ყოველ შესუნთქვაზე ეცადეთ იგრძნოთ, რომ თქვენს სხეულში უსასრულო სიმშვიდე შემოგაქვთ. ამოსუნთქვაზე ეცადეთ იგრძნოთ, რომ იშორებთ შინაგან და ირგვლივ მოფუთფუთე მოუსვენრობას. რამოდენიმე ასეთი სუნთქვის შემდეგ შეეცადეთ იგრძნოთ, რომ კოსმოსიდან ძალას შეისუნთქავთ. ამოსუნთქვაზე კი იგრძენით, რომ ყოველგვარი შიში ტოვებს თქვენს სხეულს. რამოდენიმეჯერ ამის გამეორების შემდეგ, ეცადეთ იგრძნოთ, რომ უსასრულო სიხარულს შეისუნთქავთ, და, რასაც ამოისუნთქავთ - სევდა, ტანჯვა და დეპრესიაა.
არის კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ სცადოთ. იგრძენით, რომ ის, რასაც შეისუნთქავთ, ჰაერი კი არა, კოსმიური ენერგიაა. იგრძენით, რომ თქვენს სხეულში ადგილი აღარ დარჩა კოსმიური ენერგიით რომ არ ავსებულიყო. ის მდინარესავით მოედინება თქვენში, რეცხავს და ასუფთავებს მთელს თქვენს არსებას. შემდეგ, როდესაც ამოსუნთქვას იწყებთ, იგრძენით, რომ თქვენგან ამოისუნთქავთ მთელს ნაგავს - ყველა თქვენს არაღვთაებრივ აზრს, ბნელ იდეას და უსუფთაო ქმედებას.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj