*ის არ არის დამოკიდებული გარე ვითარებებზე.*
*თქვენში და თქვენი გავლით მიედინება მდინარე სიხარულის გზავნილით.**ეს ღვთაებრივი სიხარული - ცხოვრების ერთადერთი მიზანია.*
ჩვენ ყველანი მაძიებლები ვართ და გვაქვს ერთი მიზანი: მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს, სინათლეს და სიხარულს, გავხდეთ განუყოფელი ჩვენი საწყისისა და ვიცხოვროთ ჭეშმარიტი კმაყოფილებით სავსე ცხოვრებით.
ცხოვრება სიხარულში ნიშნავს ცხოვრებას შინაგანი ცხოვრებით. ეს ის ცხოვრებაა, რომელსაც მივყავართ თვით შეცნობამდე. საკუთარი თავის შეცნობა - ეს ღმერთის შეცნობაა, რადგან ღმერთი სხვა არა არის რა, თუ არა ჩვენში ღრმად დავანებული ღვთაებრიობა, რომელიც ელოდება როდის აღმოაჩენენ და გახსნიან. ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე მივმართოთ ღმერთს, როგორც შინაგან მესაჭეს ან უზენაესს. მაგრამ, იმისდა მიუხედავად, თუ რა ტერმინს ვიყენებთ, ჩვენ ვგულისხმობთ უმაღლესს ჩვენში, იმას, რაც ჩვენი სულიერი ძიების საბოლოო მიზანს წარმოადგენს.
გარეგან ცხოვრებას რეალური აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ჩვენ ვასაზრდოვებთ შინაგან ცხოვრებას. სამჯერ დღეში ჩვენ აუცილებლად ვკვებავთ ჩვენს სხეულს. მაგრამ ღრმად ჩვენში იმყოფება ღვთაებრივი ბავშვი, რომელსაც ვუწოდებთ ჩვენს სულს, ჩვენ კი ვერ ვპოულობთ დროს, ვკვებოთ ის. სული შეგნებული წარმომადგენელია ღვთისა ჩვენში. სანამ არ ასრულდება ბავშვი-სულის დანიშნულება, ჩვენ ვერასოდეს ვერ აღვასრულებთ ჩვენი გარეგანი ცხოვრების დანიშნულებას.
მაგრამ როგორ გავაერთიანოთ შინაგანი და გარეგანი ცხოვრება? თუკი ჩვენ ვფლობთ მედიტაციის ღვთაებრივ ხელოვნებას, მაშინ ადვილად და შეგნებულად შეგვიძლია გავაერთიანოთ ეს ორი სამყარო. და თუ ჩვენ ვმედიტირებთ, თითოეული წამი ოქროს შესაძლებლობად იქცევა მოვისროლოთ დეპრესია, იმედგაცრუება, მრისხანება, შიში და სხვა ნეგატიური თვისებები და გამოვავლინოთ შინაგანი სამყაროს ღვათაებრივი თვისებები: სიყვარული, სიმშვიდე, სიხარული და სინათლე.
სულიერი ადამანი უნდა იყოს ნორმალური, ჯანსაღი ადამიანი. ღმერთის მისაღწევად საჭიროა, რომ სულიერი ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს ღვთაებრივად პრაქტიკული. თუ ღვთაებრივად პრაქტიკულნი ვართ, ჩვენ სხვებს ვუწილადებთ ჩვენ შინაგან სიმდიდრეს. ჩვენ ვგრძნობთ ღვთაებრივ მოტივს ყოველ მოქმედებაში და შედეგს ვუზიარებთ სხვებს. სულიერება არ უარყოფს გარეგან ცხოვრებას. გარეგანი ცხოვრება შინაგანი ცხოვრების გამოვლინებად უნდა იქცეს ჩვენში.ცნობიერება კიბესავითაა. თქვენ ასვლა და ჩამოსვლა შეგიძლიათ სხვადასხვა საფეხურზე. თუ ღრმად მედიტირება ძალგიძთ, ცნობიერების ყველა დონე თქვენს წინაშე წარსდგება. პირველი საფეხური ფიზიკური სხეულია. მეორე საფეხური ვიტალია. ვიტალი ინდური ფილოსოფიური ტერმინია. ის განასახიერებს ემოციურ, აგრესიულ და დინამიურ თვისებებს. მესამე საფეხური გონებაა. გონებაზე მაღლა სულიერი გულია. ზუსტად სულიერ გულში შეგვიძლია ვიგრძნოთ სულის „ძგერა“. სული ღვთის თვითმანათობელი მაუწყებელია ჩვენში. მან არც დაბადება, არც ნგრევა, არც სიკვდილი იცის. ის მარადიულია, უკვდავია. ის პირდაპირ ღმერთისგან მოვიდა, ის ღმერთთან კავშირში რჩება და მასთანვე დაბრუნდება.
სანამ ადამიანის ინკარნაციას მიიღებდეს, სული იღებს შინაგან გზავნილს თავისი ღვთაებრივი მიზნის შესახებ. ის ბოლომდე აცნობიერებს თავის მისიას. მაგრამ მიწიერ ცხოვრებაში ფიზიკური გონების მუშაობას შეუძლია ზოგჯერ გადაფაროს სულის ღვთაებრივი შთაგონება და მისი ჭეშმარიტი მიზანი. მაშინ სულის მისია ვერ გამოდის წინა პლანზე. მხოლოდ მაშინ, თუ მივისწრაფვით გონებით, გულით და სულით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი არსებობის მიზანი აქ, დედამიწაზე.
*ჩემი სული ჩემი კეთილი საქმეების წყაროა.*
*ჩემი გული ჩემი ამაღლებული გრძნობების წყაროა.**ჩემი გონება ჩემი გარდამქმნელი აზრების წყაროა.*
*ჩემი ვიტალი ჩემი დინებადი ენერგიის წყაროა.* *ჩემი სხეული ჩემი მისწრაფებული ცხოვრების წყაროა.*ზოგიერთს საერთოდ დაავიწყდა შინაგანი მესაჭე. ზოგმა კი იცის მისი არსებობის შესახებ, მაგრამ არ სურს რაიმე ურთიერთობა ან კავშირი ჰქონდეს მასთან. გულწრფელი მაძიებელი შინაგან მესაჭესთან მარადი კავშირის აუცილებლობას გრძნობს. მას არ აკმაყოფილებს უბრალოდ ცოდნა იმისა, რომ მასში ღმერთია. მას სურს იმყოფებოდეს ღვთის ცნობიერებაში და ურთიერთობდეს მასთან ოცდაოთხი საათის განმავლობაში.
ჩვენ უნდა ვაქციოთ ღმერთი ცოცხალ რეალობად ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ღვთის თანამყოფობას ჩვენთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ ყოველდღე არ ვჭამთ, ჩვენ სხეულს ვაშიმშილებთ. ამის მსგავსად, თუ არ ვლოცულობთ და არ ვმედიტირებთ ყოველდღე, ჩვენ ვაშიმშილებთ ჩვენს სულიერ სხეულს. როდესაც ჩვენი გულის ცრემლებით მივისწრაფვით ღმერთისკენ, ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთი მაღლიდან ჩამოდის ჩვენთან. ეს ორი ადამიანის შეხვედრასავითაა; ერთი პირველ სართულზეა, მეორე კი მესამეზეა. ჩვენ ავდივართ მეორე სართულზე, ღმერთი კი ჩამოდის მეორე სართულზე. იქ ვხვდებით და აღვასრულებთ ერთმანეთს.
მეორე სართულზე აღმავალი კიბე ჩვენი გულის ცრემლებით იქმნება. ეს მისწრაფების ვედრებაა; ეს ის ცრემლები არაა, რომელსაც ვღვრით, როდესაც არასწორად ვიქცევით. გული ტირის და მიისწრაფის აღმავალი ალივით, რომელიც სულ უფრო და უფრო ღვივდება, და მაღლა მიიწევს. ღმერთი ჩამოდის თავისი მოწყალებით, როგორც მთებიდან ჩამოდენილი მდინარე. როდესაც მისწრაფება და წყალობა ხვდება ერთმანეთს, ჩვენ ვხდებით ღმერთთან კავშირის ღვთაებრივი აღსრულების მოწმენი.
არა, შეუძლებელია
ერთი შინაგანი ვედრებაც კი არ იქნეს შესმენილი.ჩვენ უნდა მივიღოთ სამყარო ისეთი, როგორიც არის. თუ რაღაცას არ ვიღებთ, მაშ როგორ ვაპირებთ მის გარდაქმნას? თუ მექოთნე არ შეეხება თიხის გუნდას, მაშ როგორ აქცევს მას ჭურჭლად? თუ მისი მიზანია ქოთნის ან დოქის გაკეთება, მას თიხის ხელში აღება მოუწევს. ამ თიხას სამყარო წარმოადგენს. ჩვენ უნდა გარდავქმნათ სამყაროს იერი ჩვენი მსახურობით კაცობრიობაში დავანებული ღვთაებრიობისადმი.
ნუ იფიქრებთ, რომ ღმერთზე ლოცვით და ღმერთზე მედიტირებით თქვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავთ, და არა მთელს კაცობრიობაზე. თუ ხის-არსებობის ძირთან მიხვალთ, თქვენ დაინახავთ, რომ ღმერთი ფესვია. თუ რწყავთ ხის ფესვს, მაშინ ხე-ქმნილება გაიხარებს ისე, როგორც ღვთაებრივ კანონს სურს. თქვენი მზრუნველობა ხის ფესვის მიმართ, ღვთის მიმართ საკვებს მისცემს ყველა ტოტს, რომელიც შემდგომ ღვთის სრულყოფილების კანონით იცხოვრებს.ყოველი ადამიანი შეიცნობს ღმერთს თავისი შინაგანი შესაძლებლობების შესაბამისად. ყოველ ადამიანს შეუძლია აირჩიოს და მიიღოს ღმერთის ის ასპექტი, რომელიც მას უფრო იზიდავს. ვინმეს შეიძლება მოსწონდეს ღმერთის პიროვნული ასპექტი - ღმერთი, როგორც ყველაზე მანათობელი არსება; სხვას შეიძლება მოსწონდეს უპიროვნო ასპექტი - ღმერთი, როგორც უსასრულო ენერგია. სხვა კი მხოლოდ იმით დაკმაყოფილდება, რომ ღმერთი, რომელსაც იგი შეიცნობს, მისი წარმოსახვის მიღმა არსებობს. ღმერთი პიროვნულიცაა, და - უპიროვნოც. ღმერთი თითოეული ადამიანის წინაშე წარსდგება მისი ინდივიდუალური არჩევნის შესაბამისად, რათა გაახაროს ადამიანი მისი სურვილისამებრ.
ღმერთში როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი საწყისია. ტერმინი „მამა“ უფრო გავრცელებული მიმართვაა ღვთისადმი დასავლურ სამყაროში. აღმოსავლეთში ჩვენ უფრო ხშირად ვლაპარაკობთ უზენაეს ქალღმერთზე. მაგრამ როდესაც დასავლური სამყაროს წარმომადგენლებთან ვურთიერთობ, მე იმ ტერმინს ვიყენებ, რომელიც თქვენთვის უფრო ახლოსაა, იმიტომ რომ ვგრძნობ, ასე ჩემთვის უფრო ადვილი იქნება გამოცდილების გაზიარება.
სულიერების პრაქტიკა, ნებისმიერი რელიგიის მიმდევარს შეუძლია. რელიგია შეიძლება სახლს შევადაროთ. თქვენ ერთ სახლში ცხოვრობთ, მე კი - სხვაში. იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ სხვადასხვა სახლებში ვცხოვრობთ, ჩვენ ორივეს გვსურს ერთსა და იმავე საგნის, ანუ ღვთის შეცნობის, შესწავლა. ამიტომაც ორივე ერთსა და იმავე სკოლაში დავდივართ - შინაგან სკოლაში. როდესაც ვლოცულობთ და ვმედიტირებთ ღმერთზე, ჩვენ ამ შინაგან სკოლაში დავდივართ. იმისთვის, რომ მივიდეთ სკოლამდე, ჩვენთვის არ არის აუცილებელი ერთი გზით ვიაროთ. მაგრამ ჩვენ ორივეს გვიწევს სახლიდან გამოსვლა, როდესაც სასწავლებლად მივეშურებით.
ჭეშმარიტ სულიერ მაძიებელს უღრმესი პატივისცემა და მოწიწება ექნება ყველა რელიგიის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია ყველა რელიგია დავაფასოთ და ჩვენად ჩავთვალოთ. ყოველი რელიგია ხის-ღმერთის ტოტივითაა. როგორ შეიძლება უარვყოფდეთ ტოტების მნიშვნელობას, თუ მთელ ხეს ჩვენად ვთვლით? ყოველი რელიგია თავისებურად მართალია, აბსოლუტურად მართალია, მაგრამ როდესაც უმაღლესი ჭეშმარიტება გვწყურია, ჩვენი ერთადერთი რელიგია ღვთისადმი სიყვარული ხდება.
ჭეშმარიტი სულიერება არ მოითხოვს არცერთ რელიგიაზე უარის თქმას. თუ თქვენს რელიგიაში რჩებით და სულიერი ცხოვრების პრაქტიკას ეწევით, თქვენ შეიძლება ძალიან სწრაფად გაიქცეთ მიზნისკენ. თქვენი საკუთარი რელიგია დაგარწმუნებთ იმის სიმართლეში, რასაც აკეთებთ. მეორეს მხრივ, თქვენ შეიძლება იგრძნოთ საჭიროება, გასცდეთ რელიგიის ჩარჩოებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი მიზანი ღვთის შეცნობაა, რომელიც ყველა რელიგიას მოიცავს და, ამავე დროს, მათზე ბევრად მაღლა დგას.
*თვითგამოღვიძება*
*ნიშნავს**ღვთის აყვავებას*
*ჩემში და ჩემი გავლით.*თუ ცნობისმოყვარეობის გამო გინდათ იცოდეთ, რა არის სულიერება, შეგიძლიათ მიიღოთ სულიერება უდიდესი ცნობისმოყვარეობით. შეხედეთ, არის ის მხოლოდ ზედაპირულად მომხიბვლელი, თუ უფრო ღრმა და უკიდეგანო რამ არის, რასაც შეიძლება მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვნათ. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ცნობისმოყვარეობის გამო, მაგრამ მალე თქვენი ცნობისმოყვარეობა გადაიქცევა რეალურ მისწრაფებად. თუ თქვენ სულიერ ცხოვრებაში შედიხართ იმიტომ, რომ სხვები ასე მოიქცნენ, ესეც კარგია. თუ ხედავთ, რომ ვინმეს ცხოვრება მშვიდი და ბედნიერი გახდა მას შემდეგ, რაც მან სულიერი ცხოვრება მიიღო, არაფერია იმაში ცუდი, რომ მას მიბაძოთ.
მინდა მოგიყვეთ დიდი სულიერი მასწავლებლის შრი რამაკრიშნას საყვარელი ისტორია. ერთხელ შუაღამისას ქურდი სასახლეში შეიპარა და მიაყურადა მეფისა და დედოფლის საუბარს. მეფემ დედოფალს უთხრა: „მე მსურს, რომ ჩვენი უმცროსი ქალიშვილი ცოლად წმინდანს გაყვეს და სიმშვიდე მოიპოვოს. ჩვენი ყველა დანარჩენი ქალიშვილი ცოლად მეფეებს და გენერლებს გაყვა, მაგრამ ისინი უბედურები არიან. წმინდანების ცხოვრება სიმშვიდითაა აღსავსე, და თუ ის ერთ-ერთ მათგანს ცოლად გაყვება, მისი ცხოვრება სიმშვიდით აივსება. ხვალ დილით ადრე მე ჩემ მინისტრებს გავაგზავნი განგის ნაპირებთან, სადაც მედიტირებს ბევრი წმინდანი. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი მათგანი დათანხმდება, ჩვენი ქალიშვილი ცოლად შეირთოს.“
ქურდმა ეს საუბარი მოისმინა და გაიფიქრა: „ღმერთო ჩემო, მეფის ასული წილად ერგება ღარიბ ბერს? მოდი, იქ წავალ და ვიმედიტირებ ბერებთან ერთად. ვინ იცის, იქნებ მე ამომირჩიონ. ახლა ქურდობა მიწევს იმისთვის, რომ ცოტა ფული ვიშოვო. მაგრამ, თუ მოვეწონე პრინცესას, მაშინ ერთ დღეში გავმდიდრდები, ფულში ვიბანავებ.
მეორე დილით ქურდი წმინდანის სამოსში მივიდა მდინარე განგთან და სხვა ბერებთან ერთად მედიტირება დაიწყო. მალე მეფის მინისტრებიც გამოჩნდნენ და ერთი ბერისგან მეორესთან გადადიოდნენ, ეძებდნენ იმას, ვინც მეფის ასულს ცოლად შეირთავდა. ბერები განრისხდნენ: „ჩვენ უსასრულო სინათლეს, უსასრულო ჭეშმარიტებას, უსასრულო სიხარულს შევთხოვთ ღმერთს, თქვენ კი გინდათ ისევ ამ სამყაროს მიგვაჯაჭვოთ. ჩვენ არც მატერიალური ცხოვრება გვსურს და არც მატერიალური საკუთრება!“ - ხმამაღლა გაიძახოდნენ ისინი. საწყალ მინისტრებს ყველა ბერისგან ლანძღვა-გინება ხვდა წილად. ბერებს მეფის ასული არ ადარდებდათ; ისინი მხოლოდ უმაღლეს ჭეშმარიტებაზე და შინაგან სიმდიდრეზე ზრუნავდნენ.
ერთმანეთის მიყოლებით ბერები უარს ამბობდნენ. ბოლოს მინისტრები ქურდთან მივიდნენ, და ის დათანხმდა, ცოლად პრინცესა მოეყვანა. ისინი მეფესთან დაბრუნდნენ და მთელი ისტორია უამბეს. მეფეს ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ ერთმა ბერმა ინტერესი გამოიჩინა მისი ქალიშვილისადმი. „ხვალ ჩემს ქალიშვილს წავიყვან განგის ნაპირებთან, სადაც წმინდანები ლოცულობენ და მედიტირებენ“, - თქვა მან.
ღამე ღვთაებრივმა აზრმა გაუნათა ქურდს გონება. მან თავისთვის გაიფიქრა: „მე მხოლოდ წმინდანად მოვაჩვენებ თავს. და ამ გზით პრინცესას და დიდ სიმდიდრეს, მატერიალურ კეთილდღეობას ვიგდებ ხელში. მაგრამ, თუ ნამდვილად გულწრფელად გავხდები ბერი, დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთისგან მივიღებ უსასრულო ძალას, უსასრულო სინათლეს, უსასრულო ნეტარებას, უსასრულო სიმშვიდეს - როგორც ის ბერები. რატომ უნდა მივეჯაჭვო მატერიალურ სიმდიდრეს, როდესაც მაქვს შესაძლებლობა მივიღო უსასრულო სინათლე, აღტაცება და ძალა ღმერთის უსასრულო სამფლობელოებისგან?“
ასე და ამგვარად, ღამით ქურდმა გადაიფიქრა, და როდესაც მომდევნო დღეს მეფე მივიდა მასთან, არავითარი პატივისცემა გამოუხატავს მისი პერსონის მიმართ, პირიქით, განრისხებულმა უთხრა: „ო, მეფევ, ნუ მიმაჯაჭვავ მატერიალურ სამყაროს. მე ღმერთი მსურს და მხოლოდ ღმერთი. მე შენი ქალიშვილი არ მჭირდება.“ საბრალო მეფე დაბრუნდა სასახლეში, ქურდი კი ნამდვილად წმინდა ადამიანი გახდა.
ეს ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი სულიერი მოგზაურობა. ქურდმა მიბაძვით დაიწყო. მაგრამ, როდესაც მან იხილა ნამდვილად წმინდა ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სურდათ ღმერთი და მხოლოდ ღმერთი, შთაგონება ეწვია. შთაგონება კი მისწრაფებაში გადავიდა. მას აღარ აკმაყოფილებდა სწრაფვა ფულისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ, რადგანაც იგრძნო, რომ არის ბევრად უფრო ღირებული რამ, რისი მიღწევაც ღირს.
თუ თქვენში ჯერ კიდევ ეჭვი და ცნობისმოყვარეობა ბუდობს, მაშინ დაიწყეთ ეჭვით, დაიწყეთ ცნობისმოყვარეობით. მაგრამ დაიწყეთ! ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენ შეძლებთ თქვენი მიზნისკენ სვლას. ღმერთი თქვენს მისაღებად მზადაა. შეიძლება თქვენ არ მიისწრაფით ღმერთისკენ, მაგრამ ღმერთი - მარადიული მამა, ღმერთი - მარადიული დედა გიხმობთ თქვენ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომ გჭირდებათ ღმერთი. და თუ ნამდვილად გსურთ ღმერთი, მაშინ დაიწყეთ იქ, სადაც ხართ: აქ და ახლა. და თქვენ მიაღწევთ მიზანს - შეგნებულ ერთობას ღმერთთან-უსასრულო სინათლესთან და უსასრულო ჭეშმარიტებასთან.
*თქვენი გულის ვედრება ჭეშმარიტი განძია.*
*თქვენი გულის ვედრება არწივივით დაფრინავს,* *რათა მიაღწიოს თქვენი უწმინდესი სულის უმაღლეს მიზანს.*რადგან ეს ერთადერთი გზაა,
ვიცოდე უფრო მეტი,ვიფიქრო უფრო ბრძნულად,
უფრო სრულყოფილი,მივიდე ღმერთთან უფრო სწრაფად.
მედიტაცია ღვთაებრივი საჩუქარია. მედიტაცია ამარტივებს ჩვენს გარეგან ცხოვრებას და ენერგიით ავსებს ჩვენს შინაგან ცხოვრებას. მედიტაცია ბუნებრივს და სპონტანურს ხდის ჩვენს ცხოვრებას, იმდენად ბუნებრივს და სპონტანურს, რომ ჩვენ არ ძალგვიძს სუნთქვა ჩვენი საკუთარი ღვთაებრიობის გაცნობიერების გარეშე.ლოცვა და მედიტაცია ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა. ორივე ძალიან ეფექტურია. როცა ვლოცულობ, მე ვლაპარაკობ და ღმერთი მისმენს. როცა ვმედიტირებ, ღმერთი ლაპარაკობს და მე ვისმენ. როცა ვლოცულობთ, ჩვენ ავდივართ ღმერთთან; როცა ვმედიტირებთ, ღმერთი ჩამოდის ჩვენთან. საბოლოო ჯამში, ეს ერთი და იგივეა. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ ლოცვისას ჩვენ როგორც პიროვნებები ღმერთისგან განცალკევებულნი ვართ. ვგრძნობთ, რომ ის ერთ ადგილასაა, ჩვენ კი სადღაც სხვაგან ვართ. ჩვენ მაღლა ვიხედებით და მას შევთხოვთ, მაგრამ არ ვიცით, როდის და რამდენად აგვისრულებს ღმერთი ჩვენს ლოცვებს. მედიტაცია ამბობს: „ღმერთი არც ბრმაა და არც ყრუ. მან იცის, რა უნდა აკეთოს, რათა აღასრულოს საკუთარი თავი ჩემში და ჩემი მეშვეობით. დაე, დავრჩე მე ზეშთაგონებულ მდუმარებაში.“ ქრისტე მაცხოვარმა წარმოსთქვა უმაღლესი ლოცვა: „იყავნ ნება შენი“. ეს ლოცვა მედიტაციის დასაწყისია. სადაც ლოცვა ამთავრებს თავის მოგზაურობას, მედიტაცია იქ იწყებს.
მედიტაცია ზღვის ფსკერზე დაშვებას გავს, სადაც ყველაფერი მშვიდია და უშფოთველი. ზღვის ზედაპირზე შეიძლება ბევრი ტალღა იყოს, მაგრამ ისინი ზღვის სიღრმეებზე ზეგავლენას ვერ ახდენენ. უძირო სიღრმეში ზღვა მთლიანად მდუმარებაა. როდესაც ვიწყებთ მედიტაციას, პირველ რიგში, ვცდილობთ ჩვენი შიდა არსების მოხელთებას, ჩვენი ჭეშმარიტი არსების, ესე იგი - ზღვის ფსკერის. და მაშინ, თუ გარე სამყაროდან მოდიან ტალღები, ისინი ჩვენზე გავლენას ვერ ახდენენ. შიში, ეჭვი, შფოთი და ყველა მიწიერი ალიაქოთი უბრალოდ ამორეცხილია, იმიტომ რომ ჩვენში მყარი სიმშვიდეა. აზრები ვერ გვეხებიან, რადგან ჩვენი გონება მთლიანად სიმშვიდეა, მთლიანად მდუმარებაა, მთლიანად ერთობაა. ზღვის თევზებივით ხტებიან და მიცურავენ, მაგრამ კვალს არ ტოვებენ. როდესაც უმაღლეს მედიტაციაში ყოფნისას ჩვენ ვგრძნობთ, რომ ზღვა ვართ, და ზღვის ბინადრები ჩვენ არ გვაწუხებენ; თავს ცად ვგრძნობთ და არცერთი ჩიტი, გვერდით რომ ჩაგვიფრენს, ჩვენ არ გვაწუხებს. ჩვენი გონება ცაა, გული კი უკიდეგანო ზღვაა. ეს არის მედიტაცია.
*მე ვლოცულობ ღმერთზე, მე ვმედიტირებ ღმერთზე.*
*მე ვლოცულობ ღმერთზე, რათა ვიხილო სიდიადე მისი სახისა.* *მე ვმედიტირებ ღმერთზე, რათა ვიგრძნო გული მისი აღტაცებისა.*იმისთვის, რომ მიყვეთ სულიერ ცხოვრებას, თქვენ დღეში ერთხელ მაინც უნდა მედიტირებდეთ. საუკეთესოა დილაადრიან მედიტირებდეთ, როდესაც ატმოსფერო მშვიდი და წყნარია. საღამო კიდევ ერთი საუკეთესო დროა. თუ სერიოზულად და გულწრფელად მოეკიდებით მედიტაციას, მაშინ მედიტაციის ძალა ავტომატურად გაიზრდება. თუ რეგულარული და პუნქტუალური იქნებით თქვენს მედიტაციაში, შეამჩნევთ საკუთარ პროგრესს. დანიშნულ დროს მედიტირება დაგეხმარებათ ლეთარგიისა და გონების ხეტიალის დაძლევაში.
მედიტირების დროს აუცილებელია ხერხემალი გასწორებული და გამართული გქონდეთ, სხეული კი - მოდუნებული. თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი შინაგანი არსება სპონტანურად მიგაღებინებთ მოხერხებულ მდგომარეობას; თქვენ კი მხოლოდ უნდა შეინარჩუნოთ ის. ზოგიერთ მაძიებელს უყვარს მწოლიარე მდგომარეობაში მედიტირება, მაგრამ ეს მიზანშეწონილი არ არის: თქვენ ადვილად შეიძლება შეხვიდეთ ძილის სამყაროში ან ერთგვარი შინაგანი თვლემა დაგეუფლოთ. ასევე ლოტოსის პოზა - წინწასული იოგის პოზა - არ არის აუცილებელი სწორი მედიტაციისათვის. ბევრი ადამიანი სკამზეც კი მშვენივრად მედიტირებს.
დაგეხმარებათ, თუ დაანთებთ საკმეველს და სანთლებს და წინ ყვავილებს დაიდგამთ. გარეგანი ყვავილი გაგახსენებთ თქვენს გულში გაშლილ ყვავილს. როდესაც შეისუნთქავთ საკმევლის სუნს, თქვენ მიიღებთ შთაგონებასა და სისუფთავეს, რომლებიც თქვენს შინაგან განძს დაემატება.
როდესაც გარეგან ალს დაინახავთ, უცებ იგრძნობთ, როგორ მიიწევს თქვენი შინაგანი ალი მაღლა, უფრო მაღლა, ყველაზე მაღლა.ყოველ შესუნთქვაზე ეცადეთ იგრძნოთ, რომ თქვენს სხეულში უსასრულო სიმშვიდე შემოგაქვთ. ამოსუნთქვაზე ეცადეთ იგრძნოთ, რომ იშორებთ შინაგან და ირგვლივ მოფუთფუთე მოუსვენრობას. რამოდენიმე ასეთი სუნთქვის შემდეგ შეეცადეთ იგრძნოთ, რომ კოსმოსიდან ძალას შეისუნთქავთ. ამოსუნთქვაზე კი იგრძენით, რომ ყოველგვარი შიში ტოვებს თქვენს სხეულს. რამოდენიმეჯერ ამის გამეორების შემდეგ, ეცადეთ იგრძნოთ, რომ უსასრულო სიხარულს შეისუნთქავთ, და, რასაც ამოისუნთქავთ - სევდა, ტანჯვა და დეპრესიაა.
არის კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ სცადოთ. იგრძენით, რომ ის, რასაც შეისუნთქავთ, ჰაერი კი არა, კოსმიური ენერგიაა. იგრძენით, რომ თქვენს სხეულში ადგილი აღარ დარჩა კოსმიური ენერგიით რომ არ ავსებულიყო. ის მდინარესავით მოედინება თქვენში, რეცხავს და ასუფთავებს მთელს თქვენს არსებას. შემდეგ, როდესაც ამოსუნთქვას იწყებთ, იგრძენით, რომ თქვენგან ამოისუნთქავთ მთელს ნაგავს - ყველა თქვენს არაღვთაებრივ აზრს, ბნელ იდეას და უსუფთაო ქმედებას.დიდი სხვაობაა იმ შედეგებს შორის, რისი მიღებაც შეგვიძლია გონებისგან და რისი - გულისგან. გონება თავისი ბუნებით შეზღუდულია, გული კი უსაზღვროა. ღრმად თქვენში უსასრულო სიმშვიდე, სინათლე და აღტაცებაა. მათი შეზღუდული ოდენობით მოპოვება ადვილი ამოცანაა. გონებაში მედიტაცია თქვენ ამას მოგცემთ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უსასრულოდ მეტი მიიღოთ, თუ გულზე იმედიტირებთ. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ შესაძლებლობა ორ ადგილზე იმუშაოთ. ერთ ადგილზე თქვენ ორას დოლარს მიიღებთ, მეორეზე კი - ხუთასს. თუ ბრძენი ხართ, თქვენ არ დაკარგავთ დროს პირველ ადგილზე.
როდესაც მედიტირებთ, თავი ბავშვივით იგრძენით ყვავილების ბაღში. ეს ყვავილების ბაღი თქვენს გულშია. ბავშვს შეუძლია საათობით ითამაშოს ბაღში. ის ხან ერთ ყვავილთან მივა, ხან მეორესთან, მაგრამ ბაღიდან არ წავა, იმიტომ რომ შეჰხარის თითოეული ყვავილის სილამაზეს და სურნელს. იგრძენით, რომ თქვენში ბაღია და შეგიძლიათ დარჩეთ იქ, რამდენხანსაც მოისურვებთ. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ იმედიტიროთ გულზე.
*შენს გონებაში კითხვების ნიაღვარია.*
*მაგრამ არის მხოლოდ ერთი მასწავლებელი,**რომელსაც შეუძლია მათზე პასუხის გაცემა.*
*ვინ არის ეს მასწავლებელი?* *შენი მდუმარების მოყვარული გული.*ნუ აღელდებით დასაწყისში კარგად თუ ვერ იმედიტირებთ. გარე სამყაროშიც კი მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენწლიანი პრაქტიკა დაჭირდება ადამიანს, რამეში რომ დახელოვნდეს. თუ ვირტუოზი პიანისტი გაიხსენებს, როგორი იყო, როდესაც პირველად დაკვრა დაიწყო, მას გაეცინება. თანდათანობითი წინსვლით მან მიაღწია ამჟამინდელ მუსიკალურ სიმაღლეს. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც. თქვენთვის შეიძლება თავიდან რთული აღმოჩნდეს მედიტირება, მაგრამ ნელ-ნელა თქვენი უნარი გაიზრდება.
მეორეს მხრივ, მედიტაციისგან სარგებელს თქვენ პირველივე დღიდან იგრძნობთ. მიწიერი ზღვის წვეთსაც მლაშე გემო აქვს. ანალოგიურად, მედიტაციის დროს თუ ვიგემეთ სიმშვიდის ზღვის წვეთი, ჩვენ უეჭველად შევიგრძნობთ სიმშვიდეს ჩვენს ცხოვრებაში.ასე რატომ ხდება? იმიტომ, რომ ჩვენი გარე შესაძლებლობანი შეზღუდულია შინაგანი გაცნობიერებულობით. თუ პრაქტიკულები ვიქნებით შინაგან ცხოვრებაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ვილოცებთ და ვიმედიტირებთ, მაშინ გავზრდით ჩვენს შინაგან გაცნობიერებულობას. როდესაც გაცნობიერებულობა სახეზეა, ჩვენ თავისუფალი მისადგომი გვაქვს უსასრულო ჭეშმარიტებასთან და მარადიულ სიხარულთან, და ჩვენ შევძლებთ გარეგანი ცხოვრების გაკონტროლებას.
ჩვენ ყოველთვის ვიზრდებით შიგნიდან და არა გარედან. სწორედ თესლისგან მიწისქვეშ აღმოცენდება მცენარე, და არა პირიქით. შინაგან ცხოვრებას ყოველთვის მოაქვს ჭეშმარიტების და ღმერთის გზავნილი. ეს შინაგანი ჭეშმარიტება თესლია. თუ მივცემთ თესლს იმის საშუალებას რომ აღმოცენდეს, ჯერ ნერგად და საბოლოოდ ხედ იქცეს, ჩვენ შევძლებთ მივირთვათ ნაყოფი, რომელსაც ხე მოისხამს. ნაყოფის მირთმევისას, ჩვენ გვეცოდინება, რომ ის გარე სამყაროს ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ მისი წყარო შინაგან სამყაროშია. ჩვენ დავინახავთ, რომ შინაგანი სამყაროს შესაძლებლობები გამოვლინდა გარე სამყაროში.
რამდენ ხანსაც არ უნდა ვმუშაობდეთ, ვსაუბრობდეთ, ან რამეს ვაკეთებდეთ, ჩვენ ვერ მივუახლოვდებით ჭეშმარიტებას. მაგრამ თუ თავიდან ვმედიტირებთ, და შემდეგ ვიმოქმედებთ ან ვილაპარაკებთ, ჩვენ პრაქტიკულად მოვიქცევით. შინაგანი პრაქტიკულობა უნდა მოძღვრავდეს გარე ცხოვრებას, და არა პირიქით. გარეგანი ცხოვრების შთაგონების წყარო უნდა მოდიოდეს შინაგანი ცხოვრებიდან. მხოლოდ მაშინ ვიქნებით ნამდვილად პრაქტიკულები.
თუ საკმაოდ მამაცები ვიქნებით და შევაბიჯებთ შინაგან ცხოვრებაში, ჩვენ ვნახავთ, რომ შინაგანი სამყარო პრაქტიკული, რეალური და ბუნებრივია. სიყვარული, სინათლე, სიმშვიდე და სიხარული ღვთაებრივად ნორმალურია. თუ ჩვენ გამოვიტანთ წინა პლანზე იმას, რის შეთავაზებაც შეუძლია შინაგან სამყაროს, მაშინ გარე სამყარო ასევე ღვთაებრივად ნორმალური, პრაქტიკული და ასრულების მომტანი გახდება.თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. თქვენ არ უნდა ელოდოთ ამ ცვლილებებს წლობით ან თუნდაც თვეობით. ისინი იწყება იმ წამიდან, როდესაც თქვენ სულიერების ზღვაში ჩაყვინთავთ. სცადეთ იცხოვროთ სულიერი დისციპლინის ცხოვრებით ერთი დღე, მხოლოდ ერთი დღე. თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას.
*ახლა საკუთარ თავს მოვუხმობ,*
*ახლა მოვუხმობ.**ჩემი გულის ნაკრძალში საკუთარ თავს დავინახავ,*
*და საკუთარ თავს შევიყვარებ, შევიყვარებ.**ჩემი უძვირფასესი სიმდიდრის,*
*საკუთარი თავის მაძიებელი ვიქნები.**უზენაესი სინათლის მოგზაურობა იწყება*
*თავისუფლების გულში.**და ვერაფერი შეძლებს*
*შენს დაშინებას ან დასუსტებას.*როგორც ყველა კარგი თვისება, რწმენაც ღვთის საჩუქარია. მაგრამ რწმენა ასევე შეიძლება გაძლიერებული იქნას ჩვენი პირადი ძალისხმევით. თუ ვლოცულობთ ან ვმედიტირებთ, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი რწმენის გაძლიერება. რწმენა კუნთებივითაა. ფიზიკური ვარჯიშების შესრულებით ჩვენ ვავითარებთ ჩვენს კუნთებს. ანალოგიურად თუ ვავარჯიშებთ ჩვენს რწმენას, ის შეიძლება გაიზარდოს. ბევრი ცნობისმოყვარეობის გამო შედის სულიერ ცხოვრებაში. მათი რწმენა ძალიან სუსტია. მაგრამ რაღაცა აიძულებს მათ, რომ გააგრძელონ. და ისინი მხოლოდ მოგვიანებით გრძნობენ, რომ მათ შიგნით იფურჩქნება ღრმა რწმენა. ადამიანი რომელიც სულიერ გზას მიჰყვება, აუცილებლად მოიპოვებს მეტ რწმენას.
რწმენის განვითარების ერთერთი გზა იმ ხალხთან ურთიერთობაა, ვისაც უკვე აქვს რწმენა. ეს უფრო მცოდნე ადამიანთან ურთიერთობის მსგავსია; მას თქვენი საკუთარი ცოდნა წინა პლანზე გამოაქვს. ასევე ურთიერთობა იმათთან, ვისაც მეტი რწმენა აქვს, აანთებს რწმენის ალს თქვენში. თუ გრძნობთ, რომ ვინმეს მეტი ღვთის რწმენა აქვს, ვიდრე თქვენ, მიდით და იურთიერთეთ იმ ადამიანთან. თუნდაც მასთან საუბრის საშუალება რომ არ გქონდეთ, მხოლოდ მის გვერდით ყოფნა გაზრდის თქვენს რწმენას. თქვენთვის, როგორც მაძიებლისთვის, სასურველია იურთიერთოთ იმათთან, ვისაც უფრო მეტი უნარი და მისწრაფება აქვს ვიდრე თქვენ. თქვენი გული გაუცნობიერებლად ღვთაებრივი მაგნიტივით იმოქმედებს, რათა მოიზიდოს მათი ღვთაებრივი თვისებები.დიდი ხნის მანძილზე თქვენ ეჭვს მეგობრად თვლიდით. სხვაგვარად, მასთან არ დარჩებოდით. მაგრამ, როდესაც ნახავთ, რომ თქვენს ცხოვრებაში უკეთესი მეგობარი შემოდის, სულელივით არ მოიქცევით. იტყვით: „ახლა კიდევ ერთი მეგობარი შევიძინე და ვხედავ, რომ ის წამიყვანს უფრო მაღალი მიზნისკენ.“
თქვენი ახალი მეგობრები რწმენა და გაბედულებაა. ეს ორი მეგობარი ყოველთვის თქვენ გვერდით იყო, მაგრამ თქვენ არ ყოფილხართ მათ მხარეს. და რა მოხდება, თუ გადაწყვეტთ გამოცვალოთ მეგობრები? თავიდან თქვენი ძველი მეგობრები ეჭვი და შიში შეეცდებიან თქვენს უკან დაბრუნებას. მათ არ მოუნდებათ თქვენი მეგობრობის დაკარგვა. მაგრამ მალევე იგრძნობენ, რომ თქვენთან ურთიერთობა მათ ღირსებას ამცირებს. ისინი იტყვიან: „ძალიან კარგი, წავიდეს, წავიდეს. თუ მას აღარ ვაინტერესებთ, თუ მას აღარ ვჭირდებით, არც ჩვენ გვჭირდება ის.“ ეს ადამიანურ სიამაყეს გავს. როდესაც ვკარგავთ მეგობარს, თავიდან ჩვენ მის დაბრუნებას ვცდილობთ. თუ ვხედავთ, რომ უიმედოდ ვცდილობთ, მაშინ წინ გამოდის ჩვენი ეგო. ჩვენ ვამბობთ: „რახან მე არ ვჭირდები, არც ის მჭირდება“. ზუსტად ასევე ეჭვი და შიში გვტოვებს ჩვენ, როდესაც მეგობრობას ვიწყებთ რწმენასთან და გაბედულობასთან.
*შიდა სამყაროში*
*ყოველდღე შემიძლია ვუმზერდე მზის კაშკაშს.**რადგან ჩემი რწმენა ემყარება*
*ღვთის ურყევ დაპირებას-სინათლეს.*ჩვენ ვერასოდეს დავამარცხებთ ეჭვს მარტო სასურველზე ფიქრით. ჩვენ შეგნებულად უნდა ვეცადოთ. თუ საკუთარ თავს გავაიგივებთ გონებასთან, ჩვენ არ გვექნება ძალა ეჭვის დასამარცხებლად იმიტომ, რომ გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად სათუთად ვუვლით ეჭვს. სულს მეტი ძალა აქვს, ვიდრე გონებას. ჩვენ უნდა ვეცადოთ ხსნა სულის სინათლეში ვიპოვოთ. ყოველდღე, სანამ ეჭვი ხელსაყრელ შესაძლებლობას გამონახავს, შემოაღწიოს ჩვენს გონებაში, უნდა ვგრძნობდეთ სულის სინათლეს ჩვენში. როგორც კი ეჭვი ჩვენში შემოაღწევს, უნდა ვიგრძნოთ რომ სული არა მხოლოდ გვიცავს, არამედ ახალ ცხოვრებას გვჩუქნის - მარადიულ და რწმენით აღსავსე ცხოვრებას არა მხოლოდ ღმერთში, არამედ საკუთარ თავშიც.
ეჭვი დაგვტოვებს ჩვენ, როგორც კი ვიგრძნობთ, რომ ჩვენ გვიწერია გავაკეთოთ რამე ღმერთისთვის. ჩვენ უზარმაზარ ძალას ვიღებთ სიტყვისგან „გვიწერია“. ამ სიტყვას უსაზღვრო სიმამაცე გამოაქვს წინა პლანზე. ადამიანი თავისი ბუნებით სუსტი რომც იყოს, თუ ვინმემ უთხრა, რომ მას უწერია ღმერთისთვის იღვაწოს, იმწამსვე შინაგანი სამყაროდან გმირული სული გამოდის წინა პლანზე. ის შეებრძოლება ნებისმიერ დაბრკოლებას მისთვის გამაოგნებელი ძალით და შინაგანი სიმტკიცით. დაბრკოლება შეიძლება მოვიდეს მასთან უსუფთაობის, გაუგებრობის, შურის, შიშის და ეჭვის ფორმით, მაგრამ „მიწერია“ დაამარცხებს ყველა ნეგატიური ძალის სიამაყეს. ყველაფერს არაღვთაებრივს მოუწევს ფარ-ხმლის დაყრა ამ სიტყვის წინაშე. ასე რომ, თუ გვაქვს შინაგანი და გარეგანი რწმენა იმისა, რომ ჩვენ გვიწერია ვემსახუროთ ღმერთს, მაშინ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.*ეჭვი ძველი სენია.*
*რწმენა გამოცდილი წამალია.**შებრალება გამოცდილი ექიმია.*
*მზრუნველობა გამოცდილი მედდაა.*თქვენი ეჭვი უსაფუძვლოა. თქვენი მისწრაფემა თუნდაც არ იყოს ისეთი ინტენსიური, როგორც სხვისია, მაინც უნდა გრძნობდეთ: ღმერთი თქვენში მანამ არ განხორციელდება, სანამ მას არ შეიცნობთ. ღვთის არსებობა უნდა განხორციელდეს თქვენში და თქვენი მეშვეობით. თუ თქვენმა მეგობარმა შეიცნო ღმერთი, თქვენ კი ჯერჯერობით არ შეგიცვნიათ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი განუხორციელებელი რჩება. ის განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა მას ყველა ადამიანი შეიცნობს.
თქვენ შეიძლება ღვთის არსებობის აბსოლუტური რწმენა გქონდეთ, მაგრამ ეჭვი გეპარებოდეთ ღვთის მიმტევებლობაში. თქვენ შეიძლება იკითხოთ: ნუთუ მართლაა ღმერთი ასეთი მიმტევებელი? უამრავი შეცდომა ჩამიდენია ჩემს ცხოვრებაში. ის კი მაინც გამიზიარებს თავის ცოდნას-სინათლეს? რატომ უნდა ავლენდეს თავის უპირობო შებრალებას ჩემს მიმართ?“ იმისთვის, რომ დაამარცხოთ ასეთი ეჭვები, გაიხსენეთ, რომ ერთ დროს თქვენ სული იყავით სულთა სამყაროში. ვინ მოიყვანა თქვენი სული ამ სამყაროში? ეს ღმერთი იყო. სანამ შეგნებულად მიმართავდით სულიერებას, ღვთაებრიობას და რეალობას, ღმერთმა სიცოცხლე გიბოძათ. ღმერთმა ღვთაებრიობის გზავნილი გიბოძათ. თქვენ უკვე ხედავთ, რამდენი რამ გიბოძათ ღმერთმა, თუმცა არასოდეს შეგნებულად არ გითხოვიათ. ეს ყველაფერი სულის მეშვეობით მოვიდა თქვენთან. ვინ შექმნა თქვენი სული? ღმერთმა. ვინ გიბოძათ ის? ღმერთმა. ვინ აღასრულებს თქვენს თავს თქვენი სულის მეშვეობით? ისევ და ისევ ღმერთი. ასე რომ თქვენ ადვილად შეგიძლიათ ღვთის მზრუნველობაში დარწმუნდეთ.
ღვთის ამოცანაა განახორციელოს და გამოავლინოს საკუთარი თავი დედამიწაზე. თუ შეგნებულად მიისწრაფვით, მაშინ მას გაუადვილდება საკუთარი თავის განხორციელება და გამოვლენა თქვენი მეშვეობით. თუ დაანახვებთ მას თქვენს გულწრფელობას და მისწრაფებას, და ერთ ნაბიჯს მისკენ გადადგამთ, ის ოთხმოცდაცხრამეტ ნაბიჯს გადმოდგამს თქვენსკენ. თქვენ მისცემთ იმას, რისი მიცემაც შეგიძლიათ, ღმერთი კი გიბოძებთ არა მხოლოდ იმას, რაც მას აქვს, არამედ იმასაც, რასაც წარმოადგენს. რაც მას აქვს - უსასრულო მზრუნველობაა და რასაც წარმოადგენს - უსასრულო სინათლეა.
*ჩემო უფალო უზენაესო,*
*რას გააკეთებ ჩემთვის**თუ ჩემს გულში მოყვავილე რწმენას გაჩუქებ?*
*„შვილო ჩემო,**მე შენგან წავიღებ*
*შენი გონების ეჭვების გროვას.“*მოდით, ერთ ნამდვილ ისტორიას მოგიყვებით. მთელ ინდოეთში ხალხი უფალ კრიშნაზე ლოცულობს, - დიდ სულიერ მასწავლებელზე, რომელიც რამოდენიმე ათასი წლის წინ ცხოვრობდა დედამიწაზე. ერთი ინდოელი გლეხი, ბენგალიური სოფლის მკვიდრი, მდიდარ ბატონს ემსახურებოდა. ბატონის სახლამდე მისაღწევად მას ყოველდღე უწევდა ბორნით მდინარის გადაკვეთა. ერთ დღეს ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა. ბორანი ვერ გავიდა აღელვებულ მდინარეზე. და მსახურმა, რომელსაც მოუწია შემოვლითი გზით ბევრი მილის გავლა საცალფეხო ხიდამდე, დაიგვიანა. განრისხებულმა ბატონმა უყვირა მსახურს: „სულელო! თუ სამჯერ წარმოსთქვამ უფალი კრიშნას სახელს, ნახავ, რომ ნავი აღარ გჭირდება. შენ წყალზე სიარულს შეძლებ.“
საღამოს უბედური მსახური იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა, ქარიშხალი ისევ ბობოქრობდა. ამჯერად მან მიამიტურად დაუჯერა თავის ბატონს და გულის სიღრმიდან წარმოსთქვა უფალი კრიშნას სახელი. და აი, სასწაულთაგან სასწაული! მან იგრძნო ძალა, რომელმაც ის წყლისკენ წაიყვანა და ტალღებზე გადაატარა. ასე გადაკვეთა მან მდინარე.
როდესაც ბატონმა გაიგო ეს ამბავი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გული სიამაყით აევსო. ვისი, თუ არა მისი რჩევის წყალობით მოვიდა წარმატება? „არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემს რჩევებს ასეთი დიდი ძალა აქვს, - გაიფიქრა მან. - „ამ სასწაულისგან სიამოვნება თავად უნდა მივიღო“.
მდიდარი კაცი მივიდა მდინარესთან, რომელიც ახლა მშვიდი და წყნარი იყო, და სამჯერ წარმოსთქვა უფალი კრიშნას სახელი და ნაბიჯი გადადგა. მაგრამ ეჭვი და შიში ტანჯავდა მთელ მის არსებას, და მიუხედავად იმისა, რომ ის ასჯერ იმეორებდა წმინდა სახელს, მცდელობამ ამაოდ ჩაუარა. ის დაიხრჩო.
რას გვასწავლის ეს ამბავი? მსახურს თავისი ბატონის გულწრფელად სწამდა. მას ასევე უსიტყვოდ სწამდა უფალი კრიშნასი. ღვთაებრივი ძალის აბსოლუტურმა რწმენამ იხსნა იგი და დაამტკიცა, რა შეუძლია უფალი კრიშნას მადლს.დასაწყისში, როდესაც ინტერესი გიჩნდებათ სულიერი ცხოვრების მიმართ, თქვენ თესლს თესავთ. შეიძლება, შედეგი სწრაფად არ დადგეს. თქვენ იგრძნობთ სინათლეს და სიმშვიდეს, მაგრამ თავიდან რწმენა უნდა გქონდეთ. თქვენს სხეულში ბევრი ორგანოა: გული, ფილტვები და ასე შემდეგ. თქვენ ამის გჯერათ იმიტომ, რომ ექიმები და სხვა ადამიანები ასე ამბობენ. ასევეა შინაგან სამყაროშიც, თუ ამ წუთშივე რაიმეს ვერ ხედავთ, თქვენ ვერ იტყვით იმას, რომ ის არ არსებობს. შინაგან ცხოვრებაშიც ბევრი რამ არის, რასაც ამ წუთშივე ვერ აცნობიერებთ; მაგრამ თუ ზეშთაგონებულად ილოცებთ და იმედიტირებთ, და ირწმუნებთ, რაც გაიგონეთ სულიერი მაძიებლებისგან და მასწავლებლებისგან, ნახავთ, რომ ისინი აბსოლუტურად მართლები არიან.
თქვენ რწმენით უნდა დაიწყოთ - გულწრფელი, ნამდვილი და ამაღლებული რწმენით. ეს რწმენა შეცდომაში არ შეგიყვანთ. სულიერი წიგნი, რომელსაც კითხულობთ, სინათლეს განასახიერებს. კითხვის დროს შეიძლება იმ წამსვე ვერ იგრძნოთ, რომ წიგნში სინათლეა, მაგრამ ნუ გადადებთ მას. თქვენ გარკვეული რწმენა გაქვთ იმ გზავნილებისა, რომლებსაც ეს წიგნი შეიცავს. თქვენ მედიტირებთ სიტყვებზე და იდეებზე, რომლებსაც განასახიერებს წიგნი, და, საბოლოოდ, თქვენ ნამდვილად იღებთ სინათლეს. წიგნის შიგნით ფარული რეალობაა. კითხვის დროს თუ ამ ფარული რეალობის გწამთ დროთა განმავლობაში თქვენ მიაღწევთ გასხივოსნებას. მაგრამ თქვენ უნდა იკითხოთ წიგნი იმისთვის, რომ ჩაწვდეთ მის არსს, წიგნის კვინტესენციას.
მსგავსად ამისა თქვენ უნდა ილოცოთ და იმედიტიროთ, სანამ იგრძნობთ თქვენს საკუთარ ღვთაებრიობას. თუ ვერ გრძნობთ თქვენს საკუთარ ღვთაებრიობას ამ წამსვე, ნუ დანაღვლიანდებით და ნუ შეწუხდებით. გულწრფელად ილოცეთ და იმედიტირეთ, და თქვენი რწმენის წყალობით თქვენი ჭეშმარიტი ღვთაებრიობა გამოჩნდება. თუ თქვენი სულიერი ცხოვრების დასაწყისში არ გაქვთ მაღალი ღვთაებრივი გამოცდილებები და შეცნობის უნარი, არ დანებდეთ. არა უშავს ახლავე თუ არ გრძნობთ თქვენი გულის სიღრმეებში რაიმე ღვთაებრივს, გამსხივოსნებელს, აღმასრულებელს და სრულყოფილს. იმისთვის, რომ დაამყაროთ კონტაქტი შინაგან სამყაროსთან, დროა საჭირო. მაგრამ როგორც კი მას მოიპოვებთ, თქვენ ნახავთ, რომ ის სინათლით და აღტაცებითაა სავსე.
*შენ ტირი*
*იმიტომ, რომ გონების ეჭვთა რაოდენობა**უსაზღვროა, ვით ოკეანე.*
*რატომ არ იღიმი და არ ცეკვავ,**რადგანაც იცი, რომ შენი გულის რწმენის ხარისხი*
*დილის ვარდივით კრიალაა?*თუ გრძნობთ, რომ ღმერთი ბატონია და თქვენ კი მისი მონა ხართ, მაშინ საიდან გექნებათ საკუთარი თავის რწმენა? მონა იტყვის: „დღეს ის ჩემი ბატონია. ხვალ კი მას შეუძლია გამაგდოს.“ მონა ვერ მოითხოვს თავისი ბატონის სიმდიდრეს ან უნარს. მაგრამ ბავშვს ეს შეუძლია.
თუ გსურთ საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იგრძნოთ, როგორი ურთიერთობა დაამყარეთ თქვენს შინაგან მესაჭესთან. თუ ეს მამის და შვილის ან დედის და შვილის, ან მიჯნურისა და სატრფოს, ან ორი ყველაზე ახლო და ძვირფასი მეგობრის ურთიერთობაა, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერ კარგს ელოდოთ ღმერთისგან. მაგრამ თუ ასეთი სახის ტკბილი ერთობის დამყარება თქვენსა და ღმერთს შორის არ შეგიძლიათ, როგორღა შეინარჩუნებთ რწმენას? თუ იფიქრებთ: „ის ძალიან შორსაა; ის უფალია, უზენაესია, მე კი მხოლოდ უგუნური არსება ვარ“, - მაშინ ერთიანობის გრძნობა ვერც გექნებათ. თუ საკუთარ თავზე ფიქრობთ, როგორც პაწაწინა ჭიანჭველაზე და ღმერთზე - როგორც უზარმაზარ სპილოზე, ბუნებრივია იტყვით: „საიდან მექნება ძალა ან უნარი? მე ასეთი სუსტი და უმნიშვნელო ვარ.“ მაგრამ თუ იფიქრებთ იმაზე, რომ ღმერთს ძალზედ სწყურია მოგცეთ, რაც მას აქვს, თქვენ იგრძნობთ: „ძალა, რომელიც ღმერთს აქვს, მთლიანად ჩემთვისაა. როდესაც დრო მოვა, შემომთავაზებს მას.“ როდესაც ასეთი სახის გრძნობას განავითარებთ, როდესაც იგრძნობთ, რომ მამა ყველაფერს მოგცემთ, რაც გჭირდებათ, მაშინ თქვენ ავტომატურად მოიპოვებთ მარადიულ რწმენას.
დილით
მე ჩემი რწმენის ალს ვკვებავ.საღამოს
რაღაც საოცარს ვხედავ:ჩემი ეჭვები
შიმშილით კვდება.იესო ქრისტემ თქვა „ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.“ ვისაც მხოლოდ იმის სწამთ, რისი ხილვაც შეიძლება ადამიანის თვალებით, მხოლოდ ნახევარ ნაყოფს მიირთმევენ. გამოიკვლიო ჭეშმარიტება - ნიშნავს, დაკარგო ის. ჭეშმარიტებასთან მხოლოდ გაიგივება არის შესაძლებელი. ესაა ქრისტეს დიდებული გამონათქვამის შინაარსი რწმენაზე და ეჭვზე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც სწამთ და ყოველწამს მტკიცებას არ ითხოვენ.
რასაც რწმენას უწოდებთ, მე სულის მიერ უმაღლესი რეალობის განჭვრეტას ვუწოდებ. რწმენა გვამცნობს არა მხოლოდ იმას, რასაც წარმოადგენს ღმერთი, არამედ იმასაც, რისი გაკეთება შეუძლია ღმერთს ჩვენთვის ნებისმიერ დროს. ეს რწმენა ჩვენი ცოცხალი სუნთქვაა ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე ღმერთში.
რწმენის თვალებით იყურეთ. თქვენ იხილავთ მარადიულ ჭეშმარიტებას. რწმენის გულით იგრძენით. თქვენ იგრძნობთ უკვდავ ჭეშმარიტებას.
*რაა დაუღალავი რწმენა?*
*ეს შუქურაა მათთვის,**ვინც ოქროს ნავით მიცურავს*
*ოქროს ნაპირისკენ.**გაბედულობაა.*
სულიერ ცხოვრებაში აბსოლუტურად აუცილებელია გაბედულობა. თვით სულიერი ცხოვრების მიღება დიდ ვაჟკაცობას მოითხოვს. ეს არაა ქედმაღალი და უხეში ადამიანის ვაჟკაცობა, რომელიც სხვებს ცემს, რათა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა; ეს სულ სხვა რამაა. ეს ვაჟკაცობა ჩვენი მუდმივი გაცნობიერებაა იმისა, საით მივდივართ, რა გვსურს გავხდეთ, რის აღმოჩენას ვაპირებთ.
შიში ნეგატიური, დამანგრეველი ძალაა, ჩვენ კი ჯარისკაცები ვართ, რომლებიც ვებრძვით მას. შიში სიბნელიდან, უვიცობიდან მოდის. თუ სრულიად ბნელ ოთახში შევალთ, ჩვენ შეგვეშინდება. მაგრამ, როგორც კი შუქს ავანთებთ, სიბნელე განათდება, შიში კი გაქრება.ჩვენს ირგვლივ სამყარო ხშირად გვაშინებს და გვემუქრება. ეს იწვევს ზედმეტ შიშს ჩვენს გონებაში ან ჩვენს არსებაში. რატომ? სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ არ დაგვიმყარებია ჩვენი რეალობა-ერთობა სამყაროსთან. შიში ჩნდება, როდესაც ჩნდება განცალკევებულობის გრძნობა. შიში არსებობს უბრალოდ იმიტომ, რომ გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად ჩვენ გვსურს გამოვეყოთ ყოვლის მომცველ რეალობას, რომელსაც მარად წარმოვადგენთ.
*შიში ჩვენი ნამდვილი მტერია. რას აკეთებს ის?*
*ის კუბოს ყიდულობს ჩვენთვის, სიკვდილამდე დიდი ხნით ადრე.*ხშირ შემთხვევაში ჩვენ შიშს განვიცდით გონებაში და არა გულში. მისწრაფებულმა გულმა იცის, როგორ დაამყაროს განუყოფელი ერთობა შიგნით და გარეთ მყოფ რეალობასთან. მაგრამ ეჭვიანი და გაწაფული გონებისთვის რთულია დაეთანხმოს რეალობას, რომელიც ჩვენს თვალწინ ყვავილობს. გონებას ეჭვი შეაქვს იმ რეალობაში, რომელიც მის წინაშეა. ისეთი დროც მოდის, როდესაც გონებას, მისდა გასაოგნებლად, ეჭვი შეაქვს საკუთარ მსჯელობებში. ამ დროს გონება დიდ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას განიცდის. ოდესღაც ის მოსამართლის როლს თამაშობდა, ახლა კი ის საკუთარი მსჯელობის მსხვერპლი გახდა. მაგრამ გული თავიდანვე გაიგივებას ცდილობს მის ირგვლივ მყოფ რეალობასთან. რეალობასთან გაიგივების გზით, ის ისრუტავს, რასაც განასახიერერბს და წარმოადგენს რეალობა. თუ მისწრაფებულ გულში ვცხოვრობთ, გულში, რომელიც შესთხოვს ყოვლისმომცველ რეალობას-ერთობას, მაშინ შიშით წამებას ადვილად მოეღება ბოლო.
იმისთვის, რომ დავამარცხოთ შიში გონებაში, ადამიანმა ყოველდღიურად უნდა დააცარიელოს გონება. გონება ეჭვებით, სიბნელით, უვიცობით და სხვა ამდაგვარითაა სავსე. დილით ადრე, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, ეცადეთ არცერთი აზრი არ იქონიოთ კარგი თუ ცუდი, ღვთაებრივი თუ არაღვთაებრივი. თუ აზრი მოდის, შემოსვლის ნებას ნუ მისცემთ. რამოდენიმე ხნის შემდეგ მხოლოდ ღვთაებრივ აზრებს, თქვენს მეგობრებს, დართეთ ნება შემოვიდნენ. დასაწყისში თქვენ შეიძლება ვერ გაარკვიოთ რომელი აზრია თქვენი მეგობარი და რომელი - მტერი, ამიტომაც ყურადღებით უნდა იყოთ. თქვენი მეგობრებია ღვთაებრივი აზრები, პროგრესული, გამასხივოსნებელი აზრები, რომლებიც, უდავოდ, დაამარცხებენ შიშს გონებაში. იგრძენით, რომ თქვენი გონება ჭურჭელივითაა. თავიდან დააცარიელეთ ის, შემდეგ კი ელოდეთ, მანამ სიმშვიდე, სინათლე და აღტაცება არ შემოვა მასში. თავიდან თუ არ დააცარიელეთ ჭურჭელი, მაშინ სიმშვიდე, სინათლე და აღტაცება ვერ შეაღწევს იქ.
*არაფერი გაიძულებს, იკანკალო*
*უმწეო მონობაში.**უბრალოდ შეიმოსე ღვთით ბოძებული*
*მისწრაფება-სიმამაცით.*ნუ მიიღებთ წარუმატებლობას სინამდვილის საპირისპირო მოვლენად, მიიღეთ იგი იმად, რაც აყალიბებს სინამდვილეს და სინამდვილედ იქცევა. მაშინ არავითარი შიში არ იქნება. ჩვენ წარუმატებლობას ვიღებთ, როგორც ჩვენი მოლოდინის საწინააღმდეგოს, მაგრამ წარუმატებლობა ისაა, რაც წინსვლისკენ გვიბიძგებს. რასაც წარუმატებლობას ვუწოდებთ, ღვთის თვალში მხოლოდ გამოცდილებაა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვღებულობდეთ წარუმატებლობას არა როგორც მზა პროდუქტს ან გამოცდილების კულმინაციას, არამედ როგორც ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილს.
ვთქვათ, თქვენ შეუპოვრად მუშაობდით, რათა გარკვეული შედეგისთვის მიგეღწიათ და მარცხი განიცადეთ. იმედგაცრუების და სასოწარკვეთილების ტალღებში ბანაობის ნაცვლად შეეცადეთ დაინახოთ თქვენს მოქმედებაში ღვთის განზრახვა. შესაძლებელია, ის დაგეხმარათ მოთმინების, სიბრძნის და სხვა ღვთაებრივი თვისებების აღზრდა-განვითარებაში. თუ შეითვისებთ ამ მიდგომას, თქვენ შეძლებთ აიცდინოთ წარუმატებლობის დიდი დარტყმები.შეიძლება თქვენ შინაგანი ცხოვრების გეშინიათ. იქნებ ფიქრობთ, რომ, როგორც კი დაიწყებთ შინაგან ცხოვრებას, თქვენ ტყეში ბავშვივით საერთოდ დაიკარგებით. თქვენ ასევე შეიძლება იფიქროთ, რომ შინაგანი ცხოვრების მიღებით თქვენ ჰაერში აშენებთ კოშკებს. დაბოლოს, თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შინაგანი ცხოვრების მიღება ნიშნავს მბრდღვინავი ლომის ხახაში ჩახტომას, რომელიც უმალ შთანგთქავთ. თქვენ უთვალავი ტკბილი ოცნება გაქვთ. თქვენ გსურთ ეს ოცნებები რეალობად აქციოთ, და გრძნობთ, რომ შინაგან ცხოვრებაში შესვლით თქვენ წაგერთმევათ ეს ყველაფერი, ბუნებრივია, თქვენ ერიდებით შინაგან ცხოვრებას.
შინაგანი სინათლე არასოდეს გაგიცრუებთ იმედს. მხოლოდ ღამეულ სიბნელეს შეუძლია ამის გაკეთება. თუ სინათლის ზღვაში ბანაობთ, თქვენ ვერასოდეს დაიკარგებით. მედიტაციის დროს, და სიფხიზლის საათებში ეცადეთ იგრძნოთ, რომ თქვენ შინაგან სინათლედ იქცევით. როდესაც შინაგან სინათლედ იქცევით, შიშის გრძნობა აუცილებლად გაქრება. თქვენ ამ ქვეყნად მოხვედით შინაგანი სინათლიდან, ახლა კი თანდათან აცნობიერებთ ამას.
თუ გეშინიათ შინაგან ცხოვრებაში მთელი გულით შეხვიდეთ, შეეცადეთ გაიგოთ, ძალუძს თუ არა გარეგან სამყაროს ნამდვილი განხორციელება მოგვიტანოს. ერთ დღესაც ძალიან კარგი მედიტაციის შემდეგ, რამოდენიმე წამით თქვენი თავი გააიგივეთ მეგობრებთან ან სხვებთან, ვინც არ მიისწრაფის. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ძალიან მდიდარი და წარმატებული იყოს, ზოგიერთ მათგანს შეიძლება დიდი ოჯახი ჰყავდეს, მაგრამ თუ არის მათი ცხოვრება ნამდვილად ბედნიერი? იმედგაცრუება და დარდი ხომ არ არის მათი თანამდევი? ახლა კი შეხედეთ საკუთარ ცხოვრებას. შეიძლება თქვენ არ გაქვთ მილიონობით დოლარი, მაგრამ ბედნიერი ადამიანი ხართ. რამ გაგხადათ ბედნიერი? თქვენმა მისწრაფებამ და მედიტაციამ.
სულიერი ცხოვრება ვერასოდეს ვერ იქნება ხელოვნური. სულიერება ბუნებრივი და სპონტანური რამაა. ის გვეუბნება ჩვენ, რომ არ უნდა ვიყოთ იმედგაცრუებით, შიშით და მღელვარებით შეპყრობილნი. ის გვეუბნება, რომ თუ გარეგანი ცხოვრება უბედურობით, იმედგაცრუებით, წარუმატებლობით და შეზღუდვებითაა სავსე, ისიც ხომ მართალია, რომ ჩვენში ასევე არის იდეალური ცხოვრება, რომელიც მთლიანად ჰარმონიაა, სრულყოფილებაა, სრული განხორციელებაა. შინაგან ცხოვრებას სურს ცოცხალ ხიდად იქცეს ჩვენ დღევანდელ ცხოვრებასა და ჩვენ იდეალურ ცხოვრებას შორის და ეს სურვილი დიდი მონდომებით, სიმხნევით და ერთგულებითაა გაჯერებული.
*თუ გყოფნით იმის ვიჟკაცობა, რომ გულწრფელად*
*აღიაროთ, რომ სულ დაიკარგეთ.**მაშინ ღმერთი უპირობო მიმტევებლობას გამოიჩენს*
*და გიჩვენებთ გზას* *მიზნისკენ-კმაყოფილებისკენ.*ვინმეს გვეშინია იმიტომ, რომ ჩვენ არ გაგვიფართოებია ჩვენი ცნობიერება ისე, რომ მასაც მოიცავდეს. ამიტომაც ვგრძნობთ, რომ სხვა ადამიანი უცხოა ჩვენთვის. მე არ მაშინებს არცერთი ჩემი კიდური იმიტომ, რომ ისინი მე მეკუთვნის. სულიერების პრაქტიკით ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ცნობიერების გაფართოებას, სანამ ის მთელს სამყაროს არ აავსებს. შეგნებული გაცნობიერებით, ჩვენ ვმთლიანდებით, სრულიად ვმთლიანდებით სამყაროსთან. და მაშინ შიში აღარ არსებობს.
მედიტაციის მთელი მიზანი არის ჩვენი ცნობიერების გაერთიანება, გაფართოება, გასხივოსნება და უკვდავყოფა. მეტწილად, როდესაც ვსაუბრობთ მეგობრებთან ან ვსაქმიანობთ, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ღვთაებრიობას ჩვენში. მაგრამ როდესაც ვმედიტირებთ, ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ შევიგრძნოთ ჩვენი უღრმესი ღვთაებრიობა. ღვთაებრიობას არ ეშინია კაცობრიობის იმიტომ, რომ ის უსასრულო ძალას ფლობს. როდესაც ჩვენ თავისუფალი მისადგომი გვაქვს ღვთაებრიობასთან, როდესაც მთელი ჩვენი არსება - შინაგანი და გარეგანი - გადავსებულია ღვთაებრიობის უსაზღვრო და უსასრულო ძალით, როგორ უნდა გვეშინოდეს კაცობრიობის? ეს შეუძლებელია!
როგორ დაამარცხო შიში?
დასხედიშენი გამსხივოსნებელი სინათლე-ცნობიერების ფერხთით.
ამ სინათლეს ურყევი ნება აქვს დაგიცვას, სრულგყოს და გაგათავისუფლოს.იქ, სადაც სიყვარულია, ჭეშმარიტი სიყვარული, შეუძლებელია არსებობდეს შიში. რატომ გვეშინია? ჩვენ გვეშინია იმიტომ, რომ გამოვეყავით ღმერთის სიყვარულს და მიდრეკილნი ვართ ვიფიქროთ ყოვლისშემძლე ღმერთზე, და არა ყოვლისმოყვარე ღმერთზე. მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთიც კი - არ არის ის ღმერთი, რომელიც გვემუქრება და გვირტყამს რკინის ჯოხს ყოველთვის, როცა შეცდომას ვუშვებთ.
არ არსებობს ღმერთი-ტირანი. არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, ღმერთი-სიყვარული. ეს ღმერთი არ გვსჯის. ეს ღმერთი მუდმივად გვაყალიბებს მისი საკუთარი გზით. სწორედ ის არის შემოქმედი, ის თავად მოქმედებაა, და სწორედ ის იღებს სიამოვნებას მოქმედებისგან და შედეგისგანაც. ჩვენ მოღვაწედ მივიჩნევთ თავს , და ვფიქრობთ თუ რამეს არასწორად გავაკეთებთ ღმერთი შეუბრალებლად დაგვსჯის.მაგრამ ეს ასე არ არის. აკი სწორედ ღვთის ოცნებას განასახიერებს ყოველი ჩვენთაგანი. აკი ღვთის რეალობა უნდა გამოავლინოს ყოველმა ადამიანმა აქ, დედამიწაზე. აკი ყოველ ადამიანში ცხოვრობს ღვთის რეალობა.
რაკი ვლოცულობთ ყოვლადძლიერ ღმერთზე, რატომ უნდა გვეშინოდეს ვიღაცის ან რაღაცის? ბავშვი გრძნობს, რომ დედამისს ყველაფერი შეუძლია ამ სამყაროში. როდესაც ის შეშინებულია, ის დედასთან გარბის, რადგან იცის, რომ დედას ის ყველაზე მეტად უყვარს. თქვენ ღმერთის სულიერი შვილები ხართ,და ამიტომ, როდესაც შიში გიპყრობთ, დაუყოვნებლივ გაიქეცით ტკბილ უზენაესთან, რომელიც თვითონ შებრალებას, სიყვარულს და კურთხევას განასახიერებს. რაკი მაძიებელი ხართ, შიში არ უნდა გქონდეთ, თქვენ ხომ აბსოლუტური უზენაესის სიყვარულის საიმედო მფარველობის ქვეშ იმყოფებით.ინდოეთში ინგლისელების მმართველობის დროს ცხოვრობდა ერთი პატრიოტი ქალი. ის გამოჩენილი ინდოელი ლიდერის მაჰათმა განდის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ; მისი მხოლოდ სახელიც კი შთაგონების ზღვა იყო. მიუხედავად თავისი სამოცდაცამეტი წლის ასაკისა, მას ბევრი პატრიოტული საქმე ჰქონდა გაკეთებული, რომელიც ინგლისელებისგან გათავისუფლების იმედით ავსებდა ინდოელებს. მისი მაჰათმა განდით აღფრთოვანების გამო, ხალხმა მას განდი ბური შეარქვა; „ბური“ ნიშნავს „დედაბერს“.
1942 მაჰათმა განდი დააპატიმრეს, და მთელი ინდოეთი აღშფოთებული იყო. მთელს ქვეყანაში მსვლელობები იმართებოდა და ხალხი გაიძახოდა მაჰათმა განდის გზავნილს ბრიტანული ხელისუფლებისადმი: „დატოვეთ ინდოეთი“. მაჰათმა განდის დატყვევებიდან მეორე დღეს, განდი ბური მონაწილეობდა მსვლელობაში პოლიციის უბნისკენ. ხალხს სურდა ჩამოეგდო ბრიტანეთის დროშა, რომელიც პოლიციის უბნის თავზე ფრიალებდა, და მის ადგილას აეფრიალებინა ინდოეთის დროშა.
პოლიციამ გზა გადაუღობა მათ და გააფრთხილა, რომ, თუ მომიტინგეები არ გაჩერდებოდნენ, მათ მოკლავდნენ. განდი ბურის გარდა აქციის ყველა მონაწილე გაჩერდა. მან ერთერთი მსვლელობაში მონაწილე ბიჭს ხელიდან გამოსტაცა ინდოეთის დროშა და შენობისკენ გაიქცა. თავიდან პოლიციელებს გაეცინათ. „კმარა! - ყვიროდნენ ისინი - აღარ გინდა მეტი! წადი აქედან, მოხუცო, ჩვენ არ გვინდა შენი მოკვლა.“
განდი ბურიმ უცებ უპასუხა მათ: „მომკალით! მე არ მეშინია. მე მსურს გავათავისუფლო დედა ინდოეთი!“
ის კიბესკენ გაიქცა, რომელიც პოლიციის უბნის სახურავზე ადიოდა. სანამ კიბეებს მიაღწევდა, პოლიციელებმა ესროლეს. ჯერ კიდევ ხელში აფრიალებული დროშით მან გაიმღერა ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის დევიზი : „Bande Mataram, Bande Mataram, Bande Mataram” – „დედა, მე ქედს ვიხრი შენს წინაში“, და მოკვდა.
ეს მოხუცი ისეთი მამაცი იყო, რომ თავი გასწირა თავისი ქვეყნისთვის. იმ დროიდან ბევრმა, ვინც მონაწილეობდა იმ მსვლელობაში, საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა ინდოეთის გათავისუფლებას.
თუ ჩვენ საკმაოდ ვაჟკაცობა გაგვაჩნია იმისთვის, რომ სიღრმეში ჩავეშვათ და ვიგრძნოთ, რომ შინაგანი სიმამაცე ჩვენ გვეკუთვნის, მაშინ ის შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ წამს. როდესაც ვიყენებთ ჩვენს უდრეკ ნებისყოფას, რომელიც ყოველთვის ჩვენს განკარგულებაშია, შეგვიძლია დავამარცხოთ თვით შიშის სუნთქვაც.
იმისთვის, რომ ტრიუმფით გამოვიდეთ ნებისმიერი განსაცდელიდან,
ჩვენ შინაგანი სიმამაცე გვჭირდება.შინაგანი სიმამაცე -
ღვთის ნებისა მუდმივი მიღება და აღსრულებაა.*ჩემი თავმდაბლობა მოქმედებს.*
თავმდაბლობა სულიერი ცხოვრების ნამდვილი საიდუმლოა. თავმდაბლობა არ ნიშნავს ჩვენი ცხოვრების ვერშეფასებას ან გადაჭარბებულად შეფასებას. თავმდაბლობა არ ნიშნავს, ვიღაცის ტერფებს შეეხო. ეს ჩვენი კაცობრიობასთან ერთობის წმინდათა წმინდა გრძნობაა. ჭეშმარიტი თავმდაბლობა ჩვენი ცნობიერების გაფართოებაა. ესაა ღვთიური ცხოვრება ჩვენში. რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო დიდებულია ჩვენი დაპირება უზენაესისადმი კაცობრიობაში. რაც უფრო მეტ სინათლეს ვიღებთ ჩვენი თავმდაბლობის წყალობით, მით მეტის შეთავაზება შეგვიძლია კაცობრიობისთვის.
როდესაც ნამდვილად გვაქვს რაღაც შესათავაზებელი, და გვსურს მთელი გულით გავიღოთ იგი, მაშინ თავმდაბლობა ავტომატურად გამოდის წინა პლანზე. რაღაცის მიღწევისას, ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ თავმდაბლები ვიყოთ, რათა მეტი სარგებელი მოვუტანოთ კაცობრიობას. თვითგაცემის წყალობით ჩვენ ჭეშმარიტად ბედნიერები ვხდებით.
როდესაც რამეს ვაღწევთ ადამიანურ ცხოვრებაში, დაუყოვნებლივ შემოიჭრება ჩვენში სიამაყე, პატივმოყვარეობა და ბევრი სხვა ძალა. საკუთარი თავი ცამდე აგვყავს. ან კიდევ თვითრწმენას ვკარგავთ. როგორი ძლიერიც, მდიდარიც, ბრძენიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ თავს ბოლომდე დაცულად ვერ ვგრძნობთ. მაგრამ, როდესაც ერთგულად და რეგულარულად მედიტაციით ვართ დაკავებული, ჩვენ სიმშვიდეს, სინათლეს და აღტაცებას უხვად ვღებულობთ. მათი წყალობით ჩვენ ავტომატურად ვგრძნობთ, რომ ჩვენი წმინდა ვალია გავერთიანდეთ დანარჩენ სამყაროსთან. ამ დროს იბადება ჭეშმარიტი თავმდაბლობა.დიდი „მე“, ანუ საკუთრივ თვითონ, არაფერს ეძებს, რადგანაც ყველაფერს საკუთარ თავში მოიცავს. ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ უნივერსალურ „თვითონს“ ჩვენი მენტალური კონცეპციებით. ჩვენ მხოლოდ მისი რეალიზაცია შეგვიძლია ჩვენი მისწრაფების ძალით.
პატარა „მე“ ყოველთვის გვაიძულებს ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ, როგორც პიროვნებები, უაღრესად მნიშვნელოვანი ვართ. მაგრამ, თუ მხოლოდ ჩვენს თვითსრულყოფაზე ვზრუნავთ და უგულვებელყოფთ დანარჩენ სამყაროს, ჩვენ მთლად დავიკარგებით. ჩვენი უფრო დიდი „მე“ გვეუბნება, რომ ჩვენ უსასრულობას, მარადისობას და უკვდავებას ვეკუთვნით. ჩვენი აბსოლუტთან გაიგივების ძალით, ჩვენ ვზრუნავთ ღვთის მთელი ქმნილების უმაღლეს სრულყოფილებაზე.
ახლა, როდესაც იხილე
შენი ნამდვილი სისუსტე -სიამაყე-ვულკანი,
შენ მზად ხარ აღმოაჩინოშენი ნამდვილი ძალა -
სიყვარული-ერთიანობა.აი, ეგოს დამარცხების კიდევ ერთი გზა. ვთქვათ, თქვენ კარგი მომღერალი ხართ და ძალიან ამაყობთ თქვენი ხმით. კითხეთ საკუთარ თავს, ნამდვილად თუ ხართ საუკეთესო მომღერალი დედამიწაზე. პასუხი იქნება „არა“, რადგანაც უამრავი ადამიანი თქვენზე ბევრად უკეთესად მღერის. თუ გისწავლიათ და უდიდესი მეცნიერი გახდით, თქვენ შეიძლება იგრძნოთ, რომ ყველა საფუძველი გაქვთ, რათა საკუთარი თავით იამაყოთ. მაგრამ თუ გულწრფელად კითხავთ საკუთარ თავს, თუ ხართ უდიდესი მეცნიერი დედამიწაზე, თქვენი სწრაფი პასუხი იქნება „არა“. არიან ადამიანები, რომელთა ცოდნა და სიბრძნე ბევრად აღემატება თქვენსას. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ნამდვილად მშვენიერი ხართ, მაშინ უბრალოდ გულწრფელად კითხეთ საკუთარ თავს, თუ ხართ ყველაზე მშვენიერი ადამიანი ღვთის ქმნილებაში. და ისევ პასუხად „არა“ იქნება. არა აქვს მნიშვნელობა, რით ამაყობთ, კითხეთ საკუთარ თავს, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენ გჯობნით. თქვენ აღმოაჩენთ, რომ უამრავი, უამრავი ადამიანი ბევრად გჯობნით ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. როგორც კი გააცნობიერებთ ამ ფაქტს, რანაირად შეინარჩუნებთ თქვენს სიამაყეს?
თუ გსურთ სამუდამოდ დაიხსნათ თავი პატივმოყვარეობისგან, ეგოსგან, ამპარტავნებისგან, ღრმად ჩაყვინთეთ სულიერების ზღვაში. აქ თქვენ შეძლებთ თქვენი ჭეშმარიტი არსის აღმოჩენას. ეგო, ყველა თავისი შეზღუდულობებით, ვერ ისუნთქებს თქვენს თვითაღმოჩენაში. როდესაც სიმშვიდე, სინათლე და აღტაცება გადმოდის ზემოდან, პატივმოყვარეობა, ამპარტავნება და ეგო უჩინარდება.ეგო განცალკევებულობიდან მოდის. საიდან გვექნება ეგო, როდესაც ჭეშმარიტ შინაგან ერთობას ვგრძნობთ? სადღაა „მე“-ს ცნობიერება თუ, როდესაც რამეს ვაკეთებ, თქვენ შეგიძლიათ თქვენად ჩათვალოთ? სადღაა „შენ“-ის ცნობიერება, თუ, როდესაც თქვენ რამეს აკეთებთ, მე შემიძლია ჩემად ჩავთვალო? ის წავიდა - გაქრა ერთიანობის ზიარ გრძნობაში. როდესაც თავს ვაიგივებთ სხვა ადამიანებთან, ამ დროს ჩვენს ერთიანობას ვგრძნობთ მათთან და მეტოქეობის სული ქრება ჩვენი ცხოვრებიდან. ასეთ პირობებში შეუძლებელია არსებობდეს ეგო.
შეჯიბრების დროს, მაყურებლებმა შეიძლება იხილონ, თუ როგორ ათლეტი ძალიან შორს სტყორცნის ბირთვს მარჯვენა ხელით. ყველა ხედავს, რომ ის ბირთვს მარჯვენა ხელით სტყორცნის, მაგრამ არავინ იტყვის, რომ მან მხოლოდ მარჯვენა ხელი გამოიყენა, მარცხენა კი - არა. მარცხენა ხელს არ უსტყორცნია ბირთვი. მაგრამ თუ იგი ან სხეულის რომელიმე სხვა ნაწილი უარს იტყოდა თანამშრომლობაზე, ვერ მოხერხდებოდა სხეულის კოორდინაცია. მარჯვენა ხელით ბირთვის ტყორცნოსას, აუცილებელია მარცხენა ხელის კონტრმოძრაობა და ფეხების ბალანსი.
ნეკა თითი ჩემი სხეულის ნაწილია, მაგრამ მე უფრო მეტს ვფიქრობ ჩემ სხეულზე, ვიდრე ნეკა თითზე. როდესაც სხეულზე ვფიქრობ, ნეკა თითი ავტომატურად იღებს საჭირო რაოდენობის ზრუნვას უბრალოდ იმიტომ, რომ ის ერთია მთელ სხეულთან. ის არ განაცალკევებს თავის არსებობას და ცნობიერებას დანარჩენ სხეულისგან. თუ თითი გაგეჭრებათ, მთელი სხეული დაიტანჯება ტკივილისგან. როდესაც სხეულს კვებავენ, ნეკა თითი ასევე იკვებება და ძლიერდება. ის ცალკე ვერ იარსებეს. სხეული ავტომატურად ზრუნავს ნეკა თითზე, რადგანაც ისინი განუყოფელნი არიან.
ასევე, ადამიანური ცნობიერება უნივერსალური ცნობიერების ნაწილია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს უნივერსალური ცნობიერება, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ: ვჭამდეთ, ვმღეროდეთ, თუ ოფისში ვმუშაობდეთ. როდესაც უნივერსალურ ცნობიერებაზე ვიფიქრებთ, როგორც მთელს სხეულზე და ჩვენს ინდივიდუალურ ცნობიერებაზე, როგორც ნეკა თითზე, ჩვენ ადვილად შევძლებთ საკუთარი თავის გაიგივებას უნივერსალურ ცნობიერებასთან. უნივერსალურ ცნობიერებაში ყველაფერი მუდმივად ფართოვდება და უფრო დიდ, განხორციელების მომტან სინათლედ იქცევა.
*მე ყველასთან ვითამაშებ*
*იმ დღეს, როდესაც შენთან ვითამაშებ.**მე განვზავდები ყოველ გულში,*
*იმ დღეს, როდესაც შენში განვზავდები.*მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რასაც ღვთაებრივ სიამაყეს უწოდებენ. ის ჩნდება მხოლოდ ჩვენი ღმერთთან ერთიანობის შედეგად. თავისმა უმაღლესმა ცნობიერებამ ათქმევინა ქრისტეს: „მე და მამა ერთი ვართ.“ როგორ შეეძლო ამის თქმა? ეს ღვთაებრივი წარმონათქვამი ემყარებოდა ქრისტეს შინაგან რეალიზაციას, მის განუყოფელ ერთობას ღმერთთან, მარად მამასთან. ადამიანების უმრავლესობისთვის, ღმერთი უბრალოდ ბუნდოვანი იდეაა. ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთი შორს ლაჟვარდოვან ცაშია ან კიდევ სადღაც, სადაც თვითონ არ არიან. მაგრამ ქრისტესთვის ღმერთი ცოცხალი რეალობა იყო.
უნდა ვიცოდეთ, რა სახის სიამაყესთან გვაქვს საქმე: სიამაყესთან, რომელიც ბორკილებს გვადებს თუ სიამაყესთან, რომელიც გვათავისუფლებს. ადამიანური სიამაყე გვეუბნება: „რეალობა ჩემით იწყება და ჩემით მთავრდება.“ ღვთაებრივი სიამაყე გვეუბნება: „ღმერთი ჩემია. ყოვლისშემძლეობა, უსასრულობა ჩემია. როგორ უნდა მივეჯაჭვო რაღაც შეზღუდულს და შემზღუდველს?“ ღვთაებრივი სიამაყე არ გვადებს ბორკილებს; ის გვათავისუფლებს. ის ჩვენი განუყოფელი ერთიანობის გრძნობაა უსასრულო სივრცესთან. როდესაც ჩვენი ადამიანური სიამაყე გამოდის წინა პლანზე, ჩვენ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს: „მე ღვთის რჩეული შვილი ვარ. რატომ უნდა ვიქცეოდე ასე? როგორ უნდა ვიყო ასეთი უნამუსო, ასეთი ეგოისტი, ასეთი უღმერთო? ეს მე არ მეკადრება.“ ღვთაებრივი სიამაყე მშვენიერია; ის ყოველთვის დაგვეხმარება.თუ გვსურს გავერთიანდეთ სულთან, ყოველთვის უნდა ვაცნობიერებდეთ ჩვენს წყაროს, რომელიც გახლავთ მარადიული სიმშვიდე, სინათლე და ნეტარება. თუ ჩვენი წყარო ღვთაებრივი, მარადიული და უსასრულოა, მაშ, როგორ უნდა ვგრძნობდეთ თავს არასაიმედოდ? ადამიანი დაუცველია, როდესაც გრძნობს, რომ მის ირგვლივ სიბნელეა. ღამე გეშინიათ იმიტომ, რომ სინათლე არ არის. ჩვენ ყოველთვის უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ის არსებობა, რომელიც ჩვენშია და ჩვენს ირგვლივაა, სინათლეა, და ეს სინათლე უკვდავია. ყველაფერი რაც რეალურია, ღვთაებრივად რეალური, უკვდავია. ჩვენში არსებული რეალობა ღვთაებრივი და მარადიულია. თუკი ჩვენშია ვიღაც მარადიული, რომელიც ფიქრობს და ზრუნავს ჩვენზე, როგორ უნდა ვგრძნობდეთ თავს დაუცველად?
თუ შეძლებთ გაცნობიერებულად და მუდმივად იფიქროთ იმაზე, რომ წყაროდან ხართ, რომ თქვენ სინათლიდან და აღტაცებიდან მოხვედით და თქვენი უმაღლესი მიზანი სინათლეში და აღტაცებაში დაბრუნებაა, მაშინ არ გექნებათ უიმედობის გრძნობა. მანამ, სანამ პაწია წვეთი ეჭიდება თავის ინდივიდუალურობას და განცალკევებულობას, ის დაუცველი იქნება, ოკეანის ტალღები შიშის ზარს სცემენ მას, მაგრამ, როდესაც პაწაწინა წვეთი შეგნებულად შედის ოკეანეში, ის თვით ოკეანად იქცევა და უკვე არაფრის აღარ ეშინია.
*სიტყვებისა და გონების მიღმა,*
*მარად მოკაშკაშე მდინარეში**ეშვება ჩემი გული.*
*დღეს ათასი კარი საუკუნოდ ჩარაზული* *ფართოდ გაიხსნა.*ძალას ფიზიკურში, ვიტალსა და გონებაში უჭირს თავმდაბლობა. მაგრამ ძალა გულში ძალიან ადვილად ხდება თავმდაბალი. ძალას გულში ერთობის გრძნობა გააჩნია.
როგორ შეიძლება გვქონდეს ძალა და ამასთანავე თავმოდრეკილობა? იფიქრეთ დედაზე. დედა ბავშვზე ბევრად ძლიერი და ჭკვიანია. მაგრამ დედას თავისი ღირსების შელახვად არ მიაჩნია ბავშვის ფეხებს შეეხოს. მან იცის, რომ, რასაც აკეთებს ეს ბავშვთან სრული ერთიანობის ძალიდან მოდის. დედა ძალიან მაღალია, მაგრამ, როდესაც სურს აჭამოს ბავშვს, ის დაბლა იხრება. ამის გამო ბავშვის სიყვარული დედისადმი არ მცირდება. პირიქით, ის მნიშვნელოვნად ძლიერდება. ბავშვი ხედავს, რომ დედამისი მაღალია და მას შეეძლო დარჩენილიყო საკუთარ სიმაღლეზე, სანამ ის ძალიან ცდილობს, გაიზარდოს. მაგრამ დედა კეთილია და ამას არ აკეთებს. აქ უპირატესობის გრძნობა კი არ არის, არამედ - ერთიანობისა. თავმდაბლობა ნიშნავს ერთობას დანარჩენ სამყაროსთან. თავმდაბლობის წყალობით ჩვენ ვიზრდებით ,უსაზღვრონი ვხდებით. უსაზღვროება თავისთავად ძალაა.
*ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ,*
*რომ არსებობს მხოლოდ ერთი გზა**უსასრულო ნიჭის მოპოვებისა.*
*ეს გზა უდიდესი ძალიდან მოდის:* *თავმდაბლობიდან.*ყველა შოკირებული იყო მასწავლებლის ქცევით, ძალიან დანაღვლიანებული მაძიებელი კი სახლში წავიდა. მაგრამ ამავე ღამეს მან სიზმარი ნახა, და სიზმარში სვამი ბჰაშკარანანდამ უდიდესი სიყვარულით უპასუხა მის კითხვებს.
მეორე დღეს მაძიებელმა ყველას უამბო, რატომ არ უპასუხა მასწავლებელმა მის კითხვებს დანარჩენების წინაშე. სხვები მასწავლებელს კითხვებს უსვამდნენ სრული გულწრფელობით და მოკრძალებით, ის კი - უზარმაზარი სიამაყით. ამიტომაც სვამი ბჰაშკარანანდამ მას შეურაცხოფა მიაყენა, პასუხის გაცემის სანაცვლოდ. იმ ღამეს კი სვამი ბჰაშკარანანდამ აპატია და უპასუხა მის კითხვებს სიზმარში. მაძიებელი ძალიან კმაყოფილი იყო პასუხებით და უაღრესად მადლიერი, რომ სვამი ბჰაშკარანანდამ გაასხივოსნა მისი სიამაყე.
სიამაყე ყოფს, თავმდაბლობა აერთიანებს. სიამაყე ბრმა ადამიანის ხედვაა, თავმდაბლობა ადამიანის-ღმერთის ხილვაა. მასწავლებელმა იცის, რომ მაძიებელი ვერაფერს მიიღებს, თუ სიამაყეა ის, რასაც ფლობს და რასაც თვითონ წარმოადგენს. თავმდაბლობა ამთვისებლობაა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თავმდაბლობა თავის მარად მზარდ ცხოვრებაში და მარად მოლივლივე გულში იწვევს ღმერთს-შემოქმედს და ღმერთს-ქმნილებას.ყალბი თავმდაბლობა ისაა, რასაც აჩვენებს მონა თავის ბატონს. მონამ იცის, რომ, თუ ბრმად არ დაემორჩილება თავის ბატონს, თუ არ გამოამჟღავნებს გარეგან თავმდაბლობას, ბატონი მას დასჯის.
ჭეშმარიტი თავმდაბლობა სრულიად განსხვავებული რამაა; ის ერთიანობის გრძნობაა. თავმდაბლობა ნიშნავს სხვებისთვის სიხარულის ჩუქებას. აქ, დედამიწაზე, ჩვენ სიხარულის მიღება გვსურს. მაგრამ რანაირად? ჭეშმარიტი სიხარული თვითგაცემიდან მოდის, და არა ფლობით ან საკუთარი უპირატესობის ჩვენებით. როდესაც სხვებს ვანიჭებთ სიხარულს, ვგრძნობთ, რომ ჩვენი სიხარული უფრო სრული, უფრო სრულყოფილი, უფრო ღვთაებრივი ხდება. როდესაც სხვებს ვაგრძნობინებთ, რომ ისინი ჩვენნაირად საჭირონი ან კიდევ უფრო საჭირონი არიან, ჩვენ ვავლენთ ნამდვილ თავმდაბლობას.
ის, ვინც იცის თავმდაბლობის მნიშვნელობა, ჭეშმარიტად ღვთაებრივია. თავმდაბლობა თავადაა ჭეშმარიტი ღვთაებრიობა. თავმდაბლობა ჩვენი სულის სინათლეა, რომელიც ყველგან ვრცელდება. როდესაც სულის სინათლე ვლინდება ფიზიკური არსების მიერ კაცთა მოდგმასთან სრული ერთიანობის ძალაზე დაყრდნობით, ჩვენ ვამჟღავნებთ ჭეშმარიტ თავმდაბლობას. არაფერს შეუძლია შემოვიდეს ადამიანში ისე ჩუმად და ამავე დროს ისე დამაჯერებლად, როგორც თავმდაბლობას.
სწორედ თავმდაბლობის წყალობით შეგვიძლია ყველაზე ღრმად ჩავიძიროთ და ყველაზე მაღლა ავიდეთ ჩვენს მედიტაციაში. თავმდაბლობაში ერთობაა, ერთობაში კი ჩვენი ღვთაებრივი რეალობაა.
*დარჩი უხილავი*
*ნუ ეძებ ტაშს.*
*მხოლოდ შენ, და სხვა არავინ,**უსწრაფესზე უფრო სწრაფად*
*შეძლებ სირბილს.*როგორ შეგიძლიათ თავმდაბალი გახდეთ? თქვენ შეგიძლიათ ხეზე იმედიტიროთ. როდესაც ის თავის ნაყოფს სთავაზობს სამყაროს, ის მიწისკენ იხრება უდიდესი თავმდაბლობით. როდესაც ის სთავაზობს ჩრდილს ან მფარველობას, ის სთავაზობს ამას ყოველ ჩვენთაგანს, მიუხედავად სიმდიდრისა, წოდებისა ან ნიჭისა. როდესაც ხე ისხამს ყვავილებს და ნაყოფს, ის მიწისკენ იხრება, რათა სამყაროს გაუყოს ისინი.
შეხედეთ დედამიწას, რომელიც ყველანაირად გვიცავს, გვასაზრდოებს და თავშესაფარს გვაძლევს. მაგრამ რა ზიანს ვაყენებთ დედამიწას! ის კი ყველაფერს გვპატიობს. აგერ ჩვენს თვალწინ შეგვიძლია დავინახოთ თავმდაბლობა ბალახის ნაგლეჯისა. როდესაც ბალახს ვუყურებთ ჩვენი ადამიანური თვალებით, ვგრძნობთ, რომ ეს რაღაც უმნიშვნელოა. ყველას შეუძლია დააბიჯოს მას. მაგრამ თუ შინაგანი თვალით ვუყურებთ, ჩვენ ვგრძნობთ, რა დიდია იგი. დილით ადრე, როდესაც ბალახზე ვხედავთ ნამს, ჩვენ ვამბობთ: „რა მშვენიერია!“ რამოდენიმე საათის შემდეგ ჩვენ შეიძლება გავიაროთ მასზე, ის მაინც არ ჩივის და აღშფოთებას არ გამოთქვამს. თუ მსუბუქად გავივლით ბალახზე, ჩვენ შევძლებთ დედამიწასთან ერთიანობის შეგრძნებას. თუ შინაგანი ნიჭი გვაქვს, რომ დავაფასოთ ბალახი, ჩვენ ვიტყვით: „რა თავმდაბალი და თვითგამცემია ის!“
*ხესავით მიწისკენ დავიხრები.*
*მთასავით მივუტევებ და მაღლა ავწევ თავს.**დედასავით ყოველთვის ვიფხიზლებ.*
*გულივით ყოველთვის თაყვანს ვცემ.**ორი უკვდავი ზეგარდმო განძია კაცობრიობისთვის.*
შფოთი - მენტალური, ვიტალური და ფიზიკური - ნამდვილად არსებობს. მაგრამ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული მივიღოთ ისინი თუ ვუარყოთ. თუ ვშფოთავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზედმეტ ტვირთს ვათრევთ და ვამცირებთ ჩვენს შესაძლებლობებს. სწორი მიდგომაა გონების გაჩუმება, დამშვიდება და დაწყნარებაა. თუ გვაქვს გონების სიმშვიდე, ჩვენ შეგვიძლია უსწრაფესად ვირბინოთ მიზნისკენ.თქვენ უნდა შეახსენოთ საკუთარ თავს, რომ სულ რამოდენიმე წლის წინ ბავშვები თქვენს ცხოვრებაში არ არსებობდნენ. ისინი ყვავილებივით არიან, რომლებიც ხიდან მოწყვიტეთ. თქვენ მათ სამუდამოდ ვერ შეინახავთ. ჩვენ მხოლოდ იმაზე შეიძლება განვაცხადოთ პრეტენზია, რაც სამუდამოდ რჩება ჩვენთან. იგრძენით, რომ უზენაეს ჩააბარეთ ისინი, და მან აიღო პასუხისმგებლობა მათ ცხოვრებაზე. ამ გზით დაირწმუნეთ საკუთარი თავი, რომ აღარ უნდა შფოთავდეთ მათ გამო. თქვენ 100 პროცენტით პასუხისმგებელი ხართ, რომ შვილებს შესთავაზოთ კეთილი ნება, ისინი ხომ ყველაზე ახლო და ძვირფასია თქვენთვის. მაგრამ შფოთვა ვერანაირად გიშველით.
ჩვენ ვწუხვართ იმიტომ, რომ არ ვიცით, რა დაგვემართება ხვალ ან მომდევნო წუთსაც კი. მაგრამ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ღმერთმა არა მხოლოდ იცის, რა არის მათთვის უკეთესი, არამედ ის უფრო მეტს - საუკეთესოს მოიმოქმედებს ჩვენთვის მის მიერ არჩეულ დროს. როდესაც ვიგრძნობთ, რომ ჩვენ ინსტრუმენტები ვართ, ის კი - შემსრულებელია, ჩვენ აღარ ვიდარდებთ.
*თქვენი ცხოვრების მძიმე ტვირთი*
*თქვენ შეგიძლიათ გარდაქმნათ*
*აღტაცებით სავსე სიამოვნებად,**უბრალოდ თუ ეტყვით საკუთარ თავს,*
*რომ გარემომცველი სამყარო ადვილად შეძლებს არსებობას**და გაფურჩქვნასაც კი*
*უთქვენოდ.*პირველი და ყველაზე მთავარი რამ გონების სიმშვიდეა. როდესაც დაამყარებთ გონების სიმშვიდეს, თქვენ ნახავთ, რომ ის, რის მიღწევასაც ცდილობთ, ადვილად განხორციელებადია. მორბენალმა იცის, რომ, თუ მას აქვს ზედმეტი წონა, მოწინააღმდეგეები მას დაამარცხებენ. როდესაც ეჭვი, შიში, გაუტანლობა ან სხვა ნეგატიური ძალები შედიან თქვენს გონებაში, უბრალოდ, ამოაგდეთ ისინი. როდესაც გონება ჩუმი და უშფოთველია, თქვენ შეგიძლიათ უსწრაფესად ირბინოთ.
ყოველთვის ისე მოეპყარით დროს, როგორც მეგობარს. ჩვენ შეგვიძლია უკეთესად შევიგნოთ დროის ფასი, იმის გაცნობიერებით, რომ ყოველი წამი ღვთისგან მოცემული ოქროს შესაძლებლობაა. თუ ყველა შესაძლებლობით ერთგულად და ბრძნულად ვისარგებლებთ, ჩვენ უსწრაფესად მივირბენთ დანიშნულ მიზანთან.
*რადგან ჭეშმარიტების მაძიებელი ვარ,*
*მომავალი ჩემსკენ მოედინება.**რადგანაც ღვთის მოყვარული ვარ,*
*მე მარადიულ „ახლაში“ ვცხოვრობ.*არის ხერხები, რითაც შეგიძლიათ გაუმკლავდეთ მღელვარებას. მაგალითად, თუ რბენაში მონაწილეობთ, შეეცადეთ, იგრძნოთ, რომ შეჯიბრის ერთადერთი მონაწილე ხართ. სანამ არ გაისვრის პისტოლეტი, სხვებზე ნუ ფიქრობთ. იფიქრეთ უბრალოდ იმაზე, რომ თქვენ აპირებთ ირბინოთ მაქსიმალური სიჩქარით. ამ შემთხვევაში მღელვარება არ იქნება.
თუ ხალხის წინაშე სიტყვით გამოდიხართ, იგრძენით, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი გისმენთ, და წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი - ორი წლის ბავშვია. ეს მღელვარების დაძლევის ადამიანური ხერხია. ღვთაებრივი გზა ისაა, რომ წარმოიდგინოთ უზენაესი პირდაპირ თქვენს წინ. თუ ხედავთ უზენაესს და გრძნობთ, რომ თავადაც ხართ უზენაესი, მაშ როგორ შეუძლია ერთ უზენაესს მეორე უზენაესის ეშინოდეს? არსებობს მხოლოდ ერთი უზენაესი. თუ თავს დაუხრით უზენაესს, ყველა ადამიანთან, ვინც იქ შეკრებილა, დაუყოვნებლივ ერთი მთლიანი გახდებით თითოეულ ადამიანთან და აღარ შეგეშინდებათ.
თქვენ შეგიძლიათ ცოტა ხნით გათავისუფლდეთ მღელვარებისგან უბრალოდ მისი იგნორირებით. მაგრამ თუ გსურთ სამუდამოდ გათავისუფლდეთ მისგან, თქვენ მასში უნდა შეიტანოთ სინათლე. დასაწყისში, თუ შეძლებთ თქვენი გონების დარწმუნებას იმაში, რომ მღელვარება არ არსებობს, თქვენ დროებით შვებას იგრძნობთ. თუნდაც ერთი დღით რომ განთავისუფლდეთ მღელვარებისგან, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას მიაღწიეთ. მაგრამ, სანამ არ გაასხივოსნებთ მღელვარებას, ჭეშმარიტი კმაყოფილება არ იქნება. თქვენ შეგიძლიათ გაასხივოსნოთ მღელვარება სინათლის მუდმივი შეტანით თქვენს სამყაროში ლოცვისა და მედიტაციის საშუალებით.
*შორს ფიქრი,*
*შორს სევდა.**შენი ცხოვრება*
*მშვენიერ ვარდად,**განთიადის სიმღერად,*
*ბინდის ცეკვად* *იქცევა.*მოდით, შეგნებულად შევთავაზოთ მთელი ჩვენი არსება - ის, რაც გვაქვს და რასაც წარმოვადგენთ - ღმერთს. ის, რაც გვაქვს, მისწრაფებაა ვიქცეთ ღვთის ხატებად, უსასრულო სიმშვიდედ, სინათლედ და ნეტარებად. ის, რასაც ახლა წარმოვადგენთ, უმეცრებაა, უმეცრების ზღვაა. თუ შევძლებთ ღმერთს შევთავაზოთ ჩვენი ვედრება-მისწრაფება და ჩვენი ზღვა-უმეცრება, მაშინ ჩვენი პრობლემა გადაიჭრება. ჩვენ არ ვინერვიულებთ საკუთარ ბედზე, რადგანაც გვეცოდინება და ვიგრძნობთ, რომ ის ყოვლისმოყვარე ღმერთის ხელთაა.
ღმერთი მარადიული სიცოცხლის ხეა; ჩვენ მისი გაშლილი ტოტები ვართ. ახლა ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ჩვენ საკუთარ რეალობას. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ სიცოცხლის ხის, ანუ ღმერთის განუყოფელი ნაწილი ვართ. ამიტომაც თავს დაცულად ვერ ვგრძნობთ. მაგრამ ლოცვის და მედიტაციის წყალობით ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ტოტები, ფოთლები და ყვავილები თავად ხის ნაწილებია. როდესაც ამას შევიცნობთ, ჩვენ დაცული ვიქნებით.
თუ ყოველთვის მექნება
ბავშვური რწმენა,მაშინ ჩემი უფალი უზენაესი
აუცილებლად გახდება ჩემი თვალმოუხუჭავი, თავგანწირული მეგობარი.ხმა, რომელიც გამხნევებთ, თქვენი სინდისია, თქვენი შინაგანი არსია, რომელიც გეუბნებათ, რომ სწორად იქცევით. ის დედასავითაა, რომელიც ბავშვს ამხნევებს. ბავშვი ცდილობს რაღაცის გაკეთებას, დედა კი ეუბნება: „ყოჩაღ, კარგად გამოგდის! გააგრძელე. იარე რაც შეგიძლია სწრაფად“. ეს გამხნევება და შთაგონება ბავშვს აძლევს უზარმაზარ ბიძგს.
თქვენში მყოფი მეორე ხმა მუდმივად გაიძულებთ, უბედურად გრძნობდეთ თავს, რადგანაც გეუბნებათ, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებთ. ის ყოველთვის მიგითითებთ ნაკლზე და ჩვენი ბუნების არასრულყოფილებაზე. ნუ ფიქრობთ, რომ ის ხმა სიმართლეს გეუბნებათ. არა, ის, უბრალოდ, ცდილობს, გული გაგიტეხოთ, ცივ წყალს ასხამს თქვენს ძალისხმევას და ანადგურებს თქვენს თვითრწმენას, მიუკერძოებლად გაჩვენებთ თავს, ჩაგჩიჩინებთ, რომ, ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ამბობთ, გრძნობთ, არასწორია. ეს ხმა ვერანაირად ვერ გეხმარებათ თქვენ მიზნისკენ სწრაფად სვლაში. პირიქით, თუ თქვენ გაქვთ თუნდაც მცირე შესაძლებლობა, თქვენში მყოფი კრიტიკოსი კლავს მას. ამიტომ შეიგრძენით: ხმა, რომელიც გამხნევებთ, ღვთაებრივი ხმაა, ის კი, რომელიც იმედს გართმევთ, არაღვთაებრივი ხმაა თქვენში.
თვითკრიტიკის დასაძლევად, მოექეცით მას, როგორც თქვენ სხეულში შერჭობილ ეკალს. ხმა, რომელიც გრთგუნავთ, გაგრძნობინებთ, რომ სამყაროს ყველა ცუდი თვისება თქვენშია. თქვენ საკუთარ თავს ისე ხედავთ, როგორც მეტად არაღვთაებრივს. როდესაც ერთი ეკალი გერჭობათ, თქვენ უნდა დაიხმაროთ მეორე ეკალი პირველის ამასაღებად. მეორე ეკალია ამის გამეორება: „მე ღვთის შვილი ვარ, ღვთის რჩეული შვილი ვარ და გავხდები მისი რჩეული ინსტრუმენტი. ვერაფერი დედამიწაზე ვერ შემიშლის ხელს, რომ გავხდე მისი რჩეული ინსტრუმენტი (საკრავი).“ თქვენ შეგიძლიათ ეს ეკალი გამოიყენოთ იმისთვის, რომ ამოიღოთ პირველი, რომელიც ასე გაწუხებთ. თვითკრიტიკის დამარცხება შეიძლება მხოლოდ სწორი თვითშეფასებით.
თქვენ უნდა მიხვდეთ, ვინ არის ნამდვილად თქვენიანი. თქვენი წყარო ღმერთია. ამჟამად თქვენ ამას ვერ აცნობიერებთ ოცდაოთხი საათის განმავლობაში, მაგრამ მოვა დრო, როცა თქვენ მუდმივად გექნებათ გაცნობიერებული, რომ ღვთის რჩეული ბავშვი ხართ. თქვენ აქ, დედამიწაზე იმისთვის ხართ, რომ ემსახუროთ მას და განახორციელოთ ის.
შენ მიეცი შენს გონებას თავისუფლება.
ამიტომაც შენი გონება განერვიულებსმომავალზე ფიქრით.
რატომ არ მისცემ შენს გულს თავისუფლებას?შენი გული უეჭველად მოგამზადებს
მომავლისთვის.ცოლმა ქმარს უთხრა: „ყველა კივის და ტირის. ვიცით, რომ ჩვენი სიცოცხლის წუთები დათვლილია. რატომ ხარ ასეთი მშვიდი და აუღელვებელი? არაფერი გაქვს სადარდებელი? ნუთუ არ გესმის, რომ რამოდენიმე წუთში ჩავიძირებით? რატომ სდუმხარ?“
ამის გაგონებაზე ქმარმა ჯიბიდან ამოიღო პისტოლეტი და ცოლს დაუმიზნა. ცოლმა შეჰკივლა: „ხომ არ გაგიჟდი? რას აკეთებ? ხუმრობისთვის გცალია ახლა?“
ქმარმა ფართოდ გაუღიმა და უთხრა: „შემხედე - შენ იცი, რომ მე, შენი ქმარი, შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ამ პისტოლეტს გიმიზნებ. ძალიან კარგად იცი, რომ მე შენ არ მოგკლავ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ. ღმერთი, ყველა სიკეთის შემოქმედი, უსასრულოდ უფრო შემბრალებელია, ვიდრე მე ვარ ან ოდესმე ვიქნები, ჩვენ ყველანი კი მისი შვილები ვართ. ნუთუ ფიქრობ, რომ ის დაუშვებს ჩვენს განადგურებას, ან თვითონ გაგვწირავს? თუ მე არ შემიძლია შენი მოკვლა იმ პატარა ადამიანური სიყვარულ გამო, რომელსაც შენდამი განვიცდი, მაშ, როგორ შეუძლია ღმერთს ჩვენი გაწირვა? მას უსასრულო სიყვარული აქვს თავისი შვილებისადმი, თუმცა ჩვენ არ ვიცით და არც არასოდეს გვეცოდინება, როგორ მოქმედებს მისი სიყვარული და შებრალება ჩვენში და ჩვენი გავლით. დაე, აღსრულდეს ღვთის ნება ისე, როგორც მას თავად სურს. დღეს ჩვენ მაყურებლები ვართ, ხვალ კი თავად მივიღებთ მონაწილეობას მისი კოსმიური ნების აღსრულებაში.“
უეცრად ციკლონი ჩაცხრა და სიმშვიდემ დაისადგურა. ცოლი ძლიერ ამაყობდა თავისი ქმრის სიბრძნით.ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ გონება მოუსვენარი ბავშვივითაა, რომელსაც არც სიბრძნე და არც სიმწიფე არ გააჩნია, გული კი - დედაა, რომელიც განასახიერებს ყველა ღვთაებრივ თვისებას. ბუნებრივია, ყველაფერი რაც კი აქვს დედას, ბავშვს შეუძლია თავის საკუთრებად ჩათვალოს იმიტომ, რომ დედა ყოვლთვის მზადაა მიუძღვნას ბავშვს ყველაფერი, რაც კი აქვს. ამგვარად, როდესაც გულზე ვფიქრობთ, ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ ღვთაებრივ დედაზე, რომლის კეთილი თვისებები დაუბრკოლებლად შეაღწევს ბავშვში მისი განსწავლის დროს. მაშინ, ავტომატურად, მდინარის ნაკადივით, გულის რწმენა შევა გონებაში.
თუ ჩვენი გულის სიღრმეში
თავს დარწმუნებულად ვგრძნობთ,ჩვენ არავის არ გამოვიწვევთ,
რადგან შინაგანი რწმენასხვა არაფერია, თუ არა
სრული კმაყოფილება.*ჩაანაცვლებს სიყვარულს ძალისადმი,*
*ადამიანს ახალი სახელი ერქმევა: ღმერთი.*
სიყვარული სუფთა და მოკაშკაშე ალია. როცა სიყვარულის გზით მივდივართ, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ სულიერი ცხოვრება, ჩვენი შინაგანი ცხოვრება გაცილებით უფრო განხორციელებადია. არაფერია სიყვარულზე დიდი. სიყვარული სიცოცხლეა, თვით სიცოცხლე სპონტანური ნექტარია და აღტაცება.
თუ სიყვარული გულისხმობს რაღაცის ან ვიღაცის ფლობას, ეს არაა ნამდვილი სიყვარული; არაა წმინდა სიყვარული. თუ სიყვარული გულისხმობს გაცემას და ერთობას ყველასთან: კაცობრიობასა და ღვთაებრიობასთან, - მაშინ ეს ნამდვილი სიყვარულია. ნამდვილი სიყვარული ჩვენი სრული ერთობაა სიყვარულის ობიექტთან და სიყვარულის მფლობელთან.
ვინაა სიყვარულის მფლობელი? ღმერთი. ვინ გვიყვარს? ჩვენ გვიყვარს უზენაესი ყველა ადამიანში. როცა გვიყვარს სხეული, ჩვენ ვბოჭავთ საკუთარ თავს; როცა გვიყვარს სული, ჩვენ ვათავისუფლებთ საკუთარ თავს. სწორედ სული ადამიანში, უზენაესი ყველა ადამიანში - აი, რა უნდა გვიყვარდეს.
თქვენ შეგიძლიათ შეგნებულად აჩუქოთ წმინდა სიყვარული სხვებს, თუ გრძნობთ, რომ თქვენ გასცემთ თქვენი სუნთქვის-სიცოცხლის ნაწილს მათთან საუბრის ან მათზე ფიქრის დროს. ამ სუნთქვას-სიცოცხლეს თქვენ თავაზობთ უბრალოდ იმიტომ, რომ გრძნობთ თქვენს სრულ და განუყოფელ ერთობას დანარჩენ სამყაროსთან. სადაც ერთობაა, წმინდა სიყვარულიც იქ არის.სკოლაში მოწაფეებს სახლიდან მოჰქონდათ საჭმელი, რათა დიდი დასვენების დროს დანაყრებულიყვნენ. ერთ მშვენიერ დღეს რამეშმა შენიშნა, რომ მისი მეგობარი გოპალი, უკვე რამოდენიმე დღეა, არაფერს ჭამს. რამეში მივიდა მეგობართან და კითხა მას, თუ რატომ არ მოაქვს საჭმელი. გოპოლმა უპასუხა:
\- დედაჩემმა ვერაფერი ვერ მომცა. მითხრა, რომ არაფერი გვაქვს სახლში.
რამეშმა თქვა:
\- ნუ ღელავ, მე ჩემსას გაგიყოფ.
\- არა, საჭმელს ვერ გამოგართმევ, - უპასუხა გოპალმა.
\- რა თქმა უნდა, გამომართმევ - დაიჩემა გოპალმა. - მშობლები გაცილებით უფრო მეტ საჭმელს მატანენ, ვიდრე მჭირდება. ბოლოს და ბოლოს, გოპალი დათანხმდა, და რამოდენიმე კვირის განმავლობაში ბიჭები იყოფდნენ რამეშის საჭმელს.
ერთ მშვენიერ დღეს გოპალი სკოლაში აღარ მოვიდა. რამეში შეშფოთებული იყო. როდესაც მან კითხა მასწავლებელს, როტომ აღარ დადიოდა სკოლაში მისი მეგობარი, მასწავლებელმა უპასუხა:
\- ის ღარიბი ოჯახიდანაა. მისს მშობლებს არ შეუძლიათ სწავლის საფასურის გადახდა. ამიტომ ის სკოლაში ვეღარ ივლის.
რამეში შეწუხდა მეგობრის გამო. როდესაც გაკვეთილები დამთავრდა, მან გამოართვა მასწავლებელს გოპალის მისამართი და წავიდა მასთან სახლში. რამეში ევედრებოდა თავის მეგობარს, დაბრუნებულიყო სკოლაში, ამბობდა, რომ თავის მშობლებს თხოვდა მისი სწავლის საფასურის გადახდას. გოპალის მშობლებს რამეშის სიკეთემ გული აუჩუყათ. გოპალმა ისევ დაიწყო სკოლაში სიარული.
გოპალის მამა მოხუცი იყო. მალე ის გარდაიცვალა. ოჯახი სულმთლად გაღატაკდა, რამეში ეხმარებოდა. როდესაც გოპალის და მძიმედ დაავადდა, ოჯახი საავადმყოფოს ხარჯებს ვერ აუდიოდა. და ისევ რამეში დაეხმარათ. ყველანაირად ის გოპალის ოჯახს ნამდვილ მეგობრობას და მფარველობას უწევდა.
რამეშმა და გოპალმა დაამთავრეს სკოლა და კოლეჯში ჩააბარეს. ერთ მშვენიერ დღეს გოპალმა უთხრა რამეშს:
\- ვთქვა, რომ ჩემი გული მადლიერებითაა სავსე შენს მიმართ, ნიშნავს, არაფერი ვთქვა. საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.
რამაშმა უპასუხა:
\- ჩემო მეგობარო, თუ გიყვარვარ, ეს საკმარისზე მეტია. არაა საჭირო, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად გიყვარდე.
გოპალმა თქვა:
\- ნამდვილად მიყვარხარ, და მინდა ეს დაგიმტკიცო.
შემდეგ მან გახსნა თავისი ჯიბის დანა და ხელი გაიჭრა. ბუნებრივია, სისხლი წამოუვიდა. გოპალმა სისხლის რამოდენიმე წვეთი რამეშის ფეხებთან დააწვეთა.
რამეშმა იყვირა: „რას შვრები, რას შვრები?“ ის შეეხო გოპოლის ჭრილობას, რამოდენიმე სისხლის წვეთი გულზე დაიწვეთა და თქვა: „ეს შესაფერისი ადგილია შენი სიცოცხლისთვის-სისხლისთვის. მე გაძლევ შენ მიწიერ განძს მატერიალური სიმდიდრის სახით. შენ მაძლევ შენი გულის სიყვარულს - განუზომელ ზეციურ სიმდიდრეს“.
*სიყვარულის წამსაც კი*
*შეუძლია და კიდევაც გახდის* *ამ სამყაროს სრულყოფილს.*როდესაც ადამიანის ნაკლოვანებები და ცუდი თვისებები თვალში საცემია, შეეცადეთ იგრძნოთ, რომ ისინი ამ ადამიანს მთლიანად არ წარმოადგენენ. მისი ნამდვილი „მე“ უსასრულოდ უკეთესია, ვიდრე ახლა ხედავთ. ეცადეთ ხედავდეთ ღვთაებრივს სხვებში, მიუხედავად ნაკლოვანებებისა.
როდესაც სხვის ნაკლოვანებებს ვხედავთ, ჩვენ არანაირად არ ვეხმარებით მას. ჩვენ მხოლოდ ვაყოვნებთ ჩვენს საკუთარ პროგრესს. თუ ნაკლს ვეძებთ სხვა ადამიანში, მისი არაღვთაებრივი თვისებები არ გაქრება, და არც ჩვენი შემცირდება. პირიქით, მისი არაღვთიური თვისებები გამოვა წინა პლანზე პატრონის დასაცავად, ასევე წინა პლანზე გამოვა ჩვენი სიამაყე, ქედმაღლობა და უპირატესობის გრძნობა. ადამიანში ღვთაებრივის დანახვით კი ჩვენ ვაჩქარებთ საკუთარ პროგრესს და სხვასაც ვეხმარებით მისი რეალობის ცხოვრების ღვთაებრივ საძირკველზე დაფუძნებაში. ჩვენ უნდა ვუყურებდეთ სხვებს მოსიყვარულე ადამიანის გულით და არა კრიტიკოსის თვალით.
იმისთვის, რომ ვხედავდეთ ღვთაებრივს სხვებში, ჩვენ ისინი უნდა გვიყვარდეს. ტყუილად კი არ ამბობენ: „სიყვარული ნაკლს ვერ ხედავს“. თუ ნამდვილად გიყვართ ვინმე, მაშინ რთულია ნაკლის გამოძებნა მასში. მიუხედავად იმისა, რომ დედამ იცის თავისი ბავშვის ნაკლოვანებები, მისი სიყვარული არ ქრება, იმიტომ რომ მან ერთობა დაამყარა ბავშთან. და მის ნაკლოვანებებს საკუთრად მიიჩნევს.
თუ თქვენთვის რთულია გიყვარდეთ ადამიანური ვინმეში, მაშინ გიყვარდეთ ღვთაებრივი მასში. ღვთაებრივი მასში ღმერთია. ღმერთი იმ ადამიანში ისევე არსებობს, როგორც თქვენში. ძალიან ადვილია გვიყვარდეს ღმერთი იმიტომ, რომ ის ღვთაებრივი და სრულყოფილია. თუ ყოველთვის, როდესაც უყურებთ ადამიანს თქვენ, შეძლებთ შეგნებულად ხედავდეთ ღვთის არსებობას მასში, მაშინ აღარ შეგაწუხებთ მისი და ნაკლოვანებები.
*ჩემო უფალო,*
*მხოლოდ ერთი რამ მასწავლე:**მიყვარდეს სამყარო ისე,*
*როგორც შენ გიყვარვარ მე.*როდესაც რისხვა გიპყრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დაკარგეთ ერთიანობის გრძნობა გარე სამყაროსთან. თუ გაქვთ ერთიანობა, მაშინ არასრულყოფილების შემჩნევისას თქვენ შეეცდებით მის სრულქმნას; უწმინდურობის შემჩნევისას, შეეცდებით მის გაწმენდას. მაგრამ, როდესაც არ არის ერთობა, არასრულყოფილებას ან უსუფთაობას თქვენ აუცილებლად რისხვით პასუხობთ.
თუ ეს ნამდვილად, არაკონტროლირებადი მრისხანებაა, ესე იგი უმეცრებამ ძლიერ შემოგიტიათ. თუ მრისხენება გარედან მოდის, იგრძენით, რომ მტერი შემოდის თქვენში. თუ მრისხანება შიგნიდან მოდის, იგრძენით, რომ მტერს მიეცით ნება თქვენში ჩასახლებულიყო, ახლა კი გმართებთ დაამარცხოთ ის. როგორ? სიმშვიდით.
როცა ვმედიტირებთ, ჩვენი გონება სიმშვიდით ივსება. და, როდესაც გონებაში სიმშვიდეა, ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ მრისხანება. თუ ყოველდღე ათი ან თხუთმეტი წუთის განმავლობაში თქვენ იმედიტირებთ სიმშვიდეზე, ნახავთ, რომ თქვენს მიმართ ცუდის ჩამდენს თქვენი სიმშვიდე მოერევა. სრული უფლება გაქვთ ვინმეზე განრისხებისა, მაგრამ იცოდეთ, რომ განრისხებით თქვენ მხოლოდ დაკარგავთ გონების ძვირფასს სიმშვიდეს.
*როცა ჩემი გული-სიმშვიდე ოცნებობს,*
*ჩემი ცხოვრება-ნეტარება მღერის.*თქვენ შეიძლება დროებით დაგავიწყდეთ მრისხანება, მაგრამ თუ მას არ გაასხივოსნებთ, შეიძლება დაბლა დაგწიოთ. ვთქვათ, დღეს თქვენ უსიამოვნებები შეგემთხვათ. რამოდენიმე საათის შემდეგ თქვენ ეს გავიწყდებათ. სანამ არ აპატიებთ დამნაშავეს, თქვენ ვერ გაასხივოსნებთ მრისხანებას. მრისხანებას შეუძლია რამოდენიმე საფეხურით დაბლა დაგწიოთ ცნობიერების კიბეზე. ზოგჯერ ოჯახის წევრებს ეჩხუბებით, შემდეგ კი იძინებთ. დილით აღმოაჩენთ, რომ ვერ მედიტირებთ. თქვენ საერთოდ დაგავიწყდათ მომხდარი ამბავი, მაგრამ სანამ გეძინათ, მრისხანებამ ძალა მოიკრიბა. როდესაც რაღაც არასწორად გომოდის, უმჯობესია, სასწრაფოდ გამოასწოროთ და გაასხივოსნოთ ის.
მრისხანების გასხივოსნების ორი გზა არსებობს. ერთი გზაა - გააფართოვოთ გული. თუ უსამართლოდ მოგექცნენ, გამოიყენეთ გაიგივების ძალა. იგრძენით, რომ თქვენ თვითონ, ან თქვენი საკუთარი ცნობიერების გაფართოებული ნაწილი არასწორედ მოიქცა. რაც უფრო სწრაფად მოიცილებთ იმ აზრს, რომ სხვამ გაწყენინათ, მით უკეთესად იცხოვრებთ.
მეორე გზა - ვიფიქროთ საკუთარი თავის სრულქმნაზე. როდესაც შეწყვეტთ სხვების სრულქმნაზე ფიქრს და იზრუნებთ საკუთარ მისწრაფებაზე, თქვენ გათავისუფლდებით მრისხანებისგან. შეეშვით ირგვლივ ყურებას და იმის ძებნას, ვინ გიშლით ხელს ან ვინ დგას თქვენს გზაზე. ამის ნაცვლად უბრალოდ მთელი ყურადღება გადაიტანეთ საკუთარი თავის აღმოჩენაზე. როდესაც აღმოაჩენთ საკუთარ ჭეშმარიტ „მე“-ს, თქვენ ნახავთ, რომ არ არსებობს არასრულყოფილი ადამიანი დედამიწაზე. ყველა სრულყოფილია თქვენში.
*გუშინ ჭკვიანი ვიყავი.*
*ამიტომაც მსურდა სამყაროს შეცვლა.**დღეს ბრძენი ვარ.*
*ამიტომაც საკუთარი თავის შეცვლას ვიწყებ.*თუ ვერ უხმობთ უზენაეს ძალას, მაშინ უნდა მიმართოთ მეორე საუკეთესო ხერხს - ადამიანურ მიდგომას: დარჩით გულგრილი! თქვენი გულგრილობის ძალა ააშენებს მაგარ კედელს, რომელსაც მრისხანება ვერ დაარღვევს. თუ ვინმე გაბრაზებულია თქვენზე, უბრალოდ იგრძენით, რომ თქვენ საერთო არაფერი გაქვთ ამ ადამიანთან, და არც მას აქვს რაიმე საერთო თქვენთან. იგრძენით, რომ თქვენი სამყარო სრულიად განსხვავდება მისი სამყაროსგან. ამ გზით თქვენ დარჩებით თქვენს გულგრილობის სამყაროში, ის კი თავის მრისხანების სამყაროში დარჩება.
მაგრამ თქვენ დიდი ხნით გულგრილობას ვერ შეინარჩუნებთ. თქვენი საკუთარი აგრესიული ძალა შეიძლება გამოვიდეს წინა პლანზე: „თუ მას შეუძლია დამარტყას, მეც შემიძლია დავარტყა“. მაგრამ თუ თქვენ თავს დაგესხათ ვინმე, თქვენი დამოკიდებულება სხვანაირი უნდა იყოს. შეიძლება ის თავს დაგესხათ, რათა გაგანადგუროთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ისე უპასუხოთ, რომ გარდაქმნათ ის. თუ ვინმე გაბრაზებულია, ესე იგი, მას აკლია სიმშვიდე; მას ძალიან ჭირდება ფული-სიმშვიდე. თუ თქვენ გაქვთ მეტი, ვიდრე გჭირდებათ, და გულუხვიც ხართ, თქვენ ადვილად უწილადებთ მას თქვენ შინაგან სიმდიდრეს. მაგრამ, თუ სიმშვიდე გაქვთ შეზღუდული ოდენობით, როგორ დაურიგებთ სხვებს? უნდა მოიპოვოთ საჭირო ოდენობა თქვენთვის. პირველ რიგში თქვენ უნდა ზარდოთ სიმშვიდე თქვენს საკუთარ ცხოვრებაში. ამის შემდეგ თქვენ ადვილად შეძლებთ გაუზიაროთ ეს შინაგანი სიმშვიდე გაბრაზებულ ადამიანს. მაგრამ როდესაც გასცემთ სიმშვიდეს, თქვენ ეს შეუმჩნევლად უნდა აკეთოთ. თუ ვინმეს ეტყვით, რომ მას ჭირდება სიმშვიდე, ის შეიძლება გაცოფდეს. შეუმჩნევლად, ღვთაებრივი ქურდივით, შედით მის გულში და გონებაში და შესთავაზეთ მას სიმშვიდე.გარშემო მყოფებთ ისე უნდა მოეპყროთ, როგორც თქვენი საკუთარი სხეულის ნაწილებს. მათ გარეშე თქვენ არასრულყოფილი ხართ. თქვენ შეიძლება გრძნობდეთ, რომ ზოგიერთი ნაკლებად განვითარებულია, ან ნაკლებად მნიშვნელოვანია , მაგრამ ყველამ თავისი როლი უნდა ითამაშოს. ღმერთმა ხუთი თითი შექმნა. თუმცა ზოგიერთი სხვებზე უფრო მოკლეა ან სუსტი, თქვენ იცით, რომ სრულყოფილი ხართ მხოლოდ მაშინ, როდესაც ხუთი თითი გაქვთ. შუა თითი ყველაზე გრძელია. თუ გგონიათ, რომ მოკლე თითები არ გჭირდებათ, ძალიან შემცდარხართ. პიანინოზე დაკვრისას ან მანქანაზე ბეჭდვისას თქვენ ხუთივე თითი დაგჭირდებათ.
თქვენ მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ გიყვარდეთ გარშემო მყოფი ადამიანები, როდესაც გრძნობთ სამყაროს სრულყოფის და გარდაქმნის აუცილებლობას. თუ სამყაროსგან განცალკევებულად იარსებებთ, მაშინ თქვენი სრულყოფილება ძალიან შეზღუდული იქნება. შეუზღუდავი სრულყოფილება მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როცა ჩვენ მთელი კაცობრიობა შეგვიყვარდება. კაცობრიობა უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი ცხოვრების ნაწილი და დავეხმაროთ მას ჩვენი საკუთარი გასხივოსნებით. აი, მაშინ შევძლებთ საკუთარი თავის განხორციელებას.
*იყავი უნივერსალური შენს სიყვარულში*
*შენ დაინახავ სამყაროს* *როგორც ხატებას შენი საკუთარი ყოფიერებისა.*ევოლუციის პროცესში ჩვენ განუწყვეტლივ მივდივართ წინ. ნელა და მტკიცედ, ჩვენ ვათავისუფლებთ საკუთარ თავს რისხვისგან, ეჭვისგან და სხვა არაღვთაებრივი თვისებებისგან, რომლებიც გვიღობავენ გზას. მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს გვაქვს ნაკლოვანებები, ვერ ვიტყვით, რომ ეს არაღვთაებრივი ძალები არასოდეს დაგვტოვებენ. ჩვენ უნდა მივიხედოთ უკან, წარსულში და დავინახოთ, დღეში რამდენ საათს ვცხოვრობდით უმეცრების ცხოვრებით, და ახლა რამდენ საათს ვცხოვრობთ მისწრაფების ცხოვრებით. თუ ამას გავაკეთებთ, აშკარად დავინახავთ, რომ წინ მივდივართ.
როდესაც ნამდვილი, უმაღლესი, ყველაზე გასხივოსნებული ნაწილი ჩვენში გამოდის წინა პლანზე, ამ დროს ჩვენ ნამდვილად გვიყვარს საკუთარი თავი ღვთაებრივი გაგებით. გვიყვარს იმიტომ, რომ ვიცით, რას წარმოვადგენთ სინამდვილეში. დღეს ჩვენ ღმერთი-მისწრაფება ვართ. ხვალ, ჩვენი საკუთარი შინაგანი ღვთაებრიობისადმი რწმენის წყალობით, ჩვენ ღმერთად-რეალიზაციად ვიქცევით.
თუ გინდათ გაუგოთ საკუთარ თავს,
კი ნუ გამოცდით მას.უბრალოდ, გიყვარდეთ საკუთარი თავი უფრო გულწრფელად,
უფრო ზეშთაგონებულად, და უფრო გულღიად.თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სიყვარულის აღქმის უნარი სხვებისადმი სიყვარულის გაცემით. რას უფრო მეტს გასცემთ, მით უფრო მეტს მიიღებთ. თვითგაფართოვება ღვთის გაფართოებაა. თქვენ აფართოებთ თქვენს საკუთარ რეალობას ღვთის უნივერსალურ რეალობაში.
თქვენ შეგიძლიათ უფრო გაზარდოთ თქვენში ღვთიური სიყვარულის აღქმა, თუ ყოველდღიურად იგრძნოთ, რომ თქვენი წყარო სიყვარულია და სხვა არაფერი, თქვენ კი დედამიწაზე იმისთვის ხართ, რომ ყოველ წამს თქვენი აზრებით და ქმედებით ჩუქნიდეთ სიყვარულს, რომელიც უკვე გაქვთ. ყოველ წამს ბევრი აზრი გიტრიალებთ თავში, ასე რომ შეგიძლიათ თითოეული თქვენი აზრით ჩუქნიდეთ სიყვარულს. და ყოველთვის, როცა მოქმედებთ, იგრძენით რომ თქვენი ქმედება სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის გაფართოვება. როცა ფიქრობთ და მოქმედებთ, თუ გრძნობთ, რომ თქვენ სიყვარულს ჩუქნით კაცობრიობას, დანარჩენ სამყაროს, მაშინ თქვენ უფრო ძლიერ აღიქვამთ უნივერსალურ სიყვარულს.
სიყვარული გარდამქნელი ძალაა ჩვენს ადამიანურ ბუნებაში. სიყვარული აბსოლუტური მონობის ცხოვრებას გარდაქმნის უძლიერესი თავისუფლების ცხოვრებად. და, ბოლოს, სიყვარული შეიზრდება მარადიულ ცხოვრებაში.
ადამიანი თავისი ბუნებით მოსიყვარულეა.
მაგრამ ჯერ არ აღმოუჩენია რა არის სიყვარულის ღირსი. ეს ძიება მას აღვიძებს მისი ჭეშმარიტი „მე“-ს აღსრულებისთვის.შენ ჩემი გონების სისუფთავეს მპარავ,
შენ ჩემი გულის სიმშვიდეში იჭრები,შენ ჩემი ცხოვრების ღვთაებრიობას იტაცებ.
ყოველდღიურ ადამიანურ ცხოვრებაში შური ჩვეულებრივი რამაა. ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ შურს შეუძლია ჩვენი შესაძლებლობების განადგურება და მთელი ჩვენი შინაგანი პოტენციალის დანგრევა. ამიტომაც ჩვენ არ ვცდილობთ შურის დაძლევას ან დამარცხებას.
ჩვენ ადამიანების გვშურს იმიტომ, რომ მათ აქვთ გარკვეული უნარი ან მათ მიაღწიეს იმას, რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ. მაგრამ, მოდით, ვნახოთ რამდენად შორს წაგვიყვანს შური. შური ვერასოდეს გააფართოვებს ჩვენს ცნობიერებას. პირიქით, ჩვენ ვგრძნობთ, რომ შურთან ერთად შეზღუდულობა შემოდის ჩვენში. შეზღუდულობასთან ერთად ჩვენში შემოდის მისი მეგობარი - არასრულყოფილება. არასრულყოფილებას ყოველთვის მოყვება ნგრევა. როდესაც სხვების გვშურს, ჩვენ კარს ვუღებთ სამ მეგობარს - შეზღუდულობას, არასრულყოფილებას და ნგრევას, და ისინი ერთმანეთის მიყოლებით შემოდიან ჩვენში.\- რატომ არ მაქვს თმა ხელისგულებზე? მთელს სხეულზე მაქვს თმები, ხელისგულებზე კი არცერთი ღერი არ არის.
ბირბალმა საჩქაროდ უპასუხა:
\- ეს იმიტომაა, რომ ხელებში ყოველთვის ბევრი ფული გიჭირავთ და გასცემთ მას. თქვენი ხელისგულები მუდმივად ეხახუნება ერთმანეთს, ამიტამაც გაგცვივდათ თმა ხელისგულებზე.
\- მაგრამ შენს ხელისგულებზეც რომ არაა თმები? - ჰკითხა აკბარმა.
ბირბალმა ჭკვიანური პასუხი გასცა:
\- უბრალოდ იმიტომ, რომ მე მუდმივად შენგან ვიღებ ფულს, თმა ჩემს ხელისგულებზეც გაიხეხა. შენ მუდმივად მაძლევ ფულს, მე კი მუდმივად ვიღებ, ამიტომაც ჩვენ არ გვაქვს თმა ხელის გულებზე.
\- მაგრამ მათზე რას იტყვი, ვინც შენსავით ფულს არ იღებს ჩემგან? რატომ არ აქვთ მათ თმა ხელებზე?
\- ო, ეს იმიტომაა, რომ ისინი ძალიან შურიანები არიან. შურიანი ხალხი ყოველთვის იმ ფულზე ფიქრობს, რომელსაც მაძლევ და რომელსაც ვიღებ შენგან. ისინი მუდმივად იფშვნეტენ ხელებს ფულის მიღების მოლოდინში, იწვიან შურისგან და სიხარბისგან, და იფშვნეტენ და იფშვნეტენ ხელებს. ამიტომაც არ აქვთ თმა ხელის გულებზე.
აკბარი ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა; მაგრამ სხვებმა უხერხულად იგრძნეს თავი ბირბალის ბრალდების გამო და სირცხვილისგან თავები დახარეს.
თუ გვშურს იმის, რაც გამცემს აქვს და რაც მიმღებს ეძლევა, ვერასოდეს მოვიპოვებთ სიხარულს ან გონების სიმშვიდეს. როდესაც შური ან სხვა ნეგატიური ძალა გვემუქრება, ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენში იმყოფება ყველაზე ძალმოსილი მეგობარი - ჩვენი სული. მოდით, სულის ფრთებქვეშ შევაფაროთ თავი. მოდით, მოვუხმოთ სულს და ვილოცოთ მის წინამძღოლობაზე. თუ საშველად ამ მეგობარს დავუძახებთ, რასაკვირველია, ის ჩვენი სახელით იბრძოლებს ნეგატიური ძალების წინააღმდეგ; სული გადაგვარჩენს, დაგვიცავს, გაგვასხივოსნებს და სრულყოფილებს გაგვხდის.შური სრულიად განსხვავებული რამაა. თუ ვიღაცის მიღწევების გშურთ, თქვენ იგრძნობთ, რომ მზად ხართ მახვილი ჩასცხოთ ამ ადამიანს, შანსი თუ მოგეცემათ. თქვენ შეეცდებით შურის დამალვას, რადგან გრძნობთ, რომ შინაგან თუ გარეგან სამყაროში თქვენ დანაშაულზე წაგასწრებენ. მაგრამ უკვე ის, რომ შურმა დაისადგურა თქვენში, უკვე ძალიან სახიფათოა.
ზოგჯერ შურს ბადებს კონკურენციის გრძნობა. ჩვენ გვინდა ვაჯობოთ სხვებს. მაგრამ, მოდით, ნუ შევეჯიბრებით სხვებს ჩვენი უპირატესობის საჩვენებლად. ამის ნაცვლად ვიფიქროთ ჩვენი წინსვლის აუცილებლობაზე. მოდით, ვეცადოთ გადავლახოთ მხოლოდ ჩვენი საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი. ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება, როგორც პიროვნებისა. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ გადავლახავთ ჩვენი შესაძლებლობების საზღვრებს, არა პირადი დიდებისათვის, არამედ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ნიჭი და ავამაღლოთ სამყაროს დონე. შემდეგ, ერთგული და ზეშთაგონებული გულით უნდა შევთავაზოთ ჩვენი მიღწევები ღმერთს, - წყაროს.როგორც კი შური გაქრება, დაუყოვნებლივ ვიგრძნობთ, რომ ის ადამიანი რომლისაც გვშურდა - ახლა ჩვენი საუკეთესო მეგობარია. ჩვენ ვიგრძნობთ კეთილგანწყობას და სიყვარულს მის მიმართ. დაბოლოს, ჩვენ ვიგრძნობთ, რომ მტკივნეული შურის ისარი ამოღებულია ჩვენი სხეულიდან.
როდესაც დავამყარებთ ერთობას წყაროსთან ანუ ღმერთთან, ჩვენ ვეღარავისი შეგვშურდება. თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენი რეალობა ღმერთია, მაშინ ყველა ადამიანი ჩვენი სულიერი სხეულის შეგნებული და ერთგული ნაწილივითაა. თუ ისინი ჩემი სხეულის ნაწილებია, მაშინ ჩემი არსებობის შემადგენელი ნაწილები ყოფილა და როგორ შეიძლება მათი მშურდეს? თუ დავამყარებთ განუყოფელ ერთობას წყაროსთან, შურის პრობლემა ადვილად მოგვარდება.
თქვენ შეძლებთ შურის დამარცხებას ღვთისადმი უფრო მეტი სიყვარულით. შეიძლება თქვენ ვინმესი გშურდეთ იმიტომ, რომ ის დიდი ფოტოგრაფია. მას კი შეიძლება თქვენი შურდეს იმიტომ, რომ დიდი ჟურნალისტი ხართ. ასეთი სახის შური არასოდეს გაქრება. მაგრამ აქ მესამე მონაწილეცაა, რომელიც ორივე თქვენთაგანზეა პასუხისმგებელი, და ეს ღმერთია. თუ შეიყვარებთ ღმერთს და მასთან გაერთიანდებით, მაშინ თქვენ გაიგივებას შეძლებთ სხვა ადამიანების ნიჭთან თუ უნართან. თუ თქვენ ერთიანდებით ნიჭის წყაროსთან, მაშინ შურის საკითხიც არ წამოიჭრება. თუ გსურთ ნამდვილად დაამარცხოთ შური, მაშინ გიყვარდეთ ის ერთი, რომელმაც ყველა შესაძლებლობით დაგასაჩუქრათ თქვენ და ყველა სხვაც.
*შურის კბენა*
*სენია.**მისი საუკეთესო და საიმედო წამალი -*
*ძალმოსილი ერთიანობაა.*თუ გვსურს სწრაფად ვიაროთ წინ, ჩვენ არ უნდა ვაკრიტიკოთ ან ცუდად მოვიხსენიოთ ვინმე. ჩვენ ჩვენი პრობლემები გვყოფნის. როდესაც სხვას ვაკრიტიკებთ, ჩვენ გამოგვაქვს წინა პლანზე ის პრობლემები, რომელნიც მან მხრებზე მოიკიდა. მოდით, ნურავის გავაკრიტიკებთ; მოდით, მხოლოდ საკუთარი სრულყოფისაკენ ვისწრაფოთ. ჩვენ საკუთარ თავზე ვაგებთ პასუხს, სხვებმა კი თავიანთ თავზე აგონ პასუხი. ამგვარად, ყველას ექნება საკმარისი თავისუფლება თავისი მიზნის მისაღწევად.
შენი გონების შურის ხანჯალმა
მძიმედ დაგასახიჩრა.თუ გსურს განიკურნო,
ეცადე, რაც შეიძლება მალე აღმოაჩინო| შენი გულის-მისწრაფების ალი.სანამ დაიწყებდეთ მედიტაციას, ოთხი რამ წარმოთქვით: „შიშო, წადი ჩემი ცხოვრებიდან! ეჭვო, წადი ჩემი ცხოვრებიდან! შურო, წადი ჩემი ცხოვრებიდან! უნდობლობავ, წადი ჩემი ცხოვრებიდან! თქვენ არ მჭირდებით, და არასოდეს დამჭირდებით“. მაშინ ყველანი გამოვლენ თქვენგან და შეგეკითხებიან: „ვინ გჭირდება?“ თქვენ კი უპასუხებთ: „მე მხოლოდ მედიტაცია მსურს; მხოლოდ ღმერთი მსურს. ის, რომ მე შემიძლია უთქვენოდ სიცოცხლე, თქვენ კი არ შეგიძლიათ - ამის დასტურია. შიშო, უჩემოდ სიცოცხლე არ შეგიძლია, ამიტომაც მოდიხარ და იმალები ჩემს სხეულში. შურო, უჩემოდ სიცოცხლე არ შეგიძლია, ამიტომაც მოდიხარ და იმალები ჩემს ვიტალში. ეჭვო, უჩემოდ სიცოცხლე არ შეგიძლია, ამიტომაც მოდიხარ და იმალები ჩემს გონებაში. უნდობლობავ, უჩემოდ სიცოცხლე არ შეგიძლია, ამიტომაც მოდიხარ და იმალები ჩემს გულში“. როდესაც ღვთაებრივად გამოიწვევთ ამ ოთხეულს, ის განაცხადებს, რომ თქვენში დარჩენა მის ღირსებას შეურაცხყოფს. „თუ შენ შეგიძლია უჩვენოდ სიცოცხლე, ჩვენ რატომ ვერ შევძლებთ?“ - იტყვიან ისინი და მოგშორდებიან. აი, მაშინ გექნებათ სრულყოფილი მედიტაცია.
შენ გსურს დაამარცხო
შურის მარადიული ციებ-ცხელება?|მე საიდუმლოს გაგიმხელ:
უბრალოდ გიყვარდეს და გახდი ერთიანი| შენს გულთან-ერთობასთან.*რადგანაც ვერაფერი დამანგრეველი ვერ შეძლებს|*
*ხალისის მტკიცე კედლის დარღვევას.*
ცხოვრებაში-თამაშში ყველა სულიერი გაცნობიერებულად თუ გაუცნობირებლად მიისწრაფის შინაგანი სრულყოფილების მიზნისკენ. ბუნებრივია, თქვენ გსურთ რაც შეიძლება სწრაფად ამის მიღწევა. ამისთვის უნდა გაამარტივოთ თქვენი გარეგანი ცხოვრება - არეულობის, სურვილის, მღელვარებისა და შფოთის ცხოვრება. იმავდროულად ინტენსიური უნდა გახადოთ თქვენი შინაგანი ცხოვრება - თქვენი მისწრაფების, თავდადებისა და გასხივოსნების ცხოვრება.
დილაადრიან, ჩვენი მოგზაურობის-მედიტაციის დაწყებისას, უნდა ვგრძნობდეთ, რომ ეს ჩვენი გუშინდელი მედიტაციის გაგრძელებაა. მეორე დღეს უნდა ვგრძნობდეთ, რომ კიდევ ერთი მილი გავიარეთ. ჩვენ ვიცით, რომ ერთ დღესაც მივაღწევთ მიზანს. თუნდაც ჩვენი სიჩქარე შემცირდეს, მაინც უნდა გავაგრძელოთ სირბილი. როცა მიზანს მივაღწევთ, ჩვენ დავინახავთ, რომ ამისთვის ბრძოლა ღირდა.შეხედეთ მდინარეს. ის მუდმივად მიედინება ზღვისკენ, თან ყველანაირი ნაგავი მოაქვს - ტალახი, ქვები, ფოთლები, ქვიშა - რომელთაც გზადაგზა აგროვებს მიზნისკენ სვლისას. უნდა ვიფიქროთ საკუთარ ცხოვრებაზე, როგორც მდინარეზე, რომელიც მიედინება აღსრულების ზღვისკენ. თუ მოქმედების შიში გვაქვს იმის გამო, რომ არ გვსურს გარე სამყაროს არასრულყოფილებაში ჩაბმა, ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ მიზანს.
ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. თუ ჩვენ ცხოვრებაზე უარს ვიტყვით, მაშინ შეგნებულად ვეუბნებით ღმერთს, რომ არ გვსურს მონაწილეები ვიყოთ მისი კოსმიური თამაშისა. მაგრამ, თუ ველოდებით გარკვეულ შედეგს ჩვენი მოქმედებისგან, სიმშვიდე ვერასოდეს შემოვა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვიქნებით, როცა შედეგი არ დაემთხვევა მოლოდინს. ჩვენ ვიგრძნობთ, რომ დავმარცხდით. როდესაც ასე ხდება, ბუნებრივია, სიმშვიდე ვერ იქნება.
ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ მოქმედება თავისთავად კურთხევაა, მაგრამ მოქმედების შედეგი უნდა მივიღოთ როგორც გამოცდილება. ჩვენი შეზღუდული გაგებით, შედეგს ვხედავთ ან როგორც მარცხს, ან როგორც წარმატებას. მაგრამ ღვთის თვალში მარცხი და წარმატება - ორივე უბრალოდ გამოცდილებას წარმოადგენს, რომელიც გვეხმარება ჩვენი ცნობიერების განვითარებაში. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ უნდა ვუყურებდეთ ჩვენი მოქმედების შედეგს როგორც გამოცდილებას, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგვცა. დღეს შეიძლება მან მოგვცეს მარცხის გამოცდილება, ხვალ კი - სხვა, რომელიც გარეგანად დაგვაკმაყოფილებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგს ვღებულობთ ჩვენი მოქმედებისგან ჩვენ უნდა ვიყოთ კმაყოფილები.
*უსწრაფესი წინსვლისთვის*
*იყავ უმხნევესი გმირი-მეომარი**და მიიღე გამარჯვებაც და მარცხიც,*
*როგორც აღტაცების ზღვისკენ* *პარალელურად მიმავალი მდინარენი-გამოცდილებანი.*თუ რომელიმე დღეს თქვენ არც ენთუზიაზმს და არც შთაგონებას გრძნობთ, შეეცადეთ გაიხსენოთ სიხარულით აღსავსე გამოცდილება წარსულიდან. სიხარული, რომელმაც მოგიცვათ წინა მიღწევების გამო, დაგეხმარებათ. ძალიან მალე თქვენ არა მხოლოდ მიაღწევთ, არამედ გასცდებით თქვენს წინა სიმაღლეებს. თქვენ არ ატყუებთ საკუთარ თავს, თქვენ, უბრალოდ, ბედნიერება შემოგაქვთ თქვენს სისტემაში, ეს ბედნიერება კი მტკიცე რწმენაა. შეეცადეთ იგრძნოთ, რომ თქვენი პრობლემა პატარა დაბრკოლებაა, რომელსაც მალე გადალახავთ.
ენთუზიაზმის შენარჩუნების ერთი გზაა - არ იფიქროთ საკუთარ თავზე, რომ თქვენ ოცდახუთი , ოცდაათი, ორმოცი ან ორმოცდაათი წლის ხართ. იფიქრეთ საკუთარ თავზე, როგორც ექვსი ან შვიდი წლის ბავშვზე. ბავშვი არ ზის ერთ ადგილზე; ის აქეთ-იქით დარბის. გააიგივეთ საკუთარი თავი მისი ენთუზიაზმის წყაროსთან.
თქვენი გარეგანი ღიმილი დაგეხმარებათ ენთუზიაზმის შენარჩუნებაში. როდესაც იღიმით, თქვენ განაიარაღებთ ნეგატიურ აზრებს და გრძნობებს. თუ მტერთან ბრძოლისას გაიღიმებთ, რასაკვირველია, თქვენი მტერი დაკარგავს თავისი ძალის ნაწილს. ასე რომ, იხმარეთ ეს ფანდი მტერზე. ეს შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სწორი სვლაა. უბრალოდ, იფიქრეთ ნეგატიურ სამყაროზე, როგორც მტერზე, რომლის დასუსტება ღიმილით შეიძლება.
თქვენ ასევე ნათლად უნდა ხედავდეთ თქვენს მიზანს. თუ აფასებთ მიზანს, ის თავად მოგანიჭებთ ენთუზიაზმს და სიმხნევეს. თუ მიზანი ღირებულია, ის შინაგანად დაგეხმარებათ.
მედიტაციას, როგორც სხვა დანარჩენს, ჭირდება ენთუზიაზმი. თუ ენთუზიაზმი არ გყოფნით, ყოველდღე ეცადეთ გულწრფელად და ზეშთაგონებულად იგრძნოთ, რომ დღეს ბოლო შანსი მოგეცათ უზენაესის შესაცნობად მედიტაციის მეშვეობით. საღამოს, როდესაც აღმოჩნდება, რომ ღმერთი ვერ შეგიცნიათ, ანუგეშეთ საკუთარი თავი. იფიქრეთ, რომ ხვალინდელი დილა მოგცემთ ახალ შანსს. მაგრამ როდესაც ხვალინდელი დილა გათენდება, ხელახლა იფიქრეთ: „დღეს ჩემი ბოლო შანსია. დღეს მე უნდა შევიცნო ღმერთი, რადგანაც სხვა შანსი არ მომეცემა“. მაშინ თქვენ შეეცდებით საუკეთესოდ იმედიტიროთ. და თუ წარუმატებლობა კვლავაც გაგრძელდება, დეპრესიაში არ ჩავარდებით, რადგანაც გეცოდინებათ, რომ გულწრფელად ცდილობდით.
*თქვენი მარცხი ამ ცხოვრების ბრძოლის ველზე*
*მალე დასრულდება,**რადგანაც თქვენი გონება გულგრილი ვერ დარჩება*
*თქვენი გულის სპონტანური ენთუზიაზმის მიმართ.*უთხარით საკუთარ თავს: „თუ ჩემი წყარო ღმერთია - აბსოლუტური და უსასრულო სინათლე, მაშინ ერთხელაც მე აუცილებლად დავბრუნდები მასთან. სამწუხაროდ, დედამიწაზე ყოფნის დროს მე მქონდა გარკვეული არაჯანსაღი და დამანგრეველი გამოცდილებანი. ახლა მე უნდა გავთავისუფლდე მათგან. ამისთვის მე უნდა მოვახდინო კანცენტრაცია მხოლოდ ღვთაებრივზე, იმაზე, რაც აღმასრულებს და არა იმაზე, რაც გზას მიღობავს“. ამგვარად თქვენ შეგიძლიათ გაცნობიერებულად შეიტანოთ სინათლე მთელ თქვენს არსებაში, და თქვენი ბნელი ოთახი-დეპრესია გარდაიქმნება სინათლით სავსე ოთახად.
ნება მომეცით, მაგალითი შემოგთავაზოთ. რას იზამთ, თუ დისკვალიფიცირებული იქენით რბოლიდან? დაელოდებით მეორე დღეს და ხელახლა ცდით მიზნის მიღწევას. თუ უარს იტყვით ამაზე უბრალოდ იმიტომ, რომ უიღბლო გამოცდილება გქონდათ, თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ მიზანს. სავალალო გამოცდილება შეუძლებელია იყოს საბოლოო გამოცდილება. მიიღეთ ის როგორც ღრუბელი. თქვენ აუცილებლად გამოხვალთ ამ ღრუბლიდან. ბრძენი მიიღებს უიღბლო გამოცდილებას, როგორც გამოწვევას, ხელსაყრელ შემთხვევას, მხიარული ღიმილით შეხვდეს არასასიამოვნო რეალობას. სულელი დაწყევლის თავის ბედს და სხვებსაც. ის დარწმუნებულია, რომ ასეთი უბედობა მხოლოდ მის თავსაა. ცხოვრების ყველა გამოცდილება შეიძლება მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყოს, თუ მათ როგორც საჭიროა, ისე მივიღებთ.
თუ იცით, რომ დეპრესიის შხამით ხართ მოწამლული, თქვენ ანტიდოტი - სიხარული უნდა მიიღოთ. ამას გააკეთებთ, თუ გაიხსენებთ, რომ ოდესღაც ხალისით სავსენი იყავით, და როგორ გშველიდათ ის.სიხარული ნიშნავს შეგნებულად გვახსოვდეს ჩვენი შინაგანი ღვთაებრიობა. როდესაც ბედნიერები ვართ, ჩვენ არ ვაკრიტიკებთ ღმერთს. პირიქით, ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ. თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სპონტანური აღტაცება იმაზე ფიქრით, თუ რანი იყავით, და მადლიერების გრძნობით აივსოთ იმის გამი, რადაც იქეცით. დაინახეთ, რამდენად წახვედით წინ, და ამ წინსვლით იგრძენით, რომ მიზნისკენ მიქრიხართ.
უეჭველად,
გაბედული ენთუზიაზმით და უცვლელი სიხარულით ყველაფრის მიღწევა შეიძლება დედამიწის ზურგზე.*რომელსაც ზეშთაგონებულად უყვარს*
*აისი-მისწრაფება.**ჩემია ცხოვრება,*
*რომელსაც გულწრფელად უყვარს**დაისი-შებრალება.*
თანაგრძნობა სულიერი მაგნიტია. ის გვიზიდავს სხვებისკენ. როდესაც ვავლენთ თანაგრძნობას და მზრუნველობას, ჩვენ ვხედავთ, რომ შინაგანი მაგნიტი მუშაობს.
თანაგრძნობა ურთიერთგაგებას ეფუძნება. თუ მუხლი მტკივა, ხელს ვადებ, ვზრუნავ მასზე. რატომ? იმიტომ რომ ვგრძნობ, რომ მუხლი ჩემი არსების განუყოფელი ნაწილია. ამის მსგავსად, თუ ვინმესთან ერთობას ვგრძნობთ, თანაგრძნობა ძალიან ადვილად ჩნდება. თუ სხვა ადამიანის ტანჯვას განვიცდით როგორც საკუთარს, თუ გვსურს, რომ ამ ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვიქცეთ, მაშინ ჩვენი თანაგრძნობა, მზრუნველობა და სხვა ღვთაებრივი თვისებები დაუყოვნებლივ გამოვა წინა პლანზე.
ჩვეულებრივად, ეგრეთ წოდებულ თანაგრძნობაში, რომელსაც ერთი ადამიანი მეორის მიმართ ავლენს, იგულისხმება განცალკევებულობისა და უპირატესობის გრძნობა. ის ვინც ფიქრობს, რომ თანაგრძნობას ავლენს, - ზემდგომია, ის კი, ვინც თანაგრძნობის ობიექტია, - ქვემდგომია. ზოგერთ ადამიანს სურვილი აქვს გვაგრძნობინოს, რომ ის ჩვენზე უფრო სუფთა და სულიერად ძლიერია. მას ჰგონია, რომ თანაგრძნობით გვეპყრობა, მაგრამ ეს სულაც არაა თანაგრძნობა.
ჭეშმარიტი თანაგრძნობა არა უპირატესობის გრძნობიდან მოდის, არამედ ერთიანობის გრძნობიდან. თუ არის ერთიანობის გრძნობა, მაშინ აუცილებლად აქვე იქნება ყველაფერი ღვთაებრივი, შთამაგონებელი, გამსხივოსნებელი და ასრულების მომტანი. ჭეშმარიტი თანაგრძნობა მოიცავს ჩვენს ყველა კარგ თვისებას: კეთილმოსურნეობას, თვითგაცემას, მზადყოფნას გამოვადგეთ კაცობრიობას. ჩვენ შევძლებთ ამ თვისებების შეთავაზებას, თუ ერთიანობის გრძნობა გვექნება სხვებთან.
ჩემი დილა იწყება
იმის განცხადებით, რომმიმტევებლობით სავსე ღვთის თვალი
ჩემია, საკუთრივ ჩემი.თუ ღმერთის გვეშინია, მაშ როგორღა უნდა მივეახლოთ მას ან რამე მივიღოთ მისგან? თუ ბავშვს მამის ეშინია, ის მას მოერიდება. მაგრამ, თუ ბავშვს უყვარს მამა, მაშინ ბავშვი იგრძნობს, რომ მამა გამოიყენებს თავის ძალას არა მის საცემრად, არამედ დასაცავად.
თუ აშკარად გრძნობთ, რომ ცუდად მოიქეცით, მაშინ, უბრალოდ, გაიქეცით მარადიული მამისკენ თქვენი ლოცვით და მედიტაციით. ის გიმოიჩენს თავის უდიდეს თანაგრძნობას და შეგინდობთ თქვენს შეცდომას. ღვთის შენდობა შეცვლის თქვენს ბედისწერას.ბავშვივით როცა ატირდებით, უზენაესის დიდი თანაგრძნობა გადმოვა თქვენზე. მართლიაც, როცა ბავშვი ტირის, მან იცის, რომ დედა იმწამსვე მასთან გაჩნდება და გასაჭირში უშველის. თუ თქვენ ზეშთაგონებულად, სულის სიღრმიდან შეევედრებით, თქვენი ვედრება აუცილებლად იქნება შესმენილი დედა-ღმერთის და მამა-ღმერთის მიერ.
*ღმერთის ერთადერთ შეხებასაც კი*
*მისი შებრალების სიმაღლიდან**შეუძლია კაცის უთვალავი,*
*წარმოუდგენელი სისუსტე გარდაქმნას**ღვთის უსასრულო,*
*უკვდავ და ყოვლისშემძლე ძალად.**შეძრწუნვის საუკეთესო შთანთქმელია.*
*მოთმინება**სიმშვიდის უმაღლესი აღმომჩენია.*
*მოთმინება**სრულყოფილების უდიდესი თაყვანისმცემელია.*
მოთმინება არაა რაღაც პასიური. პირიქით, მოთმინება დინამიურია; ის ყოველთვის წინ მიიწევს, მიზნისკენ. მოთმინება მტკიცედ იზრდება, და მას ყოველთვის თან ახლავს სიმშვიდე.
მოთმინება ისაა, რაც ახანგრძლივებს დროს. დედამიწაზე ჩვენი დრო ძალიან შეზღუდულია. მოთმინება ისეთ რამედ უნდა მივიჩნიოთ, რაც აფართოებს დროის საზღვრებს. როდესაც გრძელ დისტანციას გავრბივართ, მიზანი შორი გვეჩვენება, ჩვენ იმ წუთშივე გვსურს მისი მიღწევა. თუ მიზნის მიღწევისთვის დროის ლიმიტს არ ვაწესებთ, მაშინ მოთმინების სინათლეს შეუძლია იმუშაოს ჩვენში და ჩვენი მეშვეობით.
თუ გრძნობთ, რომ მუდმივად დროს ებრძვით, შეცდომას ჩადიხართ. ნაცვლად ამისა, იგრძენით, რომ ყოველ მომენტს მიყავხართ თქვენი დანიშნულებისკენ და ეს წინსვლა თავისთავად უკვე მიზნის ნაწილია. დროსთან ბრძოლის ნაცვლად, ჩვენ ძალიან უნდა ვეცადოთ ყოველი წამიდან სულიერი სარგებლის მიღება.
გზა მიზნისკენ შეიძლება გრძელი იყოს. ზოგჯერ მოგეჩვენებათ, რომ დაუსრულებელ გზას ადგახართ უნაყოფო უდაბნოში, და მიზანი კვლავ მიუღწეველია. მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ უბრალოდ იმიტომ, რომ მანძილი შორი გეჩვენებათ. თქვენ ღვთაებრივი ჯარისკაცი უნდა იყოთ და მამაცურად და დაუღალავად მიიწევდეთ წინ. მოთმინება ჩვენში ფარული ღვთის ძალაა, რომელიც გვაძლებინებს უამრავ ცხოვრების ქარიშხალში.
იმისთვის რომ განვავითაროთ მოთმინება, ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, რომ მიზანს ჩვენც ისევე ვუნდივართ და ვჭირდებით, როგორც ჩვენ გვსურს და გვჭირდება ის. მიზანი მზადაა მიგვიღოს და მოგვცეს ყველაფერი, რაც მას აქვს, მაგრამ ის ამას გააკეთებს ისე, როგორც თავად სურს, ღვთისგან არჩეულ დროს.
თუ შეძლებთ სიხარულის შენარჩუნებას თქვენს გონებაში, გულში, სუნთქვაში, ყველა თქვენს ქმედებაში, მაშინ თქვენ განივითარებთ მოთმინებას. თქვენ უნდა უთხრათ საკუთარ თავს: „რა ძნელიც არ უნდა იყოს გზა, ოღონდ ბოლომდე მივაღწიო და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება!“ თქვენი ოცნება სიხარულზე მოთმინებას მოგანიჭებთ და გადაგარჩენთ.
*მოთმინება სულის ძალაა*
*დაფარული.**მოთმინება გულის ციხე-სიმაგრეა*
*აშენებული.*გულწრფელი სწრაფვა მიზნისკენ არ ნიშნავს იმას, რომ მოთმინება არ გაგაჩნდეს. უფროსკლასელი, რომელიც ხედავს, რომ მის ძმას მაგისტრის ხარისხი აქვს, შეიძლება ასევე გულით მიისწრაფოდეს იმავე მიზნისკენ. მაგრამ დროს ხომ ანგარიში უნდა გაუწიოს, წლები დასჭირდება მიზნის მისაღწევად და თუკი ახლა სწავლას უგანებს, გამოცდებზე ჩაიჭრება. როგორღა შეძლებს უნივერსიტეტში მოხვედრას?
დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ წინსვლა თანდათან ხდებოდეს. თუ დავკარგავთ მოთმინებას, ჩვენ ასევე დავკარგავთ შთაგონებას და ვერასოდეს მივაღწევთ მიზანს. თუ ყოველთვის გულწრფელნი და მომთმენნი ვიქნებით, მცდელობაც კმაყოფილებას მოგვიტანს. ჩვენი ამჟამინდელი კმაყოფილება შეიძლება არ იყოს სრული, მაგრამ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის აუცილებლად სრული გახდება.ბოპდები ყოველდღე სალოცავად და მედიტაციისთვის მიდიოდა დიდ ტბასთან ახლოს მდგარ ხესთან. აქედან ის ხედავდა ქალებს, რომლებსაც თან ცარიელი დოქები მოქონდათ და ტბიდან ავსებდნენ. ბოპდებმა შენიშნა, რომ ქალები ავსებდნენ თავის დოქებს, დგამდნენ მათ ქვის საფეხურებზე და შემდეგ ბანაობდნენ ტბაში. გაგრილების შემდეგ ისინი წყლით სავსე დოქებით სახლში ბრუნდებოდნენ. ერთხელაც, როდესაც ირგვლივ არავინ იყო, ბოპდებმა შენიშნა, რომ საფეხური, რომელზეც ქალები დგამდნენ დოქებს, დადაბლდა. ბოპდებმა გაიფიქრა: „იმის გამო, რომ ქალები აქ დოქებს გამუდმებით დგამენ, ქვაც გაიცვითა. თუ ქვა შეიძლება გაიცვითოს, ჩემი ტვინი რითაა ნაკლები?“ ამ შემთხვევამ ასწავლა მას მოთმინება და გულმოდგინება.
ბოპდები უფრო სერიოზულად შეუდგა ლოცვასა და მედიტაციას, და რომოდენიმე დღის შემდეგ მან ხელახლა დაიწყო თავისი ძველი სანსკრიტული გრამატიკის წიგნების კითხვა. ის ყველაზე ცუდი მოწაფე იყო სანსკრიტში, მაგრამ ახლა მას შეეძლო დაემახსოვრებინა ის, რასაც კითხულობდა. ის აგრძელებდა სწავლას. მოთმინებით და დაჟინებით საბოლოოდ ის სანსკრიტის უდიდესი მცოდნე გახდა ინდოეთში, განსაკუთრებით - გრამატიკისა.
მოთმინებას გარედან თავზე ვერასოდეს მოგვახვევენ. ეს ჩვენი საკუთარი შინაგანი სიმდიდრეა. ერთხელაც ბოპდებივით თქვენც იხილავთ, რა როლს ითამაშებს მოთმინება თქვენს ცხოვრებაში. მიხვდებით, რომ თქვენი სანუკვარი ოცნებები გარდაიქმნება ნაყოფიერ რეალობად, თუ იცით საიდუმლო, როგორ გაზარდოთ თქვენი გულის შიგნით მოთმინების ხე.
*თქვენს დამარცხების ხესა*
*და გამარჯვების ხეს შორის**იზრდება კიდევ ერთი ხე:*
*თქვენი მოთმინების ხე.*სრულყოფილება უცებ ვერ გაჩნდება. ამისთვის დროა საჭირო. ჩვენში სულისმიერი მოთმინება უნდა აღვზარდოთ. მოთმინება არ ნიშნავს, დავნებდეთ ცხოვრების სასტიკ რეალობას. არა, მოთმინება შინაგანი სიბრძნეა. ჩვენი შინაგანი სიბრძნე გვეუბნება, რომ ღვთაებრიობის გამოსავლენად გარეგან პლანზე დროა საჭირო. ის, რაც ჭირდება გარეგან სამყაროს - ზეშთაგონებული მოთმინებაა. მხოლოდ მაშინ შეუძლია ჭეშმარიტებას გაიზარდოს ჩვენში თავისი ნებისამებრ.
გუშინ
მოთმინება დასაწყისი იყოჩემი სრულყოფილებისა.
დღესმოთმინება აყვავებაა
ჩემი კმაყოფილებისა.*ტკბილი იმედის მდინარეში.*
ხშირად იმედს ვუცქერთ, როგორც რაღაც სათუთს და ტკბილს - როგორც დამამშვიდებელ გრძნობას, ბალზამს გონებისთვის. მაგრამ იმედი მყარი და ძლიერი რამაა. მასში ფარული ძალაა, ვინაიდან დღევანდელი იმედი, საბოლოოდ, ხვალინდელ რეალობად იქცევა.
თუ იმედი უბრალოდ რაღაც სურვილია, მაშინ თქვენი ცნობიერება არ უპასუხებს მას. მაგრამ თუკი ის მნიშვნელოვანია, ხილვის მაგვარი, რომელიც ცდილობს აყვავდეს თქვენს გულში, ის აამაღლებს თქვენს ცნობიერებას.
ყოველი დღე უნდა მოგევლინოთ, როგორც ახალი იმედი, ახალი დაპირება, ახალი მისწრაფება. თუ ფიქრობთ, რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ახალი დღე იქნება მხოლოდ, წინათა მსგავსი, თქვენ წინ ვერ წახვალთ. ყოველდღე ენერგიით უნდა ავსებდეთ საკუთარ თავს. რადგანაც მხოლოდ სიახლით შეძლებთ წარმატების მიღწევასა და თვითდაძლევას.ყოველდღე უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ რაღაც ახალი გვაქვს გასაკეთებელი. ყოველდღე ჩვენ წინ მივიწევთ. თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავის დაძლევა მხოლოდ თქვენი სიხარულის აღმოჩენით და მისი შენარჩუნებით. თუ აღმოაჩენთ თქვენს სიხარულს და შეინარჩუნებთ მას, ყოველთვის გექნებათ ენერგია კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად.
*დაე, ჩემი გონება ყოველ დილით*
*გაბრწყინებული იმედის სხივებივით მშვენიერი ხდებოდეს.*მოლოდინი მიწიერს მიგვაჯაჭვებს და გვზღუდავს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი როლი ნებისმიერი პირადი ჯილდოს მოლოდინის გარეშე. ამ დროს დაგვრჩება მხოლოდ ტკბილი იმედი. იმედი ტკბილი, ღვთაებრივი და გამამხნევებელი რამაა. როდესაც რაღაცის მიღების იმედი გვაქვს და მას ვერ ვიღებთ, ჩვენ არ ვბრაზდებით ან არ ვკარგავთ იმედს იმიტომ, რომ იმედში ღვთის ხელი ურევია. ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი იმედი ხვალინდელი რეალობაა, და ამ ცოდნიდან ჩვენ უზარმაზარი შინაგანი ძალის გამოტანა შეგვიძლია.
*სიმშვიდე იწყება* *მაშინ, როცა მთავრდება მოლოდინი.*
ვთქვათ, დღეს მე იმედი მაქვს, რომ ხვალ ძალიან გულწრფელი მაძიებელი გავხდები. თუ ეს უბრალოდ კეთილი სურვილია, ხვალ დილით ის სურვილი მე ღრმა ძილში მნახავს. მაგრამ თუ ეს ღვთაებრივი იმედია, მაშინ დაუყოვნებლივ მეწვევა შთაგონება და მაიძულებს ვიმოქმედო. მე ვიგრძნობ, რომ, უბრალოდ, ფიქრი ან იმედი იმისა, რომ ვინმე გავხდები, არ კმარა. მე შევალ მოქმედების ფაზაში. ამ დროს იმედი მოქმედების დედაა. თუ ვიაქტიურებთ, ჩვენს იმედს რეალობად ვაქცევს.
ყველა წმინდა იმედი
კურთხეული ძღვენია ზეცის გულიდან.რა უნდა ქნათ, როცა კარგავთ იმედს? უნდა იგრძნოთ, რომ თქვენი იმედი აუცილებლად იქცევა რეალობად სწორედ იმიტომ, რომ მისწრაფების სამყაროში ხართ. თქვენ მიისწრაფვით ყველაზე გულწრფელად და თავდადებულად. თქვენ სწორად იქცევით. თუ ჭეშმარიტება ან განხორციელება, რომლებსაც ისახავდა თქვენი ოცნება, ჯერ ვერ გამოვლინდა, ნუ იღელვებთ. მხოლოდ იგრძენით იმის აუცილებლობა, რომ თქვენი მისწრაფების ალი კაშკაშებდეს უფრო ძლიერად, უფრო ინტენსიურად.
**იმედი სუფევს, ამიტომაც ვცოცხლობ.*
*უთვალავმა იმედგაცრუებამ ვერ დამაშინა.**კვლავ ცოცხალი ვარ და ვფეთქავ, სიცოცხლით სავსე.*
*შავი ღრუბელი გაიფანტება,**დილის მზე კვლავ გამოჩნდება*
თავის ღვთაებრივ დიდებაში.**მაგრამ ყველაზე საყვარელი შვილის სახელი*
*სიმშვიდეა.*
სულიერი მოგზაურობის დასაწყისში, თითქმის ყველა ადამიანი გრძნობს, რომ სიმშვიდე მიუღწეველია. როდესაც ჩვენი მისწრაფების ალი მაღლა და მაღლა მიიწევს, შინაგანი სიმშვიდე სპონტანურად იწყებს გაფურჩქვნას ჩვენი არსების გულის სიღრმეში. ერთხელაც ჩვენ შევამჩნევთ, რომ სიმშვიდის ზღვაში ვცხოვრობთ და სიმშვიდისგან განუყოფელნი ვართ.
სიმშვიდე ხელშესახები რამაა. ის ახშობს გონებიდან გამომავალ ენერგიას და კვებავს მისწრაფებულ გულს. სიმშვიდე არ არის უბრალოდ ჩხუბისა და ბრძოლის არარსებობა. ნამდვილ სიმშვიდეზე ზეგავლენას ვერ ახდენს სამყაროს ღრიანცელი და აყალ-მაყალი, ვერც შინაგანი და ვერც გარეგანი. სიმშვიდის ზღვა ჩვენს განკარგულებაშია, თუ მივსდევთ სულიერ ცხოვრებას.სიმშვიდის მოპოვების კიდევ ერთი ადვილი გზაა, ვიგრძნოთ, რომ არაფერია მეტისმეტად მნიშვნელოვანი. ყველას შეუძლია მოგვატყუოს ან მიგვატოვოს, ოღონდ ღმერთმა არ მიგვატოვოს, და ჩვენ არ მივატოვოთ ღმერთი. ღმერთი არასოდეს მიგვატოვებს იმიტომ, რომ ის განხორციელებული შეწყალებაა, და მთელი ძალითაც რომ ვეცადოთ, ჩვენ ვერ მივატოვებთ ღმერთს იმიტომ, რომ ის ყველგანმყოფია. შეუცვლელი არაფერია დედამიწაზე, გარდა ღმერთისა. თუ შეგნებულად და მუდმივად ვაგრძნობინებთ საკუთარ თავს, რომ მხოლოდ ის არის შეუცვლელი, მაშინ ვერაფერი შეძლებს ჩვენი გონების სიმშვიდის წართმევას.
სიმშვიდეს ვაღწევთ,
როდესაც არაფერს ველოდებითსამყაროსგან,
და მხოლოდ გავცემთ, გავცემთ და გავცემთუპირობოდ
იმას, რაც გვაქვს და იმას, რაც ვართ.დილაადრიან, სანამ ცხოვრების ორომტრიალში შეაბიჯებთ, რეგულარულად უნდა იმედიტიროთ თხუთმეტი წუთი ან ნახევარი საათი. მაშინ, როდესაც სახლიდან გახვალთ, თქვენ საიმედოდ დაცულნი იქნებით არა ჯავშნით, არამედ ღვთაებრივი აზრებით, ღვთაებრივი იდეებით და ღვთაებრივი მიზნით.
როცა სწორად ვმედიტირებთ, ჩვენ აუცილებლად ვგრძნობთ გონების სიმშვიდეს. ჩვენ ასევე აუცილებლად ვგრძნობთ, რომ გვაქვს ძალიან დიდი გული, რომელსაც შეუძლია დაიტიოს მთელი სამყარო. ჩვენ ვიგრძნობთ სპონტანურ სიხარულს. ზოგჯერ არც გვეცოდინება საიდან მოდის ეს სიხარული, მაგრამ სინამდვილეში ის ჩვენი მედიტაციიდან მოდის.
ღრმად ჩვენში მარადიული მდუმარება, სიმშვიდე და წონასწორობაა. როდესაც სრულიად მშვიდად და წყნარად ვართ, ვგრძნობთ, რომ შინაგანი ცხოვრება გვთავაზობს საკუთარ ენერგიას. ჩვენ ადამიანურ გონებას შეიძლება არც ესმოდეს ამ ენერგიის იმიტომ, რომ ის გონებაში არ იბადება. მაგრამ ჩვენი გული იღებს ამ ენერგიას სულისგან.
ღრმა მედიტაციის დროს მხოლოდ გული მოქმედებს. გონების აქტიურობა მთლიანად წყდება. გული საკუთარ თავს სიმშვიდესთან აიგივებს, სიმშვიდეში კი ჩვენ ვზრდით შინაგან ჭეშმარიტებას და შინაგან სინათლედ ვიქცევით.
მე ვმედიტირებ
ისე, რომ შემიძლია ავავსოჩემი შინაგანი არსება
სიმშვიდის ყოვლისშემძლე ძალით.ჭამის შემდეგ, თქვენ, ჩვეულებრივ, არ დარბიხართ და არ ვარჯიშობთ. მსგავსად ამისა, როცა სულიერი საკვები - სიმშვიდე, სინათლე ან ნეტარება მიიღეთ, თქვენ ჩუმად და წყნარად უნდა იყოთ გარკვეული დროის განმავლობაში. სანამ შეთვისება არ მოხდება, არსებობს რეალური შესაძლებლობა, იმისა, რომ მიღებული სიმშვიდე გაუჩინარდება. მაგრამ, როდესაც ის შეთვისებულია, ის ხდება თქვენი არსებობის ნაწილი და თქვენ ვერასოდეს დაკარგავთ მას. ურთიერთობა იმ ხალხთან, ვინც სულიერებას მიყვება და რეგულარულად მედიტირებს, ასევე დაგეხმარებათ სიმშვიდის შეთვისებაში.
*ნელა და გულმოდგინედ უნდა აჩუმებდეთ თქვენს გონებას,*
*რათა სიმშვიდის მტრედმა შეძლოს მასში დაბუდება.*იყო დიდი ინდოელი მეცნიერი, დოქტორი სატიენდრანათჰ ბოში. სამეცნიერო სამყაროში მისი სახელი ნამდვილად უკვდავია, არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც კი. ის არა მხოლოდ დიდი იყო, არამედ ასევე ძალიან კარგი, კეთილი და თავმდაბალი ადამიანი. მას ბავშვის გული ჰქონდა.
ბოშს განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები და ბევრს თამაშობდა მათთან. ერთ თამაშს, რომელიც მას გამორჩეულად უყვარდა, კარამი ერქვა. ერთხელაც, ის ძალიან გაერთო ამ თამაშით. ხანდაზმული კაცი მიუახლოვდა მათ და დიდხანს ადევნებდა თვალს თამაშს. გარკვეული დროის შემდეგ მეცნიერმა კითხა მას: „რით შემიძლია გემსახუროთ?“
კაცმა უპასუხა: „ხვალ ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული შეხვედრა იმართება. მე დიდად მადლიერი ვიქნებოდი, თქვენ რომ ყოფილიყავით თავმჯდომარე ჩვენს კრებაზე.“
მეცნიერმა თავაზიანად უპასუხა: „არა, არ შემიძლია. მაპატიეთ. გთხოვთ, ვინმე სხვა მონახეთ.“
უცნობი თავისას გაიძახოდა: „ოჰ! ძალიან გვჭირდებით! არავინაა თქვენისთანა სახელოვანი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ მოხვალთ და კრებას გაუძღვებით.“
მეცნიერმა ძალიან თავაზიანად უპასუხა: „ხვალ ამ დროს ვერ მოვალ იმიტომ, რომ ჩემი პატარა მეგობრები სათამაშოდ მელოდებიან. არაფერი მაძლევს უფრო დიდ სიხარულს, ვიდრე ბავშვებთან თამაში. მე ასობით კრებას ვუძღვებოდი, მაგრამ იქ მე სიხარულს ვერ ვიღებდი.
მე სიხარული მინდა, თქვენ სიხარული გინდათ, ყველას უნდა სიხარული. ჩემთვის ეს თამაში უსასრულოდ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავჯდომარეობა, რომელსაც მთავაზობთ. ვიცი, რომ ჭკუადამჯდარი და ინტელექტუალური ხალხი მოდის ამ შეხვედრებზე თავისი კამათის მოყვარულე გონებით. მე მხოლოდ გული მსურს, წრფელი და სუფთა გული, გული-ერთობა. მას კი აქ ვპოულობ, ჩემს პატარა მეგობრებთან.
მე დავპირდი მათ, რომ ხვალ მათთან ვითამაშებ, და ამას ნამდვილად შევასრულებ. მე მხოლოდ გულში მსურს დარჩენა. მე ჩემი გონების როლი ვითამაშე, ახლა კი ჩემი გულის როლს ვთამაშობ. კმაყოფილება იქაა, მხოლოდ იქაა. სიმშვიდე იქაა, მხოლოდ იქაა.
*ო, მშვიდობაზე მეოცნებენო, მოდით.*
*მოდით, ერთად ვიაროთ.**ო, მშვიდობის მოყვარულნო, მოდით.*
*მოდით, ერთად ვირბინოთ.**ო, მშვიდობის მსახურნო, მოდით.*
*მოდით, ერთად გავიზარდოთ.*ორნაირი ომი არსებობს: შინაგანი და გარეგანი. შინაგან ომში ჩვენი სული ებრძვის შეზღუდვებს, უვიცობას და სიკვდილს. გარეგან ომში ადამიანი ადამიანს ებრძვის, ერი ერს ებრძვის. ეს გარეგანი ომები დამთავრდება იმ შემთხვევაში, თუ შინაგანი ომი შეწყდება. ჩვენ ვიბრძვით იმიტომ, რომ ღრმად ჩვენში დისჰარმონია, შიში, მღელვარება და შფოთია. როდესაც სიმშვიდე, სიხარული, სისავსე და აღსრულება გვექნება, ჩვენ აღარ გავაჩაღებთ ომებს.
*ახლა შიში, ეჭვი, შფოთი, დაძაბულობა და დისჰარმონია*
*საყოველთაოდ ბატონობს.**მაგრამ დადგება დრო, როცა ეს ჩვენი სამყარო*
*სიმშვიდით გაიმსჭვალება.**ვინ მოახდენს ამ რადიკალურ ცვლილებას?*
*ეს თქვენ იქნებით: თქვენ და თქვენი ძმები და დები.**თქვენ და თქვენი გული-ერთობა გაავრცელებს სიმშვიდეს*
*მსოფლიოს ყველა კუთხეში - ერთი ბოლოდან მეორეში.**ჩემმა მეგობარმა-უბრალოებამ მოჭრა ჩემი ნატვრის ხე.*
*გულწრფელობა ჩემი საუკუნო მეგობარია.**ჩემმა მეგობარმა-გულწრფელობამ გაწყვიტა ჩემი დანაშაულის გრძნობის ჯაჭვი.*
თუ უბრალო ცხოვრებით ვცხოვრობთ, ვიგრძნობთ, რამდენად ბედნიერები და იღბლიანები ვართ. ზოგიერთები თვლიან, რომ უბრალოება თითქმის სისულელის ტოლფასია. მაგრამ უბრალოება და სისულელე ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსი. ადამიანი შეიძლება ბავშვივით უბრალო იყოს, და ამავე დროს, ფლობდეს უსაზღვრო ცოდნას, სინათლეს და სიბრძნეს.
სულიერი მოგზაურობის დროს ბევრი რამის სწავლა გვიწევს, და ასევე ბევრი რამის დავიწყება. ყოველთვის, როცა რაღაცას ვივიწყებთ, ცხოვრება უფრო მარტივდება და გონების სიმშვიდეს მოვიპოვებთ. ვივიწყებთ შიშს, ეჭვს, მღელვარებას, შურს, წყრომას და არაგულწრფელობას. ჩვენ ვივიწყებთ მიწიერზე მიჯაჭვული ცხოვრების წესებს, გაწაფული გონების გაკვეთილებს თავისი უზომო ეგოთი. რაც უფრო მალე ვივიწყებთ ამ რაღაცეებს, მით უფრო გონიერნი ვხდებით.
იყო უბრალო, ნიშნავს გარბოდე ღმერთისკენ სიბნელის, შფოთისა და უსუფთაობის გარეშე. ღმერთი თავისთავად ძალიან უბრალოა. თუ გავიგივდებით მის უბრალოებასთან, გაუგებრობა და სირთულე გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან.
*უბრალოება ამოკლებს*
*ღვთის შეცნობისკენ მიმავალ გზას.*ერთხელ ბაღში მუშაობდა, რაღაცას ბარავდა და რგავდა. ძალიან უბრალო სამუშაო ტანსაცმელი ეცვა. რამოდენიმე ხანშიშესული კაცი მიუახლოვდა მას და ერთ-ერთმა კითხა: „ვერ გვეტყვი, სად ვნახოთ პრემიერ-მინისტრი?“
„რა თქმა უნდა, გეტყვით, - უპასუხა მან. - დაიცადეთ, მე დავუძახებ მას.“
ის შევიდა სახლში, დაიბანა ხელები, ჩაიცვა კურტა და დჰოტი, გარეთ გავიდა და მათ წინაშე წარსდგა.
მათ დაიყვირეს: „შენ ისევ მოხვედი! არ უთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ ჩვენ აქ ვართ? ჩვენ პრემიერ-მინისტრის ნახვა გვსურს და არა შენი.“
ამჯერად მებაღე უფრო სერიოზული გახდა: „პრემიერ-მინისტრი აქ არის. მე ვარ პრემიერ-მინისტრი.“
\- „თქვენ ინდოეთის პრემირ-მინისტრი ხართ?“
\- „დიახ!“
ზოგმა თავი დაუკრა, ზოგი შოკირებული იყო, ზოგმა თავი უხერხულად იგრძნო.
„ჩვენ გვეგონა, რომ თქვენ უბრალო მებაღე იყავით.“ - უთხრეს მათ.
პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „მე ისე მიხარია, რომ თქვენ ვერ შეიცანით ჩემში ინდოეთის პრემიერ-მინისტრი! მე მსურს, რომ მსოფლიო საქმეებით მცნობდეს და არა გარეგნობით. მე მსურს ყოველთვის დავრჩე უბრალო და თავმდაბალი.“
ამ პრემიერ-მინისტრს ლალ ბაჰადურ შასტრი ერქვა. ის იყო სისადავის და სულგრძელობის განასახიერება. ლალ ბაჰადურ შასტრის არცერთი მტერი არ ყოლია. მისი საკუთარი პარტიაც და ოპოზიციაც ერთნაირად თაყვანს სცემდა პრემიერს და აღფრთოვანებული იყო მისი კეთილშობილებით, მისი ცხოვრების უბრალოებით და სიწმინდით.
*გინდა ბედნიერი იყო?*
*სუნთქვასავით უბრალო* *გახადე შენი ცხოვრება.*ჩვენ ყოველთვის ვიცით გულწრფელები ვართ თუ არა. როდესაც გრძნობა გამოდის წინა პლანზე გულის ფარული სიღრმეებიდან, ის აუცილებლად გულწრფელია. მაგრამ გონებასთან მიმართებაში ყველაფერი სხვაგვარადაა. გონება ყოველთვის უარყოფს იდეებს, თავად გონებიდანვე მოსულს. ამ წუთში ჩვენ ვგრძნობთ, რომ ეს სწორია და მზად ვართ ვიბრძოლოთ ამისთვის, მეორე წამს ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია. როდესაც ჩვენი აზრი მერყევია, და ჩვენ დასაბუთებას მასზე ვაგებთ, ეს დასაბუთება ვერანაირად ვერ იქნება გულწრფელი.
ჩვენ გონება უნდა შევთავაზოთ გულს. თუ ჩვენ კონცენტრაციას მოვიკრებთ გულზე, მაშინ იოლად შევძლებთ ვიგრძნოთ ის, რაც გამოდის წინა პლანზე - სრული გულწრფელობა. გულში სულია დავანებული. სული სხვა არაფერია, თუ არ გულწრფელობის ნაკადი. მეტიც, ის სულიერების ნაკადია.
არსებობს გულში დარჩენის ადვილი გზა. იგრძენით, რომ თქვენ გაშალეთ ბადე, რომლითაც დაიჭირეთ მთელი სამყარო. ამ ბადეში თქვენ ყველას სიხარულს აჩუქებთ, და ყველა თქვენ გაჩუქებთ სიხარულს. როდესაც თამაშზე ფიქრობთ, თქვენ გულად იქცევით. გული სიხარულია, თამაში სიხარულია და მოთამაშეც სიხარულია. დაბოლოს, იგრძენით, რომ არსებობს თქვენთან მუდმივად და მარად მოთამაშე ვინმე. ეს ღმერთია, მარადიული ბავშვი.
კიდევ ერთი გზა, დავრჩეთ გულში - ვიგრძნოთ, რომ ჩვენშია ღვთაებრივი ბავშვი, მანათობელი და ისეთი ლამაზი, როგორიც ვერ იქნება ვერცერთი მიწიერი არსება. ეს ბავშვი თქვენი სულია. ჯერ იფიქრეთ თქვენს სულზე-ბავშვზე, შემდეგ კი - მის საჭიროებებზე. მას ხომ საცხოვრებელი ადგილი ჭირდება, თქვენი გული კი ყველაზე სრულყოფილი ადგილსამყოფელია.
*გულწრფელობა ნაყოფიერი ნიადაგია ჩვენს გულში.*
*ჩვენი გულწრფელობა ღვთის უბადლო ღიმილია.* *ჩვენი გულწრფელობა ღვთის შეუდარებელი სიამაყეა.*განდიმ ძმას ოქროს ნატეხი მოპარა და გაყიდა, ის ფული კი თავის მეგობარს მისცა. შემდეგ თავს უბედურად გრძნობდა ქურდობის გამო.
ის ყველაფერს უყვებოდა საკუთარ მამას. მამისგან არაფერი ჰქონდა დამალული. მიუხედავად იმისა, რომ მამა ძალიან ავადმყოფობდა და საწოლს იყო მიჯაჭვული, განდიმ მას ბარათი მიწერა: „მე ოქროს ნატეხი მოვპარე ძმას. ამის გამო ძალიან ვწუხვარ და უბედური ვარ. გთხოვ, მაპატიე.“
როდესაც მამამ ეს ბარათი წაიკითხა, ის საწოლიდან წამოდგა. განდის ეგონა, რომ მამა დაარტყამდა. მაგრამ მამას თვალებზე ცრემლი მოადგა. განდიმ გაიფიქრა, რომ მამას გული გაუტყდა მასზე, რადგან ძმას ოქრო მოპარა, ამის გამო უფრო უარესად იგრძნო თავი. ბოლოს, მამამ დახია ბარათი და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
განდი არწმუნებდა მამას: „მამა, მე აღარასოდეს მოვიპარავ. ეს პირველად და უკანასკნელად იყო. გთხოვ, ნუ ტირი.“
გულაჩუყებულმა მამამ უთხრა: „შვილო, მე ვტირი არა იმიტომ, რომ შენ რაღაც მოიპარე, არამედ შენი გულწრფელობის გამო. შენ ყოველთვის ასეთი ალალმართალი ხარ. მე არ ვიცი სხვა შენისთანა გულწრფელი ადამიანი. ვამაყობ შენით.“
არიან ადამიანები ბუნებრივად გულწრფელნი და ასევე - ბუნებრივად არაგულწრფელნი. კურთხეულ არიან ისინი, ვინც განდივით, გულწრფელნი იბადებიან. მაგრამ თავს ნუ დაიწყევლიან არაგულწრფელნი; თუ, ისინი ნამდვილად ისურვებენ, გახდნენ გულწრფელნი, უსასრულოდ შემწყალებელი ღმერთი დაეხმარება მათ.ნამდვილი გულწრფელობის განვითარების ერთერთი გზაა - ვიყოთ ზეშთაგონებულად მადლიერები. თუ შეძლებთ იმის გახსენებას, თუ რანი იყავით სულიერ მოგზაურობის დაწყებამდე და რანი ხართ ახლა, მაშინ მადლიერების წყარო ავტომატურად ამოჩქეფს თქვენში. მადლიერება ვის მიმართ? უზენაესისადმი იმისთვის, რომ შთაგაგონათ და გამოაღვიძა თქვენი შინაგანი წყურვილი. მადლიერება ყოველთვის მოიცავს გულწრფელობას. წრფელ გულსა და მადლიერებით აღსავსე ცხოვრებას ერთი გზა აქვთ.
და კიდევ, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ უფრო გულწრფელები, თუ იგრძნობთ, რომ გულწრფელობა დიდ სიხარულს განიჭებთ. სიხარული, რომელსაც ვიღებთ გულწრფელობისგან, შეუდარებელია. აბა, გაიხსენეთ ის შედეგები, რომლებიც არაგულწრფელობამ მოგიტანათ. თუ ტყუილს ამბობთ და გამოგიჭირეს, მაშინ, ბუნებრივია, თქვენ შეცბუნდებით, თქვენ თავს უბედურად იგრძნობთ. სხვებმა რომც არ გამოგიჭირონ, თქვენმა სინდისმა უკვე გამოგიჭირათ. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ რაღაც არასწორის თქმა ან გაკეთება გინდათ. შეჩერდით და დაფიქრდით: „ეს როგორ ჩავიდინო? ეს ხომ მთელს ჩემს სიხარულს გააქრობს.“ და მაშინ თქვენ ამას აღარ ჩაიდენთ. თქვენ აღმოაჩენთ, რომ არასწორი ქმედებისგან თავის შეკავება, მოგანიჭებთ უსასრულოდ მეტ სიხარულს, ვიდრე ჩადენა. სპონტანური შინაგანი სიხარული, რომელიც მოდის გულწრფელობისგან, ყოველთვის დაგეხმარებათ, სწორად მოიქცეთ.
იყავით გულწრფელნი თქვენს აზრებში,
იყავით სუფთანი თქვენს გრძნობებში.თქვენ კი არ დაედევნებით ბედნიერებას,
ბედნიერება დაგედევნებათ თქვენ.*და ამ ყვავილის სახელი სისუფთავეა.*
სისუფთავე ღვთის სუნთქვაა. თუ სუფთანი ვართ, ჩვენ შეგვიძლია ვგრძნობდეთ ღმერთს, როგორც ძალიან ჩვენიანს. სისუფთავეში შეიძლება იზრდებოდეს ჩვენი ღვთაებრიობა, სისუფთავეში შეიძლება ყვავილობდეს ჩვენი ჭეშმარიტი სიცოცხლე და ჰპოვებდეს თავის ასრულებას აქ, დედამიწაზე.
თუ შევძლებთ სისუფთავის შენარჩუნებას, მაშინ არასოდეს დავკარგავთ იმას, რაც ფასეულია. დღეს ჩვენ, იქნებ, დიადი აზრები და უზარმაზარი შინაგანი ძალა გვქონდეს, მაგრამ ხვალ მათ აუცილებლად დავკარგავთ, თუ არ გვექნება სისუფთავე.
სისუფთავის კარს ბევრი გასაღები ხსნის, მაგრამ არის ერთი, რომელიც ამ კარს ყველაზე სწრაფად ხსნის, და ეს გასაღები - გონებაში ტალღების-აზრების არქონაა. როდესაც გონება მშვიდი და წყნარია, მაშინ სისუფთავე თავისთავად ჩნდება მთელს არსებაში. თქვენ შეგიძლიათ სისუფთავის შენარჩუნება, თუ მუდმივად გრძნობთ, რომ საერთოდ არ გაქვთ გონება, თქვენ გაქვთ მხოლოდ ბავშვის გული-ყვავილი. ყოველდღე, რამოდენიმე წუთის განმავლობაში იგრძენით, რომ გონება არ გაქვთ. უთხარით საკუთარ თავს: "მე არ მაქვს გონება. მე მაქვს მხოლოდ გული". ცოტახნის შემდეგ კი იგრძენით: "მე არ მაქვს გული. მაქვს მხოლოდ სული".
როდესაც ამბობთ: "მე არ მაქვს გონება", ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოველად იქცევით. არა, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, თქვენ ამბობთ: "მე საერთო არაგერი მაქვს გონებასთან, რომელსაც ამდენი უსუფთაობა მოაქვს და ასე მაწვალებს". როდესაც ამბობთ: "მე მაქვს გული", თქვენ გრძნობთ, რომ გულს აქვს სისუფთავე. როდესაც ამბობთ: "მე მაქვს სული", თქვენ ივსებით სისუფთავით. შემდეგ, ცოტა ხანში, თქვენ უნდა წახვიდეთ უფრო ღრმად და უფრო შორს, და თქვათ არა მხოლოდ: "მე მაქვს სული", არამედ "მე ვარ სული". როგორც კი იტყვით: "მე ვარ სული" და დაიწყებთ ამ ჭეშმარიტებაზე მედიტირებას, სულის უსასრულო სისუფთავე შემოვა თქვენს გულში. გულიდან კი - გონებაში.
გონების გაწმენდის კიდევ ერთი გზა ის არის, რომ ვიფიქროთ გონებაზე, როგორც ჭუჭყიანი, ბინძური წყლით სავსე კასრზე. მხოლოდ მისი დაცარიელების შემდეგ შევძლებთ თანდათან მის ხელახლა ავსებას სუფთა წყლით. ყოველთვის ილოცეთ გონების გასუფთავებისთვის. როდესაც ვლოცულობთ, ჩვენი გონება სუფთავდება, სისუფთავე კი ზრდის ღვთის შეცნობის უნარს. სინამდვილეში სისუფთავე სხვა არა არის რა, თუ არ ღვთის შეცნობის უნარი. ყოველი ლოცვის შემდეგ ჩვენი შინაგანი ჭურჭელი უფრო და უფრო დიდდება, და მაშინ სისუფთავეს, სილამაზეს, სინათლეს და აღტაცებას შეუძლია შიგ შესვლა, და თამაში ჩვენი გულის ფარულ სიღრმეებში.
შეგვიძლია ვიფიქროთ გონებაზე, როგორც ბნელ ოთახზე, რომელსაც წლების მანძილზე არ უნახავს სინათლე. ჩვენ გვჭირდება ვინმე, ვისაც შეუძლია სინათლის შემოტანა ამ ოთახში. ეს ჩვენი სულია. ჩვენ სულის ყველაზე ახლო მეგობრები უნდა გავხდეთ, მას აქვს უნარი და სურვილი, დაგვეხმაროს, გაასხივოსნოს ყოველივე ბნელი ჩვენში. მთელი შეგნებით უნდა ვგრძნობდეთ, რომ სული ისევე გვჭირდება, როგორც სხეული. თუ ეს საჭიროების შეგრძნება გულწრფელია, სული გამოვა წინა პლანზე და გაასხივოსნებს ჩვენს გონებას.დღეს ან ხვალ ან შორეულ მომავალში თქვენ ცხოვრებას აუცილებლად გაწმენდთ ჭუჭყისგან. მაგრამ თუ ამ თვითგარდაქმნის პროცესში, სხვები ვერ გაიგებენ ან ვერ დააფასებენ თქვენს სუფთა ცხოვრებას, ნუ მიაქცევთ ყურადღებას მათ კრიტიკას. დროდადრო ჩვენ ვხედავთ, რომ ნამდვილი სულიერი მასწავლებელიც, რომელიც თოვლივით სუფთაა, უვიცი მსოფლიოს კრიტიკის მსხვერპლი ხდება.
ცხოვრობდა ერთ დროს ძენის მასწავლებელი, რომელიც ძალიან სუფთა და ძალიან გასხივოსნებული იყო. მისი სახლის მახლობლად სასურსათო მაღაზიის შენობა იდგა. მაღაზიის მესაკუთრეს ლამაზი გაუთხოვარი ქალიშვილი ყავდა. ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ ის ორსულადაა. მისი მშობლები გააფთრებულები იყვნენ. მათ სურდათ მამის ვინაობა გაეგოთ, მაგრამ ის სახელს არ უმხელდა. ბევრი ლანძღვა-გინების შემდეგ ის დანებდა და თქვა, რომ ბავშვის მამა ძენის მასწავლებელი იყო. მშობლებმა დაუჯერეს და ლანძღვა-გინებით გაიქცნენ ძენის მასწავლებელთან. ძენის მასწავლებელმა უთხრა: „ნუთუ ასეა?“ ეს მისი ერთადერთი კომენტარი იყო.
როდესაც ბავშვი გაჩნდა, ის მიიყვანეს ძენის მასწავლებელთან. მან ბავშვი მიიღო და მასზე ზრუნვა დაიწყო. მისი რეპუტაცია ბოლომდე განადგურდა, და ის დაცინვის ობიექტი გახდა. დღე დღეს მისდევდა, თვე - თვეს, წელი - წელს. მაგრამ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში ისეთი რამ, რასაც სინდისი ქვია, და ახალგაზრდა გოგო სინდისმა შეაწუხა. ერთხელაც, ბოლოსდაბოლოს, მან უთხრა მშობლებს ნამდვილი მამის სახელი, - ადამიანის, რომელიც თევზის მაღაზიაში მუშაობდა. მშობლები ისევ გააფთრთდენ. და იმავდროულად დარდმა შეიპყრო ოჯახი. ისინი გაიქცნენ ძენის მასწავლებელთან, პატიება თხოვეს, უამბეს მთელი ისტორია და შემდეგ წაიყვანეს ბავშვი. ერთადერთი, რაც მან თქვა: „ნუთუ ასეა?“
სამყაროს შეიძლება სისუფთავისა არ ესმოდეს და ღირსეულად ვერ აფასებდეს მას, მაგრამ თუ დედამიწა თავშესაფარს აძლევს ერთ სუფთა სულს მაინც, მის სიხარულს საზღვარი არ აქვს. ის ამბობს: „აი, ბოლოსდაბოლოს, სული, რომელსაც შემიძლია მივენდო.“თუ მოვუხმობთ სისუფთავეს, მაშინ ჩვენ აუცილებლად გამოვიტანთ წინა პლანზე საკუთარ შინაგან ღვთაებრიობას. თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი თქვენშია, სისუფთავე თქვენშია; უბრალოდ, უნდა გამოავლინოთ ეს. როგორ? წარმოიდგინეთ, რომ ყველა საგანი თქვენში, რომელთაც ირგვლივ ხედავთ, სუფთაა.
თქვენ შეგიძლიათ გაასპეტაკოთ თქვენი არსება იმ შეგრძნებით, რომ ღრმად თქვენში მშვენიერი ვარდია ან ლოტოსი, ან სხვა ნებისმიერი ყვავილი, რომელიც გიყვართ. ყვავილი თავისთავად სისპეტაკეა. ეცადეთ, გააიგივოთ საკუთარი თავი ყვავილის ცნობიერებასთან ან ყვავილის სისუფთავესთან. დღეს ეს წარმოსახვაა, მაგრამ თუ გააგრძელებთ წარმოსახვას ხუთი-ათი დღის ან ერთი-ორი თვის განმავლობაში, მაშინ აუცილებლად დაინახავთ და იგრძნობთ ყვავილს თქვენში. თავიდან, შესაძლოა, თქვენ მხოლოდ იგრძნოთ იგი, მერე კი აუცილებლად დაინახავთ ყვავილს, და მაშინ ყვავილის სურნელება და სისპეტაკე თავისით შემოვა თქვენში.
დილით ადრე შეხედეთ ყვავილს და შეისუნთქეთ მისი სურნელი. მერე პირდაპირ დილის მზეს შეხედეთ, ადრე ამომავალ მზეს. რა მშვენიერია ის! საღამოს მთვარეს შეხედეთ. ხედავთ მასში რაიმე უწმინდურს? შეხედეთ სანთლის ალს, და თქვენ დაინახავთ, რომ ის მთლიანად სისუფთავეა; წარმოიდგინეთ, რომ ის წვავს მთელ თქვენს უსუფთაობას. უყურეთ იმას, რაც თქვენში სისუფთავის შეგრძნებას იწვევს, ეს თქვენი ბუნების გასუფთავებაში დაგეხმარებათ.
ასევე თქვენ შეგიძლიათ სცადოთ, შეგნებულად შეისუნთქოთ სისუფთავე მედიტაცის დროს. თავიდან, შესაძლოა, წარმოსახვის გამოყენება დაგჭირდეთ, მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ თქვენ დაინახავთ და იგრძნობთ, რომ ეს საერთოდ არ არის წარმოსახვა. როდესაც სისუფთავე შემოდის, ის ნაკადივითაა, რომელიც ამოდის ფეხის ტერფებიდან თხემამდე და ასუფთავებს ყველაფერს თქვენში.
*ის, რაც ყოველთვის გაქვთ,-*
*ალის შადრევანია.**ის, რაც ყოველთვის ხართ,-*
*სისპეტაკის ყვავილია.*არსებობს კიდევ ერთი მანტრის გამღერების სისტემატიზირებული ხერხი. აირჩიეთ მანტრა, რომელიც მოგწონთ, მაგალითად, "აუმ" - სამყაროს საკრალური ბგერა, ან ერთერთი ღვთის სახელი. პირველ დღეს შეგიძლიათ გაიმეოროთ მანტრა ხუთასჯერ, მეორე დღეს - ექვსასჯერ. ყოველდღე ზარდეთ მანტრის გამეორების რიცხვი ასით მანამ, სანამ არ ახვალთ ათას ორასამდე, ამის შემდეგ ყოველდღიურად მანტრის გამეორების რიცხვი ასით შეამცირეთ მანამ, სანამ ხუთასს არ დაუბრუნდებით. აკეთეთ ეს სავარჯიშო ერთი თვის განმავლობაში. და მაშინ მიუხედავად იმისა, გინდათ თუ არა თქვენი სახელის შეცვლა, სამყარო მაინც ახალ სახელს შეგარქმევთ და ეს სახელი იქნება „სისუფთავე“.
თუ მანტრის გამეორებისას თვლა აგერიათ, არა უშავს. უბრალოდ დაიწყეთ ნებისმიერი ახლო რიცხვიდან. თვლის მიზანია, განაცალკევოს თქვენი ცნობიერება სხვა რამისგან. თვლისას, თქვენ ვერ იფიქრებთ სხვა რამეზე. ამ დროს შეეცადეთ შეხვიდეთ სიმშვიდის სამყაროში, რომელიც მანტრის სიღრმეში იმყოფება. მაშინ თქვენ თვლა საერთოდ არ დაგჭირდებათ. თქვენი ცნობიერება ფოკუსირებული იქნება იმაზე, რასაც იმეორებთ, და თქვენ იგრძნობთ, რომ მხოლოდ მანტრის შინაგან მნიშვნელობაზე მედიტერებთ.
სწორედ მუდმივი შინაგანი ვედრებით ჩვენ ვაღწევთ და ვზრდით სისუფთავეს. როდესაც ჩვენი შინაგანი ვედრება მაღლა მიიწევს, ჩვენ თანდათანობით ვასხივოსნებთ მთელ ჩვენს არსებას, და როცა მოდის გასხივოსნება, ჩვენში სპონტანურად მკვიდრდება სისუფთავე. მე ვახსენე რამოდენიმე სულიერი ვარჯიში, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ სისუფთავის მოპოვებაში. მაგრამ სისუფთავეს, რომელიც მარად გრძელდება, ანუ უმაღლესი საფეხურის სუსუფთავეს ჩვენ ვაღწევთ მხოლოდ შინაგანი ვედრებით უმაღლესი უზენაესადმი.*სინათლის ცეკვა*
*აღვიძებს სიცოცხლის ფრთებს,**რათა ვინავარდოთ*
*აბსოლუტური უზენაესის მდუმარებაში.*
თუ გვსურს რაღაცას ვხედავდეთ გარე სამყაროში, გარდა ფართოდ გახელილი თვალებისა, ჩვენ გვჭირდება სინათლე - ან მზის, ელექტრონის, ან სხვა სახის სინათლე. მაგრამ შინაგან სამყაროში დახუჭული თვალებითაც შეგვიძლია ღმერთის ხილვა, რადგანაც ღმერთი თვითგამასხივოსნებელი სინათლეა.
სინათლე შინაგანი სამყაროს სიცოცხლეა. სინათლე უზენაესის ძალაა, რომელიც გარდაქმნის სიბნელეს. ყველაფერი, რაც გარდაქმნის ჩვენს არსებობას, სინათლეა. სინათლე უზენაესის სუნთქვა-სიცოცხლეა.
შინაგანი სინათლე, სინამდვილეში, მოდის სულიდან; ის უკვე ჩვენშია. იმ წამსვე, როცა შეხება გვიწევს სულთან, ჩვენ ვხედავთ, რომ სინათლე გამოდის წინა პლანზე, რათა გავრცელდეს მთელს ჩვენს გარეგან არსებობაში. ჩვენ ყოველთვის უნდა მივისწრაფოდეთ გასხივოსნებისკენ, რათა ჩვენი მიწიერზე მიჯაჭვული ცხოვრება გარდავქმნათ ზეციურად-თავისუფალ სამყაროდ. მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება: შეგნებულად ვაცნობიერებდეთ ღვთაებრივ სინათლეს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. შევიცნოთ და აღვასრულოთ ეს შინაგანი სინათლე - ეს ჩვენი უფლებაა, რომელიც დაბადებიდანვე მოგვანიჭეს.თუმცა სინათლე ყველაზე საჭირო თვისებაა ჩვენი ცხოვრების გარდასაქმნელად, სამწუხაროდ, ადამიანებს ყველაზე ნაკლებად ისაკლისებენ მას. ჩვენ ხშირად შევთხოვთ ღმერთს სიხარულს, სიმშვიდეს ან ძალას, მაგრამ ძალიან იშვიათად მივისწრაფვით სინათლისაკენ. რატომ? გვეშინია, რომ სინათლე გამოაშკარავებს ჩვენს სისუსტესა და არასრულყოფილებას. მაგრამ შინაგანი სინათლე არ აპირებს ჩვენს მხილებას. პირიქით, შიდა სინათლე გულში იკრავს კაცობრიობას მთელი თავისი არასრულყოფილებით და ცდილობს გაასხივოსნოს ადამიანის უვიცობა, რათა ადამიანური ცხოვრება ღვთაებრივამდე იქნას ამაღლებული.
თუ ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს გასხივოსნება, უნდა ვგრძნობდეთ, რომ ვიზრდებით - მცირე სინათლისგან უხვი სინათლისკენ. თუ ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ, რომ ღრმად ვართ ჩაძირულნი უვიცობის ზღვაში, მაშინ ჩვენ ვერასოდეს, ვერასოდეს გამოვაღწევთ უვიცობიდან, ვინაიდან უვიცობის ზღვა უსაზღვროაა. მაგრამ თუ ჩვენ ვიგრძნობთ, რომ იოტისოდენა სინათლიდან ყოვლისმომცველი, უმაღლესი სინათლისკენ, უზენაესის სინათლისაკენ მივიწევით, გასხივოსნება მაშინვე უფრო ადვილი და სპონტანური ხდება.
*კვებე შენი გონება შენი სულის*
*გამსხივოსნებელი სინათლით.**და შენ უბედნიერესი ადამიანი იქნები*
*მთელს ღვთის ქმნილებაში.*სრულ გასხივოსნებას ღვთის რეალიზაციას უწოდებენ. ღვთის რეალიზაცია უცებ არ მოდის. ეს გამოცდილებათა მთელი რიგია. ზოგჯერ, როდესაც მაძიებელი უმაღლეს მედიტაციაში იმყოფება, მან შეიძლება მიიღოს გარკვეული შინაგანი გასხივოსნება. მთელი მისი არსება ნახევარი საათით ან ერთი საათით სხივოსნდება. მაგრამ ერთი ან ორი საათის შემდეგ ის შეიძლება თავის ძველ „მე“-ს დაუბრუნდეს, სურვილის და სხვა არაღვთაებრივი თვისებების მსხვერპლი გახდეს. გასხივოსნება მოხდა ერთ დონეზე, მაგრამ ეს არ იყო ბუდას ან სხვა ღვთის რეალიზაციის მქონე მასწავლებლების ტრანსცენდენტალური გასხივოსნება, როდესაც ადამიანი იღებს ღვთის რეალიზაციას, ავტომატურად ხდება უსასრულო გასხივოსნება მის როგორც გარეგან, ასევე შინაგან ბუნებაში.
ზოგჯერ, როდესაც ვლაპარაკობთ გასხივოსნებაზე, ვგულისხმობთ, რომ ჩვენ გაუთვითცნობიერებელნი ვიყავით რაღაც საკითხში მრავალი წლის განმავლობაში, ახლა კი ეს ადგილი ჩვენს ცნობიერებაში გასხივოსნდა. მაგრამ ეს მხოლოდ ნაპერწკალია ღვთის-რეალიზაციის უსაზღვრო გასხივოსნებისა. ეს მხოლოდ სინათლის დროებითი გაელვებაა მისწრაფებულ ცნობიერებაში. ცოტახანში ის ფერმკრთალდება იმიტომ, რომ მასში არ არის უცვლელი რეალობა. უცვლელ რეალობას ვიღებთ მხოლოდ მუდმივ, მარადიულ და ტრანსცენდენტალურ გასხივოსნებასთან ერთად, ანუ ღვთის-რეალიზაციასთან ერთად.ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთისგან ვართ და ღმერთისთვის ვართ. ახლა თქვენ შეიძლება ახალბედა ხართ; ამიტომაც ღმერთი თქვენთვის, იქნებ, არც იყოს ცოცხალი რეალობა. ზოგჯერ შეძლებთ ღმერთის მხოლოდ წარმოდგენას, უმრავლეს შემთხვევაში კი, მიუხედავად გულმოდგინე მცდელობებისა, თქვენ ვერ გრძნობთ ღმერთს საკუთარ თავში. ხანკი სულაც შეიძლება დაივიწყოთ ღვთის არსებობა. მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს წყარო, ეს წყარო კი უსასრულო სინათლეა. თუ ეს გვემახსოვრება, მაშინ კმაყოფილების მუდმივი განცდა გვექნება ჩვენს ცხოვრებაში.
ჩვენ ვაღწევთ სინათლის გამოცდილებას შინაგანი ვედრების წყალობით. როდესაც მატერიალური სიმდიდრისთვის ან ძალაუფლებისთვის ვიღწვით გარეგან პლანზე, საბოლოოდ ჩვენ ვაღწევთ წარმატებას. თუ გვსურს რაიმეს გაკეთება ან მიღწევა, უნდა ვიღვაწოთ ამისთვის. აქაც ასეა: თუ ჩვენი მიზანია ვიქცეთ სინათლედ, მაშინ ჩვენი ღვაწლი ის იქნება, რომ შინაგანად ბავშვივით ვევედროთ უზენაესს, მასთან განუყოფელი ერთობა მოგვეცეს.
სულიერ სინათლეს მიწოლით ვერ მივაღწევთ. თუ შევეცდებით მეტი მოვიზიდოთ, ვიდრე ათვისება შეგვიძლია, ჩვენი შინაგანი ჭურჭელი დაიმსხვრევა. მაგრამ თუ განვავითარებთ ათვისების დიდ უნარს ჩვენში, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაღალია ჩვენი სულიერი ზრდა, ან რამდენად ბევრი სინათლე ჩამოგვაქვს ზემოდან, ჩვენ შევძლებთ მის შეთვისებას.
*რას ელოდები?*
*გარეგანი სინათლე მოუთმენლად გელის,**რათა გიჩვენოს გზა.*
*შინაგანი სინათლე უპირობოდ გელის,**რათა მიგაღწევინოს*
*ტრანსცენტენტალურ მიზანს.*ერთხელ მონღოლთა დიდმა იმპერატორმა აკბარმა კითხა თავის მინისტრს: „ბირბალ, კარგახანია, ერთი კითხვა არ მასვენებს. დარწმუნებული ვარ, შენ შეძლებ პასუხის გაცემას. ჩვენ ყველაფერს ნათლად ვხედავთ მზის სინათლეზე, მაგრამ არის ისეთი რამ, რასაც ვერ დავინახავთ მზის სინათლეზეც კი?“
„დიახ, ჩემო უდიდებულესობავ, - უპასუხა ბირბალმა. - არსებობს ისეთი რამ, რისაც ვერ დაინახავ მზის სინათლეზეც კი. მზის სინათლეც ვერ გაანათებს მას.“
„რა არის ეს, ბირბალ?“
„თქვენო უდიდებულესობავ, ეს ადამიანის გონების სიბნელეა“
ბარბალის პასუხი აბსოლუტურად სწორია. ერთადერთი კითხვა, რაზეც ბირბალიც ვერ უპასუხებდა გახლავთ: თუ არსებობს ისეთი რამ, რაც დაგვანახებს კაცთა უგუნურობას და გაასხივოსნებს მას? ჩვენ ვასხივოსნებთ გონების სიბნელეს, გაუნათლებლობას, უმეცრებას, უსუფთაობას ჩვენი შინაგანი მზის წინა პლანზე გამოტანით. ჩვენი შინაგანი მზე, რომელიც ფიზიკურ მზეზე უსასრულოდ უფრო კაშკაშაა, გაფანტავს საუკუნოვან ღამეს-უვიცობას.
*გიყვარდეს ჭეშმარიტება. ეს ადამიანური გასხივოსნებაა.*
*გახდი ჭეშმარიტება. ეს ღვთაებრივი გასხივოსნებაა.* *შენ ხარ ჭეშმარიტება. ეს უზენაესი გასხივოსნებაა.**რა არის სიხარული?*
*ჩიტია, რომლის დაჭერა**ჩვენ ყველას გვსურს.*
*იმავე ჩიტის ყურება გვიყვარს,**როცა დაფრინავს.*
ბედნიერება სიყვარულია, რომელიც ჩუხჩუხით მიედინება ჭეშმარიტი ცხოვრების სიახლესა და სისავსეში. როდესაც გული ბედნიერია, ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ ვყვინთავთ, დავფრინავთ. წინსვლა მოძრაობაშია, ვმოძრაობთ, როცა გვიხარია და სიხარულად ვიქცევით. როცა ბედნიერები ვართ, ჩვენ ნამდვილ პროგრესს ვაღწევთ.
როგორც მაცხოვარი ქრისტე გვასწავლიდა, - „ცათა სასუფეველი თქვენშია.“ ღვთის სასუფეველი ისეთი რამაა, რაც შეიძლება ვიგრძნოთ; ის ჩვენი შინაგანი მიღწევის საკითხია.
ზეცა ცნობიერების დონეა, რომელიც სიმშვიდით და აღტაცებითაა სავსე. ზეცას ჩვენ ვქმნით ჩვენი ღვთაებრივი აზრებით. იმ წამს, როდესაც კარგზე ვფიქრობთ, იმ წამს, როდესაც ვლოცულობთ და ვმედიტირებთ, და ვცდილობთ მიღებული შინაგანი სინათლის შეთავაზებას მთელი სამყაროსათვის, ჩვენ ვიწყებთ ზეცაში ცხოვრებას. ჩვენს მისწრაფებას, ჩვენს აღმავალ შინაგან ვედრებას მივყავართ ამ სასუფეველში. რაც უფრო შორს გავცდებით ჩვენი შეზღუდული ცნობიერების ფარგლებს, მით უფრო სწრაფად შევალთ ჩვენს უღრმეს, უსასრულო ცნობიერებაში და მით უფრო ახლოს ვიხილავთ, ვიგრძნობთ და დავეუფლებით ჩვენში მყოფ ცათა სასუფეველს. დიახ, ცათა სასუფეველი ჩვენშია. და არა მხოლოდ შეგვიძლია ვიგრძნოთ ის, არამედ, ეჭვმიუტანლად ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ის.
*მარად აღმავალი ალი*
*ჩემი გულის ვედრებისა-მისწრაფებისა**წყაროა ჩემი ცხოვრების*
*მარად მზარდი სიხარულისა და აღტაცებისა.*ორი ათასი წლის წინ მაცხოვარმა ქრისტემ ჩაგვიტარა გაკვეთილი: „იყავნ ნებაჲ შენი.“ მილიონი ლოცვა შესთავაზეს ღმერთს, მაგრამ არ არსებობს ამაზე უკეთესი, ამაზე დიდი, ამაზე განმახორციელებადი ლოცვა. თუ გვიყვარს ღმერთი, ვბედნიერდებით. თუ ვემსახურებით ღმერთს, უფრო ვბედნიერდებით. თუ საკუთარ ნებას ვაბარებთ ღვთის ნებას, ჩვენ უბედნიერესნი ვხდებით.
თუ რამე ღვთის ნებით ხდება, ჩვენ ვგრძნობთ გარკვეულ შინაგან სიხარულს ან კმაყოფილებას მანამდე, სანამ მის კეთებას დავიწყებთ. მუშაობის დროს ასევე ვიგრძნობთ სიხარულს. ბოლოს, ვიგრძნობთ, რომ ჩვენ ერთნაირად ბედნიერები ვიქნებით იმისდა მიუხედავად, ნაყოფიერი იქნება ჩვენი მოღვაწეობა თუ უნაყოფო. ჩვეულებრივ, ჩვენ ბედნიერები ვართ მხოლოდ მაშინ, როცა წარმატებას ვაღწევთ და გამარჯვებას ვხედავთ მოგზაურობის ბოლოს. მაგრამ თუ ძალგვიძს, ისეთივე ბედნიერება, სიხარულა და კმაყოფილება განვიცადოთ წარმატებისა თუ მარცხის მოუხედავად, და თუ ძალგვიძს, ხალისიანად შევთავაზოთ ჩვენი მოღვაწეობის შედეგი ღმერთს, მაშინ გვეცოდინება, რომ ღვთის ნება აღვასრულეთ.იყავი ბედნიერი!
შენ ღვთის უდიდეს წყალობად იქცევი, მის უდიდეს სიამაყედ.
იყავი ბედნიერი!
გუშინდელ სამყაროს სურს , რომ შენ დატკბე სუნთქვით, რომელიც ებარება ღმერთს.დღევანდელ სამყაროს სურს, რომ შენ დატკბე სუნთქვით, რომელიც ჩაბარდა (მიენდო) ღმერთს.
ხვალინდელ სამყაროს სურს, რომ შენ დატკბე სუნთქვით, რომელსაც განხორციელება მოაქვს.
იყავი ბედნიერი!
დილით იყავი ბედნიერი იმით, რაც გაქვს.საღამოს იყავი ბედნიერი იმით, რაც ხარ.
იყავი ბედნიერი!
ნუ ჩივი. ვინ ჩივის? ბრმა მათხოვარი შენში. როცა ჩივი, შენ ცეკვავ უმეცრების ჭაობში. როცა არ ჩივი, სამყაროს ყველა დაპირება შენს ფერხთითაა, ღმერთი კი ახალ სახელს გარქმევს: მისწრაფებას. მისწრაფება უდიდესი სიმდიდრეა სინათლისა და აღტაცების სამყაროში.
იყავი ბედნიერი!
არასოდეს გინდა იყო ღარიბი? მაშინ იყავი ბედნიერი.გინდა ოდესმე დიდი იყო? მაშინ იყავი ბედნიერი.
იყავი ბედნიერი!
შენ მიიღებ იმას, რაც ყველაზე მეტად გსურს.შენ გახდები ის, ვინც ყველაზე მეტად გსურს, რომ გახდე.
იყავი ბედნიერი!
ღმერთი ხედავს შენში თავის მისწრაფებულ ქმნილებას, თავის გარდამქნელ რეალიზაციას, თავის გამსხივოსნებელ გამოცხადებას, თავის სრულ გამოვლინებას.იყავი ბედნიერი! ღმერთი ხედავს შენში კიდევ ერთ ღმერთს. ღმერთი გხედავს, როგორც კიდევ ერთ ღმერთს. ღმერთი გხედავს შენ და საკუთარ თავს, როგორც ერთ მთლიანს.
ნამდვილი სიხარული ნიშნავს მეყვსეულ გაფართოებას. თუ განვიცდით წმინდა სიხარულს, ჩვენი გული დაუყოვნებლივ ფართოვდება. ჩვენ ვგრძნობთ, რომ დავფრინავთ ღვთაებრივ ცაში-თავისუფლებაში. გარეგანი სამყარო მთელი სიგძე-სიგანით ჩვენი ხდება, არა როგორც მონა, არამედ როგორც ჩვენი ცნობიერების გაფართოება.
თუ განვიცდით ნამდვილ სიხარულს, ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ ღმერთი კმაყოფილია ჩვენით, რადგანაც ღმერთის უდიდესი მიღწევა ჩვენი სიხარულია. როდესაც თავს უბედურად, საცოდავად და დათრგუნულად ვგრძნობთ, ჩვენ ვაძლევთ თავშესაფარს ბევრ არაღვთაებრივ, ნეგატიურ ძალას. მაგრამ, როცა ნამდვილად ბედნიერები ვართ, ჩვენ რაღაცას ჭეშმარიტად ფასეულს ვთავაზობთ ღმერთს. ჩვენგან ამ საჩუქრის მიღება ღმერთის უდიდესი განხორციელებაა.
რასაც ჩვენ სიხარულს ვუწოდებთ, ღმერთი ჩვენს სრულყოფილებას უწოდებს.ყველა ადამიანი ამ ქვეყნად სრულყოფილების გზავნილით არის მოსული. ყველა ადამიანი დედამიწაზე ოდესმე შეიცნობს უმაღლეს ჭეშმარიტებას. ყველა ადამიანს უწერია, პოვოს აღსრულება. ეს ჩვენი სულისთვის დაბადებიდან მონიჭებული უფლებაა.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj