მე მინდოდა ღმერთისთვის მეთქვა, რომ ის მუდმივად მჭირდება. ეს ენის წვერზე მადგა. ვაი, რომ ზუსტად იმ წამს სატანა გამოჩნდა და დაანგრია ჩემი მისწრაფება. თვით სატანას ყოფნამ გაანადგურა მთელი ჩემი სიხარული, და სულ დამავიწყდა ღმერთისთვის მეთქვა, რის თქმასაც ვაპირებდი.
მე მინდოდა ღმერთისთვის მეთქვა, რომ მე უპირობოდ გავხდები მისი ერთგული ინსტრუმენტი. ყველა სიტყვა სათქმელად მქონდა მომზადებული, ენის წვერზე მადგა. ვაი, რომ სატანამ უმიზეზოდ შეკრა წარბები. მისმა პირქუშმა მზერამ გააქრო მთელი ჩემი შთაგონება, მთელი ჩემი სიხარული. იმ წამსვე უბედურად ვიგრძენი თავი და იმდენად ჩავიძირე ტანჯვის მორევში, რომ სრულიად დამავიწყდა ჩემი საყვარელი უზენაესისთვის იმის თქმა, რასაც ვაპირებდი.
მე მინდოდა ჩემი მეგობრისთვის-უვიცობისთვის იმის თქმა, რომ მას აღარ დაველაპარაკები. მზად ვიყავი საამისოდ. სიტყვები ენის წვერზე მადგა. და ოჰ, ვინ გამოჩნდა, რომ ჩემი დანაპირები განემტკიცებინა? ჩემი საყვარელი უზენაესი.
მე მინდოდა უვიცობისთვის მეთქვა, რომ ამიერიდან ჩემი გზა სინათლეა, ჩემი მიზანი აღტაცებაა, და რომ მე იგი სამუდამოდ უნდა მივატოვო. ენის წვერზე მადგა. და ოჰ, ვინ გამოჩნდა, რომ ჩემი დანაპირები განემტკიცებინა? ჩემი მარად ძველი, ძველისძველი, და, ამავე დროს, საოცრად მარად ახალი მეგობარი - ჩემი საყვარელი უზენაესი.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1