ვინაა გამარჯვებული? არა ის, ვინც რბოლაში იმარჯვებს, არამედ ის, ვისაც თვალმოუხუჭავად და დაუღალავად უყვარს სირბილი ღმერთთან, უზენაეს მორბენალთან.
ვინაა გამარჯვებული? არა ის, ვისაც დიდების სიმღერას ვუმღერით, არამედ ის, ვინც ღვთის უზომო სინათლეს-შებრალებას განასახიერებს.
ვინაა გამარჯვებული? არა ის, ვინც მოიხვეჭა დიდი სახელი და მოიპოვა უზარმაზარი სიმდიდრე, არამედ ის, ვისაც მხოლოდ ერთი რამ ჭირდება: ღმერთის დაკმაყოფილება, იმ გზით, რომელსაც ის თავად ამოირჩევს.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1