ღვთის საიდუმლო იმის გაცემაშია, რაც მას აქვს: შებრალება. ადამიანის საიდუმლო სხვებისგან იმის მითვისებაშია, რაც მას არა აქვს: მატერიალური კეთილდღეობა, მიწიერი ძალაუფლება და სხვა ჩვეული ნივთები.
ღვთის საიდუმლო შემოქმედებაშია და ახალი სინათლით-ხილვით ღვთაებრივად ტკბობაშია. ადამიანის საიდუმლო ყოველივე იმის ნგრევაშია, რასაც კი ის ხედავს, იმათ გაცამტვერებაშია, ვისაც კი იცნობს.
ღვთის საიდუმლო მუდმივ მიტევებასა და დავიწყებაშია. ადამიანის საიდუმლო არასოდეს პატიებასა და არასოდეს დავიწყებაშია.
ღვთის საიდუმლო გულით ვედრებაშია, ვიდრე კმაყოფილებით გაიღიმებდეს. ადამიანის საიდუმლო სიკვდილამდე და სიკვდილის ჟამსაც ვედრებაშია, რათა მიაღწიოს ღვთაებრივ ზეცას და თავად ღმერთი შეეგებოს მას. ამ დროს ღმერთმა არ იცის, გაიღიმოს თუ იტიროს. ამიტომაც ის იცინის.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1