*სინათლის ცეკვა*
*აღვიძებს სიცოცხლის ფრთებს,**რათა ვინავარდოთ*
*აბსოლუტური უზენაესის მდუმარებაში.*
თუ გვსურს რაღაცას ვხედავდეთ გარე სამყაროში, გარდა ფართოდ გახელილი თვალებისა, ჩვენ გვჭირდება სინათლე - ან მზის, ელექტრონის, ან სხვა სახის სინათლე. მაგრამ შინაგან სამყაროში დახუჭული თვალებითაც შეგვიძლია ღმერთის ხილვა, რადგანაც ღმერთი თვითგამასხივოსნებელი სინათლეა.
სინათლე შინაგანი სამყაროს სიცოცხლეა. სინათლე უზენაესის ძალაა, რომელიც გარდაქმნის სიბნელეს. ყველაფერი, რაც გარდაქმნის ჩვენს არსებობას, სინათლეა. სინათლე უზენაესის სუნთქვა-სიცოცხლეა.
შინაგანი სინათლე, სინამდვილეში, მოდის სულიდან; ის უკვე ჩვენშია. იმ წამსვე, როცა შეხება გვიწევს სულთან, ჩვენ ვხედავთ, რომ სინათლე გამოდის წინა პლანზე, რათა გავრცელდეს მთელს ჩვენს გარეგან არსებობაში. ჩვენ ყოველთვის უნდა მივისწრაფოდეთ გასხივოსნებისკენ, რათა ჩვენი მიწიერზე მიჯაჭვული ცხოვრება გარდავქმნათ ზეციურად-თავისუფალ სამყაროდ. მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება: შეგნებულად ვაცნობიერებდეთ ღვთაებრივ სინათლეს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. შევიცნოთ და აღვასრულოთ ეს შინაგანი სინათლე - ეს ჩვენი უფლებაა, რომელიც დაბადებიდანვე მოგვანიჭეს.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj