ჩვენი წყარო-სინათლე

ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთისგან ვართ და ღმერთისთვის ვართ. ახლა თქვენ შეიძლება ახალბედა ხართ; ამიტომაც ღმერთი თქვენთვის, იქნებ, არც იყოს ცოცხალი რეალობა. ზოგჯერ შეძლებთ ღმერთის მხოლოდ წარმოდგენას, უმრავლეს შემთხვევაში კი, მიუხედავად გულმოდგინე მცდელობებისა, თქვენ ვერ გრძნობთ ღმერთს საკუთარ თავში. ხანკი სულაც შეიძლება დაივიწყოთ ღვთის არსებობა. მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს წყარო, ეს წყარო კი უსასრულო სინათლეა. თუ ეს გვემახსოვრება, მაშინ კმაყოფილების მუდმივი განცდა გვექნება ჩვენს ცხოვრებაში.

ჩვენ ვაღწევთ სინათლის გამოცდილებას შინაგანი ვედრების წყალობით. როდესაც მატერიალური სიმდიდრისთვის ან ძალაუფლებისთვის ვიღწვით გარეგან პლანზე, საბოლოოდ ჩვენ ვაღწევთ წარმატებას. თუ გვსურს რაიმეს გაკეთება ან მიღწევა, უნდა ვიღვაწოთ ამისთვის. აქაც ასეა: თუ ჩვენი მიზანია ვიქცეთ სინათლედ, მაშინ ჩვენი ღვაწლი ის იქნება, რომ შინაგანად ბავშვივით ვევედროთ უზენაესს, მასთან განუყოფელი ერთობა მოგვეცეს.

სულიერ სინათლეს მიწოლით ვერ მივაღწევთ. თუ შევეცდებით მეტი მოვიზიდოთ, ვიდრე ათვისება შეგვიძლია, ჩვენი შინაგანი ჭურჭელი დაიმსხვრევა. მაგრამ თუ განვავითარებთ ათვისების დიდ უნარს ჩვენში, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაღალია ჩვენი სულიერი ზრდა, ან რამდენად ბევრი სინათლე ჩამოგვაქვს ზემოდან, ჩვენ შევძლებთ მის შეთვისებას.

*რას ელოდები?*

*გარეგანი სინათლე მოუთმენლად გელის,*

*რათა გიჩვენოს გზა.*

*შინაგანი სინათლე უპირობოდ გელის,*

*რათა მიგაღწევინოს*

*ტრანსცენტენტალურ მიზანს.*

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj