თუ მოვუხმობთ სისუფთავეს, მაშინ ჩვენ აუცილებლად გამოვიტანთ წინა პლანზე საკუთარ შინაგან ღვთაებრიობას. თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი თქვენშია, სისუფთავე თქვენშია; უბრალოდ, უნდა გამოავლინოთ ეს. როგორ? წარმოიდგინეთ, რომ ყველა საგანი თქვენში, რომელთაც ირგვლივ ხედავთ, სუფთაა.
თქვენ შეგიძლიათ გაასპეტაკოთ თქვენი არსება იმ შეგრძნებით, რომ ღრმად თქვენში მშვენიერი ვარდია ან ლოტოსი, ან სხვა ნებისმიერი ყვავილი, რომელიც გიყვართ. ყვავილი თავისთავად სისპეტაკეა. ეცადეთ, გააიგივოთ საკუთარი თავი ყვავილის ცნობიერებასთან ან ყვავილის სისუფთავესთან. დღეს ეს წარმოსახვაა, მაგრამ თუ გააგრძელებთ წარმოსახვას ხუთი-ათი დღის ან ერთი-ორი თვის განმავლობაში, მაშინ აუცილებლად დაინახავთ და იგრძნობთ ყვავილს თქვენში. თავიდან, შესაძლოა, თქვენ მხოლოდ იგრძნოთ იგი, მერე კი აუცილებლად დაინახავთ ყვავილს, და მაშინ ყვავილის სურნელება და სისპეტაკე თავისით შემოვა თქვენში.
დილით ადრე შეხედეთ ყვავილს და შეისუნთქეთ მისი სურნელი. მერე პირდაპირ დილის მზეს შეხედეთ, ადრე ამომავალ მზეს. რა მშვენიერია ის! საღამოს მთვარეს შეხედეთ. ხედავთ მასში რაიმე უწმინდურს? შეხედეთ სანთლის ალს, და თქვენ დაინახავთ, რომ ის მთლიანად სისუფთავეა; წარმოიდგინეთ, რომ ის წვავს მთელ თქვენს უსუფთაობას. უყურეთ იმას, რაც თქვენში სისუფთავის შეგრძნებას იწვევს, ეს თქვენი ბუნების გასუფთავებაში დაგეხმარებათ.
ასევე თქვენ შეგიძლიათ სცადოთ, შეგნებულად შეისუნთქოთ სისუფთავე მედიტაცის დროს. თავიდან, შესაძლოა, წარმოსახვის გამოყენება დაგჭირდეთ, მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ თქვენ დაინახავთ და იგრძნობთ, რომ ეს საერთოდ არ არის წარმოსახვა. როდესაც სისუფთავე შემოდის, ის ნაკადივითაა, რომელიც ამოდის ფეხის ტერფებიდან თხემამდე და ასუფთავებს ყველაფერს თქვენში.
*ის, რაც ყოველთვის გაქვთ,-*
*ალის შადრევანია.**ის, რაც ყოველთვის ხართ,-*
*სისპეტაკის ყვავილია.*From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj