არასოდეს არ არის გვიან, ვილოცო ღმერთზე და ვიმედიტირო ღმერთზე.
არასოდეს არ არის გვიან, ვემსახურო ჩემს საყვარელ უზენაესს ჩემი ძმების და დების სახით: კაცობრიობის სახით.
არასოდეს არ არის გვიან, ვუთხრა ჩემს ტკბილ უფალს, რომ მე მხოლოდ მისთვის ვარ გაჩენილი. მის სახეს ვხედავდე, მიყვარდეს ის, ვმსახურებდე მას და აღვასრულო ის - ამისთვის ვიხილე სინათლე.
არასოდეს არ არის გვიან, გავიგო ის, რასაც ნამდვილად წარმოვადგენ შინაგან სამყაროში და დავივიწყო ის, რასაც ნამდვილად არ წარმოვადგენ გარე სამყაროში.
დაბოლოს, არასოდეს არ არის გვიან, არა მხოლოდ გულახდილად გავესაუბრო ჩემ შინაგან მესაჭეს, არამედ მის ზუსტ ხატებად ვიქცე. ვიცი, რომ ჩემი უფალი უზენაესი ჩემით ბოლომდე კმაყოფილი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა მისნაირი გავხდები, როცა კიდევ ერთი ღმერთი გავხდები, რადგანაც მას სურს, რომ მე მისი თანამოსაგრე ვიყო, და არა მისი მონა.
დიახ, არის მხოლოდ ერთი რამ, რაც ჩემთვის ძალიან გვიანაა, და მე ჩემი საყვარელი უზენაესის უსასრულოდ მადლიერი ვარ, როდგანაც ეს ჩემთვის ძალიან გვიანია. რა არის ეს? ეს ჩემი სურვილის ცხოვრებაა. ჩემთვის ძალიან გვიანაა, დავუბრუნდე ჩემს სურვილის ცხოვრებას. კიდევ ერთს დავამატებ, რაც ასევე ჭეშმარიტებაა: მე არასოდეს დავბრუნდები ცხოველურ სამყაროში, არასოდეს!From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1