დილით ადრე, ხუთ საათზე, მე მსურს შევთავაზო ზეშთაგონებული გზავნილი ჩემ საყვარელ უზენაესს სამი წამის განმავლობაში. ეს გზავნილია: „ო, ჩემო საყვარელო უზენაესო, მე შენ მიყვარხარ და სხვა არავინ. მე შენ მიყვარხარ და სხვა არავინ. მე შენ მიყვარხარ და სხვა არავინ.“
დღის თორმეტ საათზე მე მსურს სამჯერ შევთავაზო სხვა ზეშთაგონებული გზავნილი ჩემ საყვარელ უზენაესს. ეს გზავნილია: „ო, ჩემო საყვარელო უზენაესო, მე შენ მჭირდები და სხვა არავინ. მე შენ მჭირდები და სხვა არავინ. მე შენ მჭირდები და სხვა არავინ.“
შვიდ საათზე, როდესაც საღამო დგება, მე მსურს შევთავაზო ჩემი მესამე ზეშთაგონებული გზავნილი ჩემ საყვარელ უზენაესს: „ო, ჩემო საყვარელო უზენაესო, მე შენ გეკუთვნი და სხვას არავის. მე შენ გეკუთვნი და სხვას არავის. მე შენ გეკუთვნი და სხვას არავის.“
მხოლოდ ცხრა წამი მჭირდება შენგან, ო ჩემო ძველო მეგობარო, ო ჩემო სურვილო. თუ შენ ამ სიკეთეს ჩაიდენ, მოვა დრო, როდესაც მე ამის სანაცვლოდ, დაგიბრუნებ იმას, რაც ვერასოდეს წარმოგედგინა და რაც ვერასდროს დაგიმსახურებია. მე მოგცემ იმას, რასაც მოვიპოვებ: ჩემი გულის უსაზღვრო სიხარულს, რათა გამოგკვებო, ჩემი სულის უსაზღვრო სინათლეს, რათა გამოგაღვიძო და ღმერთის მარადიულ, უსაზღვრო და უკვდავ სილამაზეს, რათა გაგასხივოსნო.
ო, ჩემო მეგობარო-სურვილო, ჩემო ცხოვრების მეგობარო, მხოლოდ ცხრა წამი დღეში მე მინდა დავრჩე საკუთარ თავთან. თუ თხოვნას ამისრულებ, მე მოგცემ ისეთ რამეს, რის მიღებას სხვა შემთხვევაში შენ ვერასოდეს შეძლებდი ვერც ამ ინკარნაციაში და ვერც რომელიმე სხვაში. ასე რომ, ჩემო ძვირფასო მეგობარო-სურვილო, უბრალოდ თხოვნა ამისრულე: სამი წამი, სამი წამი, სამი წამი - ცხრა წამი დღეში ნება დამრთე ვიყო მარტო საკუთარ თავთან, საკუთარ თავში და საკუთარი თავისთვის. რეალურთან ჩემში, რეალურში ჩემში და რეალურისთვის ჩემში მე მსურს ვრჩებოდე ცხრა წამი დღეში.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1