დაპატიჟეთ თქვენი მეგობრები
თუ თქვენ მოგწონთ ღვთის გარკვეული ასპექტი, მაგალითად, სიყვარული, ძალიან ზეშთაგონებულად, ხმაამოუღებლად რამოდენიმე ჯერ გაიმეორეთ სიტყვა "სიყვარული". როდესაც იმეორებთ სიტყვას „სიყვარული“ წარმოიდგინეთ, თუ როგორ ჟღერს ის თქვენი გულის ყველაზე ფარულ კუთხეებში: "სიყვარული, სიყვარული, სიყვარული". თუ თქვენ უფრო მოგწონთ ღვთაებრივი სიმშვიდე, წამღერებით წარმოთქვით ან ხმაამოუღებლად გაიმეორეთ სიტყვა "სიმშვიდე". ამასთან ერთად შეეცადეთ გაიგონოთ ამ სიტყვაში ჩადებული კოსმიური ბგერა. შეიგრძენით, რომ "სიმშვიდე" ბგერა-დასაბამია, რომელიც ექოსავით ჟღერს თქვენი გულის სიღრმეში. თუ თქვენ გჭირდებათ სინათლე, მაშინ ძალიან ზეშთაგონებულად იმეორეთ: "სინათლე, სინათლე, სინათლე" და იგრძენით, რომ ნამდვილად სინათლედ იქეცით. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ თავიდან ტერფებამდე იქცევით იმად, რასაც იმეორებთ. იგრძენით, რომ მთელი თქვენი სხეული ივსება სიყვარულით, სიმშვიდით და სინათლით.
და კიდევ ერთი სავარჯიშო. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გულის კართან დგახართ და პატიჟებთ სიყვარულს, სიმშვიდეს, სინათლეს, აღტაცებას და ყველა სხვა ღვთაებრივ მეგობარს, შემოვიდეს თქვენთან. თუ გაჩნდება სირთულე, არაგულწრფელობა, უსუფთაობა, არასაიმედობა, ეჭვი და სხვა ნეგატიური ძალა, ნუ მისცემთ მათ შემოსვლის უფლებას. წარმოიდგინეთ, რომ ღვთაებრივმა და არაღვთიურმა თვისებებმა ადამიანების ფორმა მიიღეს, და თქვენ მათი დანახვა ადამიანური თვალებით შეგიძლიათ. თუ ყოველდღე შეძლებთ ერთ მეგობარზე მაინც რომ იფიქროთ და შეიწვიოთ თქვენს გულში, მაშინ სათავეს დაუდებთ ღვთაებრივ მეგობრობას. დღეს თქვენ შემოსვლის ნებას დართავთ მხოლოდ თქვენს მეგობარს-სიყვარულს, ხვალ - მეგობარს-სიხარულს. რამოდენიმე ხნის შემდეგ თქვენ შეიძენთ ერთდროულად რამოდენიმე მეგობრის დაპატიჟების უნარს. თავიდანვე თქვენ ერთზე მეტ მეგობარს ვერ დაუთმობთ ყურადღებას, მაგრამ დროთა განმავლობაში თქვენ შეიძენთ უნარს, ერთდროულად დაპატიჟოთ ყველა თქვენი ღვთაებრივი მეგობარი.
From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj