თუ გსურს იცოდე, როგორ მუშაობენ ისინი, მზად ვარ, გიამბოთ. მეფე-უვიცობა დაუღალავად მუშაობს. ადამიანი-სურვილი გაუცნობიერებლად მუშაობს. ღმერთი-შებრალება უპირობოდ მუშაობს.
მეფეს-უვიცობას სურს შთანთქას სამყარო. ადამიანს-სურვილს სურს დაეუფლოს სამყაროს. ღმერთს-შებრალებას სურს გაასხივოსნოს მსოფლიო.
მეფე-უვიცობა ამბობს: „მე არ მსურს, რომ მიყვარდეს რაიმე. მე არ მსურს, რომ მიყვარდეს ვინმე. მაგრამ მსურს, რომ ადამიანს-სურვილს და ღმერთს-შებრალებას ვუყვარდე“.
ადამიანი-სურვილი ამბობს: „მსურს მიყვარდეს მეფის-უვიცობის ცდუნება და მსურს, რომ შემბრალებელი ღმერთის შენდობას ვუყვარდე“.
ღმერთი-შებრალება ამბობს: „მსურს მიყვარდეს მეფეში-უვიცობაში ჩემი საკუთარი გამოღვიძებული ევოლუცია. მსურს მიყვარდეს ადამიანში-სურვილში ჩემი საკუთარი მისწრაფებული ევოლუცია. მსურს მიყვარდეს ჩემი საკუთარი ყოვლის-გადამლახავი და ყოვლის გამასხივოსნებელი ევოლუცია ჩემს საკუთარ ნავში-ოცნებაში და ნაპირზე-რეალობაზე“.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1