თუ შემიძლია გავცე? კი, შემიძლია. თუ გავცემ სიხარულით და მთელი სულით და გულით? არა, სამწუხაროდ, არა. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვთავაზობ არა მხოლოდ ჩემს სამყაროს-იმედს, არამედ ასევე ჩემს სამყაროს-იმედგაცრუებას მასთან ერთად.
თუ შემიძლია გავცე? კი, შემიძლია. თუ გავცემ სიხარულით და მთელი გულით და სულით? არა, სამწუხაროდ, არა. ეს იმას ნიშნავს, რომ მე არა მხოლოდ ჩემს ხეს-მისწრაფებას, არამედ ასევე ჩემს სურვილით შეპყრობილ სამყაროს ვთავაზობ ყველას, ვინც ჩემს ირგვლივაა.
როგორ გავცე სიხარულით და მთელი სულით და გულით, რათა გავათავისუფლო ჩემი თავიც და სხვებიც? მე შემიძლია გავცე სიხარულით და მთელი სულით და გულით, თუ შევძლებ ვიგრძნო, რომ გამცემი ასევე მიმღებიცაა. რაც უფრო მეტს გასცემს ადამიანი, მით უკეთესად ღებულობს. ის გასცემს, რადგან გრძნობს, რომ ეს ერთადერთი გზაა მასში რეალურის, სულის გასახარებლად.
ნამდვილი გამცემი სიხარულით და მთელი გულით და სულით გასცემს სამყაროს, მისი სულის ყოვლის გამსხივოსნებელ სილამაზეს, და არასოდეს, არასოდეს გასცემს თავისი სხეულის ძილს-სიმახინჯეს.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1