ო, ვიტალო, რას ეძებ? სიამოვნებას ეძებ? ნუთუ არ იცი, რომ სიამოვნება სხვა არაფერია, თუ არა შენიღბული ზღვა-უმეცრება?
ო, გონებავ, რას ეძებ? თვითკმაყოფილებაში ცხოვრებას ეძებ? ნუთუ არ იცი, რომ თვითკმაყოფილება სხვა არაფერია, თუ არა თვითნგრევის დასაწყისი?
ო, გულო, რას ეძებ? დაცულობას ეძებ? მაგრან შენ სათუთად უვლი შენს სისუსტეს, ხელის გულზე ატარებ შენს ცხოვრებას-მიჯაჭვულობას. ნუთუ არ იცი, რომ ცხოვრება-მიჯაჭვულობა სხვა არაფერია, თუ არა მყისიერი იმედგაცრუება? იმედგაცრუებას აუცილებლად ნგრევა მოყვება, ნგრევა კი შენიღბული სიკვდილია.
ო, სხეულო, იმისთვის, რომ განივითარო პასუხისმგებლობის გრძნობა, ღმერთზე უნდა ლოცულობდე, რათა მან თავისი შებრალება გადმოღვაროს შენზე. ო, ვიტალო, იმისთვის რომ განივითარო უბრალოება, ღმერთზე უნდა ლოცულობდე, რათა მან თავისი მუდმივი კურთხეული მზრუნველობა გიბოძოს. ო, გონებავ, იმისთვის რომ განივითარო გულწრფელობა, შენ ღმერთზე უნდა ლოცულობდე, რათა მან უმალვე თავისი სიმშვიდით დაგასაჩუქროს. ო, გულო, იმისთვის რომ გათავისუფლდე მიჯაჭვულობისგან და მოიპოვო მეტი სისუფთავე, შენ ღმერთზე უნდა ლოცულობდე, რათა მან გიბოძოს ფართო შენობა ფართო ოთახით მასთან სასაუბროდ.
ო, ჩემო სხეულო, შენი პასუხისმგებლობის გრძნობა არ კმარა. შენ მეტი პასუხისმგებლობა გჭირდება. ო, ჩემო ვიტალო, შენი უბრალოების გრძნობა არ კმარა. შენ, ნამდვილად, მეტი უბრალოება გჭირდება. ო, ჩემო გონებავ, შენი გულწრფელობის გრძნობა არ კმარა. შენ აშკარად მეტი გულწრფელობა გჭირდება. ო, ჩემო გულო, შენი სისუფთავის გრძნობა არ კმარა. შენ, უეჭველად მეტი სისუფთავე გჭირდება. ო, ჩემო შინაგანი ოჯახის წევრებო, თუ პასუხისმგებლობა, უბრალოება, გულწრფელობა და სისუფთავე უხვად არ გექნებათ, მაშინ ჩემი ცხოვრების მოგზაურობა სრული დამარცხებით დასრულდება.
მანამ, სანამ თქვენ ყველანი მეტ პასუხისმგებლობას, უბრალოებას, გულწრფელობასა და სისუფთავეს არ განივითარებთ თქვენში, უზენაესი ჩემში აუსრულებელი დარჩება. და ყოველდღე, სანამ ჩემი ღმერთი აუსრულებელი რჩება, მე ვხედავ და ვგრძნობ, რომ ღმერთისთვის, ჩემი საყვარელი უზენაესისთვის მოცემული დაპირება იმედგაცრუებასთან, ნგრევასთან და სიკვდილთან მეგობრობს. ყოველდღე ვგრძნობ, რომ ჩემ ძვირფას უზენაესს იმედს ვუცრუებ; მას ვტოვებ კიდეც. თქვენს გამო, ო, სხეულო, ვიტალო, გონებავ და გულო, მე ვერ გამიხარებია უზენაესი, ჩემი ძვირფასი უზენაესი.
ო, სხეულო, თუ არ შეასრულებ ჩემს თხოვნას; ო, ვიტალო, თუ ბოლომდე არ დამეთანხმები; ო, გონებავ, თუ ვერ გამახარებ; ო, გულო, თუ უზენაესს არ გაახარებ იმ გზით, რომელსაც მე ავირჩევ, მაშინ სხვა არჩევანი არ არის. ღმერთი თავისი სიუხვიდან მომცემს ახალ ინსტრუმენტებს, უფრო შემსრულებელს, უფრო მისწრაფებულს, მისი ნების უფრო მორჩილს. და თუ თქვენს გამო ამ ინკარნაციაში უზენაესი ჩემში დამარცხდება, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ უთვალავი წელი მოგიწევთ ლოდინი, თუ არა სამარადისოდ, სანამ ახალი შესაძლებლობა მოგეცემათ.
ო, სხეულო, ვიტალო, გონებავ და გულო, ნუ გაუშვებთ ხელიდან ოქროს შესაძლებლობას. ოქროს დღე თქვენს ცხოვრებას, ჩემს ცხოვრებას, ღმერთის ცხოვრებას ყოველდღე ელის. თქვენ უზენაესს აღასრულებთ ჩემში, მე კი უზენაესს აღვასრულებ თქვენში. თქვენ იმას მომცემთ, რაც მე მჭირდება, მე კი იმას მოგცემთ, რაც თქვენ გჭირდებათ. ის, რაც მე მჭირდება - ეს თქვენი აბსოლუტური მორჩილებაა. ის, რაც თქვენ გჭირდებათ - კმაყოფილებაა. თქვენ მე ერთობას-მორჩილებას მომცემთ, მე კი თქვენ სრულყოფილებას-კმაყოფილებას მოგცემთ.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1