნობენ, რომ თქვენთან ურთიერთობა მათ ღირსებას ამცირებს. ისინი იტყვიან: „ძალიან კარგი, წავიდეს, წავიდეს. თუ მას აღარ ვაინტერესებთ, თუ მას აღარ ვჭირდებით, არც ჩვენ გვჭირდება ის.“ ეს ადამიანურ სიამაყეს გავს. როდესაც ვკარგავთ მეგობარს, თავიდან ჩვენ მის დაბრუნებას ვცდილობთ. თუ ვხედავთ, რომ უიმედოდ ვცდილობთ, მაშინ წინ გამოდის ჩვენი ეგო. ჩვენ ვამბობთ: „რახან მე არ ვჭირდები, არც ის მჭირდება“. ზუსტად ასევე ეჭვი და შიში გვტოვებს ჩვენ, როდესაც მეგობრობას ვიწყებთ რწმენასთან და გაბედულობასთან.
*შიდა სამყაროში*
*ყოველდღე შემიძლია ვუმზერდე მზის კაშკაშს.**რადგან ჩემი რწმენა ემყარება*
*ღვთის ურყევ დაპირებას-სინათლეს.*From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj