*და ვერაფერი შეძლებს*
*შენს დაშინებას ან დასუსტებას.*როგორც ყველა კარგი თვისება, რწმენაც ღვთის საჩუქარია. მაგრამ რწმენა ასევე შეიძლება გაძლიერებული იქნას ჩვენი პირადი ძალისხმევით. თუ ვლოცულობთ ან ვმედიტირებთ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი რწმენის გაძლიერება. რწმენა კუნთებივითაა. ფიზიკური ვარჯიშების შესრულებით ჩვენ ვავითარებთ ჩვენს კუნთებს. ანალოგიურად თუ ვავარჯიშებთ ჩვენს რწმენას, ის შეიძლება გაიზარდოს. ბევრი ცნობისმოყვარეობის გამო შედის სულიერ ცხოვრებაში. მათი რწმენა ძალიან სუსტია. მაგრამ რაღაცა აიძულებს მათ, რომ გააგრძელონ. და ისინი მხოლოდ მოგვიანებით გრძნობენ, რომ მათ შიგნით იფურჩქნება ღრმა რწმენა. ადამიანი რომელიც სულიერ გზას მიჰყვება, აუცილებლად მოიპოვებს მეტ რწმენას.
რწმენის განვითარების ერთერთი გზა იმ ხალხთან ურთიერთობაა, ვისაც უკვე აქვს რწმენა. ეს უფრო მცოდნე ადამიანთან ურთიერთობის მსგავსია; მას თქვენი საკუთარი ცოდნა წინა პლანზე გამოაქვს. ასევე ურთიერთობა იმათთან, ვისაც მეტი რწმენა აქვს, აანთებს რწმენის ალს თქვენში. თუ გრძნობთ, რომ ვინმეს მეტი ღვთის რწმენა აქვს, ვიდრე თქვენ, მიდით და იურთიერთეთ იმ ადამიანთან. თუნდაც მასთან საუბრის საშუალება რომ არ გქონდეთ, მხოლოდ მის გვერდით ყოფნა გაზრდის თქვენს რწმენას. თქვენთვის, როგორც მაძიებლისთვის, სასურველია იურთიერთოთ იმათთან, ვისაც უფრო მეტი უნარი და მისწრაფება აქვს ვიდრე თქვენ. თქვენი გული გაუცნობიერებლად ღვთაებრივი მაგნიტივით იმოქმედებს, რათა მოიზიდოს მათი ღვთაებრივი თვისებები.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj