უვიცობა და გასხივოსნება

თუმცა სინათლე ყველაზე საჭირო თვისებაა ჩვენი ცხოვრების გარდასაქმნელად, სამწუხაროდ, ადამიანებს ყველაზე ნაკლებად ისაკლისებენ მას. ჩვენ ხშირად შევთხოვთ ღმერთს სიხარულს, სიმშვიდეს ან ძალას, მაგრამ ძალიან იშვიათად მივისწრაფვით სინათლისაკენ. რატომ? გვეშინია, რომ სინათლე გამოაშკარავებს ჩვენს სისუსტესა და არასრულყოფილებას. მაგრამ შინაგანი სინათლე არ აპირებს ჩვენს მხილებას. პირიქით, შიდა სინათლე გულში იკრავს კაცობრიობას მთელი თავისი არასრულყოფილებით და ცდილობს გაასხივოსნოს ადამიანის უვიცობა, რათა ადამიანური ცხოვრება ღვთაებრივამდე იქნას ამაღლებული.

თუ ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს გასხივოსნება, უნდა ვგრძნობდეთ, რომ ვიზრდებით - მცირე სინათლისგან უხვი სინათლისკენ. თუ ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ, რომ ღრმად ვართ ჩაძირულნი უვიცობის ზღვაში, მაშინ ჩვენ ვერასოდეს, ვერასოდეს გამოვაღწევთ უვიცობიდან, ვინაიდან უვიცობის ზღვა უსაზღვროაა. მაგრამ თუ ჩვენ ვიგრძნობთ, რომ იოტისოდენა სინათლიდან ყოვლისმომცველი, უმაღლესი სინათლისკენ, უზენაესის სინათლისაკენ მივიწევით, გასხივოსნება მაშინვე უფრო ადვილი და სპონტანური ხდება.

*კვებე შენი გონება შენი სულის*

*გამსხივოსნებელი სინათლით.*

*და შენ უბედნიერესი ადამიანი იქნები*

*მთელს ღვთის ქმნილებაში.*

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj