ზოგიერთ მძებნელს მოსწონს მწოლიარედ მედიტირება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს სრულებით არაა სასურველი არც დამწყებთათვის და არც იმათთვის, ვინც უკვე რამოდენიმე წელია მედიტირებს. ეს მხოლოდ ყველაზე წინ წაწეული მაძიებელთათვისაა და ღვთის რეალიზებული სულთათვის. სხვები მწოლიარედ მედიტირების ცდისას შევლენ ძილის სამყაროში ან შინაგან უმოქმედობაში, ან თვლემაში. ამას გარდა, როდესაც თქვენ წევხართ, თქვენი სუნთქვა არ არის იმდენად დამაკმაყოფილებელი, როგორც მჭდომარე მდგომარეობაში, რადგან ის არ არის შეგნებული და კონტროლირებადი.
ჩემი მოსწავლეები ხშირად მეკითხებიან შეიძლება თუ არა მედიტირება გახელილი თვალებით. მე მინდა ვთქვა, რომ მოსწავლეები, რომლებიც მედიტირებენ დახუჭული თვალებით, ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში იძინებენ. ისინი ხუთ წუთს მედიტირებენ და შემდეგ თხუთმეტ წუთს ატარებენ ძილის სამყაროში. იქ არ არის არავითარი დინამიური ენერგია, მხოლოდ ლეტარგია და თვითკმაყოფილება, ისინი გრძნობენა თავისებურ დამაწყნარებელ, ტკბილ შეგრძნებას. შემდეგ რამოდენიმე ხანში, ღმერთის სასწაულმოქმედი წყალობით, ისინი ისევ მოდიან გონს და ორ ან სამ წუთს მედიტირებენ.
ნამდვილად უკეთესია მედიტირება ნახევრად გახელილი და ნახევრად მოჭუტული თვალებით. ამ შემთხვევაში თქვენ ხართ ხის ძირი, და ამავე დროს მისი მწვერვალიც. თქვენი ის ნაწილი, რომელსაც თვალები ნახევრად გახელილი აქვს თავს ძირად გრძნობს, რომელიც დედამიწის სიმბოლოა. სხვა ნაწილი, რომლის თვალები ნახევრად დახუჭულია - მწვერვალია, ხილვის სამყარო ან, ვთქვათ, ზეცა. თქვენი ცნობიერება ერთდროულად იმყოფება ყველაზე მაღალ დონეზეც და აქაც დედამიწაზე, ამ სამყაროს გარდაქმნის ცდით.
როდესაც თქვენ მედიტირებთ ნახევრად დახუჭული თვალებით, ამას ეწოდება ლომის მედიტაცია. ღრმად შინაგანში ჩაღრმავებისას თქვენ ერთდროულად ახდენთ ცნობიერი ყურადღების ფოკუსირებას ფიზიკურ პლანზე და ქვეცნობიერ პლანზე. როგორც ფიზიკური სამყარო, მისი ხმაურით და სხვა შეფერხებებით, და ასევე ქვეცნობიერების სამყარო, ძილის სამყარო, გეძახით თქვენ. მაგრამ თქვენ მათ ორივეს ებრძვით.From:Sri Chinmoy,სწავლება მდუმარედ, Aum Publications, 1981
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/st