ჩემი თავმდაბლობა ჩემი შინაგანი ოჯახის ორი მნიშვნელოვანი წევრისგან იღებს მხარდაჭერას: სილბოსა და სინაზისგან. ღმერთის შებრალება მისი შინაგანი ოჯახის ორი დიადი წევრისგან იღებს მხარდაჭერას: სიყვარულისა და მზრუნველობისგან.
ჩემი ფარული განძი - ჩემი ბოლომდე გაფურჩქნული თავმდაბლობაა. ღვთის ყველასთვის ღია განძი - მისი სრულად გამოვლენილი შებრალებაა.
ჩემი თავმდაბლობა თავისუფლად ხელმისაწვდომია არა მხოლოდ იმათთვის, ვისაც ვუყვარვარ და ვჭირდები, არამედ იმათთვისაც, ვისაც არ ვუყვარვარ და არ ვჭირდები. ღმერთის შებრალება ყოველთვის უპირობოა, ის ყველასთვისაა. მაძიებელი ჩემში, ჩემი ამთვისებელი ძალის წყალობით, იძენს ღმერთის შებრალებას. ღმერთი შემბრალებელი იმათთვისაა, ვინც ზედიზედ მიმართავს მცდელობებს, მაგრამ ვისი წარმატებაც კვლავ შორეულ ოცნებად რჩება. და მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთი მათი შემბრალებელია, ისინი საბოლოოდ არა მხოლოდ მოიპოვებენ შემბრალე ღმერთს, არამედ, აგრეთვე, ღვთის ყველაზე სრულყოფილი ინსტრუმენტები გახდებიან.
მე ჩემი თავმდაბლობის ხედ ვიქეცი, რათა გავახარო ჩემი საყვარელი უზენაესი ისე, როგორც მას თავად სურს. ღმერთი თავისი შებრალების წვიმად იქცა, რათა აღმასრულოს და უკვდავმყოს ისე, როგორც მას სურს.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1