ნამდვილი გულწრფელობის განვითარების ერთერთი გზაა - ვიყოთ ზეშთაგონებულად მადლიერები. თუ შეძლებთ იმის გახსენებას, თუ რანი იყავით სულიერ მოგზაურობის დაწყებამდე და რანი ხართ ახლა, მაშინ მადლიერების წყარო ავტომატურად ამოჩქეფს თქვენში. მადლიერება ვის მიმართ? უზენაესისადმი იმისთვის, რომ შთაგაგონათ და გამოაღვიძა თქვენი შინაგანი წყურვილი. მადლიერება ყოველთვის მოიცავს გულწრფელობას. წრფელ გულსა და მადლიერებით აღსავსე ცხოვრებას ერთი გზა აქვთ.
და კიდევ, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ უფრო გულწრფელები, თუ იგრძნობთ, რომ გულწრფელობა დიდ სიხარულს განიჭებთ. სიხარული, რომელსაც ვიღებთ გულწრფელობისგან, შეუდარებელია. აბა, გაიხსენეთ ის შედეგები, რომლებიც არაგულწრფელობამ მოგიტანათ. თუ ტყუილს ამბობთ და გამოგიჭირეს, მაშინ, ბუნებრივია, თქვენ შეცბუნდებით, თქვენ თავს უბედურად იგრძნობთ. სხვებმა რომც არ გამოგიჭირონ, თქვენმა სინდისმა უკვე გამოგიჭირათ. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ რაღაც არასწორის თქმა ან გაკეთება გინდათ. შეჩერდით და დაფიქრდით: „ეს როგორ ჩავიდინო? ეს ხომ მთელს ჩემს სიხარულს გააქრობს.“ და მაშინ თქვენ ამას აღარ ჩაიდენთ. თქვენ აღმოაჩენთ, რომ არასწორი ქმედებისგან თავის შეკავება, მოგანიჭებთ უსასრულოდ მეტ სიხარულს, ვიდრე ჩადენა. სპონტანური შინაგანი სიხარული, რომელიც მოდის გულწრფელობისგან, ყოველთვის დაგეხმარებათ, სწორად მოიქცეთ.
იყავით გულწრფელნი თქვენს აზრებში,
იყავით სუფთანი თქვენს გრძნობებში.თქვენ კი არ დაედევნებით ბედნიერებას,
ბედნიერება დაგედევნებათ თქვენ.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj