ეს რაც ეხება დღის პირველჯერ პრაქტიკას. თუ თქვენ ისევ შეძლებთ იმედიტიროთ ათი ან თორმეტი წუთი თორმეტსა და პირველის ნახევარს შორის - მშვენიერია. ეს მედიტაცია უნდა ტარდებოდეს შენობაში და არა გარეთ. მოვა ის დღე, როდესაც თქვენ შეძლებთ მედიტირებას სადაც მოგესურვებათ, საჭესთან მსხდომნი ან სხვა რამის კეთებისას, მაგრამ ჯერჯერობით სასურველია იმედიტიროთ შენობაში, შესაბამის ადგილას.
შემდეგ, მზის ჩასვლის წინ, თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ მზეს და იმედიტიროთ. შეეცადეთ იმედიტიროთ ათი წუთი. ამ დროს იგრძენით, რომ თქვენ გახდით ერთიანი მზესთან, კოსმიურ ბუნებასთან. თქვენ ძალიან კარგად ითამაშეთ თავისი როლი დღისით და ახლა დასვენებას აპირებთ. აი რა უნდა შეიგრძნოთ.
შემდეგ იმედიტირეთ ძილის წინ, უკეთესია ყოველთვის დაწვეთ დასაძინებლად საღამოს თერთმეტი საათისათვის. მაგრამ გასაჭირი არ სცნობს კანონს, თუ გიწევთ სამსახური გვიანობამდე საშიში არაფერია.From:Sri Chinmoy,სწავლება მდუმარედ, Aum Publications, 1981
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/st