ერთხელ ბაღში მუშაობდა, რაღაცას ბარავდა და რგავდა. ძალიან უბრალო სამუშაო ტანსაცმელი ეცვა. რამოდენიმე ხანშიშესული კაცი მიუახლოვდა მას და ერთ-ერთმა კითხა: „ვერ გვეტყვი, სად ვნახოთ პრემიერ-მინისტრი?“
„რა თქმა უნდა, გეტყვით, - უპასუხა მან. - დაიცადეთ, მე დავუძახებ მას.“
ის შევიდა სახლში, დაიბანა ხელები, ჩაიცვა კურტა და დჰოტი, გარეთ გავიდა და მათ წინაშე წარსდგა.
მათ დაიყვირეს: „შენ ისევ მოხვედი! არ უთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ ჩვენ აქ ვართ? ჩვენ პრემიერ-მინისტრის ნახვა გვსურს და არა შენი.“
ამჯერად მებაღე უფრო სერიოზული გახდა: „პრემიერ-მინისტრი აქ არის. მე ვარ პრემიერ-მინისტრი.“
\- „თქვენ ინდოეთის პრემირ-მინისტრი ხართ?“
\- „დიახ!“
ზოგმა თავი დაუკრა, ზოგი შოკირებული იყო, ზოგმა თავი უხერხულად იგრძნო.
„ჩვენ გვეგონა, რომ თქვენ უბრალო მებაღე იყავით.“ - უთხრეს მათ.
პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „მე ისე მიხარია, რომ თქვენ ვერ შეიცანით ჩემში ინდოეთის პრემიერ-მინისტრი! მე მსურს, რომ მსოფლიო საქმეებით მცნობდეს და არა გარეგნობით. მე მსურს ყოველთვის დავრჩე უბრალო და თავმდაბალი.“
ამ პრემიერ-მინისტრს ლალ ბაჰადურ შასტრი ერქვა. ის იყო სისადავის და სულგრძელობის განასახიერება. ლალ ბაჰადურ შასტრის არცერთი მტერი არ ყოლია. მისი საკუთარი პარტიაც და ოპოზიციაც ერთნაირად თაყვანს სცემდა პრემიერს და აღფრთოვანებული იყო მისი კეთილშობილებით, მისი ცხოვრების უბრალოებით და სიწმინდით.
*გინდა ბედნიერი იყო?*
*სუნთქვასავით უბრალო* *გახადე შენი ცხოვრება.*From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj