მე ლოცვას ვაგრძელებდი. რამდენიმე წლის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „მე შენით კმაყოფილი ვარ, შვილო ჩემო. სინათლეს გჩუქნი.“
მე ლოცვას ვაგრძელებდი. რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი უფალი უზენაესი ისევ მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მე შენით კმაყოფილი ვარ, შვილო ჩემო. აღტაცებას, აღტაცებას-ნექტარს გჩუქნი.“მე ლოცვას ვაგრძელებდი, და რამდენიმე წლის შემდეგ ის მოვიდა და მითხრა: „შვილო ჩემო, სიმშვიდე გაჩუქე, სინათლე გაჩუქე, აღტაცება გაჩუქე. კიდევ რა გინდა? თუ არის სხვა რამ, რაც გსურს? თუ არის სხვა რამ, რაც გჭირდება? თუ ადამიანს სიმშვიდე, სინათლე და აღტაცება აქვს, მას ყველაფერი აქვს. სიმშვიდეში, სინათლესა და აღტაცებაში სამყაროს ძალაა, სამყაროს კმაყოფილებაა, სამყაროს ერთობაა, სამყაროს ასრულებაა.“ მე მდუმარე ვრჩებოდი და ლოცვას ვაგრძელებდი. ჩემმა უფალმა პატარა ტკბილი ღიმილი მაჩუქა და მდუმარედ გამეცალა.
რამდენიმე წლის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „შვილო ჩემო, მე ვხედავ რაც გსურს. შენ გინდა ჩემნაირი გახდე შენც გინდა ღმერთი გახდე. შეხედე, თვალის დახამხამებაში გაქცევ ღმერთად. კმაყოფილი ხარ?“ მე მდუმარე ვრჩებოდი; ლოცვას ვაგრძელებდი.
მან მითხრა: „მე ჩემნაირი გაგხადე, ღმერთად გაქციე, ისეთად, როგორიც მე ვარ. მაინც აგრძელებ ლოცვას? სხვა რა გჭირდება? სიმშვიდე, სინათლე, აღტაცება, ერთობა, თანასწორობა - ყველაფერი მოგეცი. მეტი რაღა გჭირდება? რა?“ მე ლოცვას ვაგრძელებდი.
ჩემმა უფალმა მითხრა: „ვიცი, რაც გსურს. გსურს ღვთაებრივი სატრფოს და უზენაესი მიჯნურის თამაში მეთამაშო. სწორედ ეს გსურს. მე გიბოძებ ამ მადლს.“ მე გავუღიმე ჩემ საყვარელ უზენაესს მთელი გულით და სულით, მან კი ყოველთა მოსიყვარულე, ყოველთა მაცოცხლებელი, ყოველთა აღმსრულებელი ჩახუტებით დამასაჩუქრა.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1