რას ვაკეთებ? თუ შევთხოვ უკეთეს სამყაროს? არა. თუ ვფიქრობ ჩემი გარეგანი ცხოვრების გარდაქმნაზე? არა. თუ ჭვრეტით აღვასრულებ ჩემ შინაგან ცხოვრებას?
რას ვაკეთებ? თუ მსურს სამყაროს განადგურება? არა. თუ მსურს ახალი ცხოვრების დაწყება, რათა კიდევ ერთხელ შემეძლოს ბავშვივით ვითამაშო: უზრუნველად, ფიქრების გარეშე, ეჭვების გარეშე, შიშის გარეშე, შფოთვის გარეშე? თუ მივისწრაფვი ჩემი ბავშვობის იმ ოქროს დღეებისკენ? არა, არა.
რას ვაკეთებ? თუ ვარ ზედმეტად მიჯაჭვული ზეციურ ნეტარებაზე, კოსმიურ ღმერთებზე და ქალღმერთებზე? არა, არა. თუ განვიცდი საშინელ, დაუძლეველ ზიზღს ამ არამიმზიდველი, არამისწრაფებული სამყაროს მიმართ? არა, არა.
მაშ, რას ვაკეთებ? მე უბრალოდ მიმყავს ჩემი ნავი-ოცნება ნაპირისკენ. იქნებ, ეს გაურკვევლობის ნაპირია, ან, შეიძლება, აყვავებული ოცნების ნაპირია? მე არ ვიცი, და არც მსურს ვიცოდე. თუ მეცოდინება, რომ ეს გაურკვევლობის ნაპირია, მაშინ მე იმედგაცრუებისთვის-განადგურებისთვის ვიქნები განწირული. თუ კი მეცოდინება, რომ ეს აყვავებული ოცნების ნაპირია, მაშინ სამარცხვინო მოდუნება-თვითკმაყოფილება შემოჟონავს მთელს ჩემს არსებაში და იბატონებს ჩემს მიწიერ არსებაზე. ამიტომაც მე მთლიანად ვტოვებ ჩემს ბედისწერას ჩემი ბედისმწერლის ფერხთით, ჩემი საყვარელი უზენაესის ფერხთით.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1