შეხედეთ თქვენი ტანჯვის პლუსებსა და მინუსებს. პლუსებია: თქვენი ტანჯვა შიშს გმატებთ, უმართავ შიშს. თქვენი ტანჯვა აძლიერებს თქვენს მიუღებლობის შეგრძნებას. თქვენი ტანჯვა ზრდის თქვენს მომწამლავ იმედგაცრუებას. თქვენი ტანჯვა აახლოვებს თქვენს ნელ და ურყევ ნგრევას. მინუსებია: თქვენი ტანჯვა გართმევთ ყველაფერს, რითაც საყვარელმა უზენაესმა დაგასაჩუქრათ. თავისი უსასრულო გულუხვობიდან გამომდინარე, მან გიწყალობათ თავისი მზრუნველობა, მან გიწყალობათ თავისი შებრალება, მან გიწყალობათ თავისი ერთობა. მაგრამ თქვენ ტანჯვას განძივით ინახავთ და სათუთად უვლით; ამიტომაც ყველა მისი საჩუქარი მოპარულია. ვის მიერ? თქვენი საკუთარი ტანჯვის მიერ.
ტანჯვა არ არის გზა სულიერი წინსვლისთვის. ის გართმევთ ყველა იმ საჩუქარს, რომელიც ღმერთმა გიბოძათ. ქურდი ტანჯვა სათითაოდ გართმევთ უძვირფასესს, ყველაზე სასურველ ღმერთის ძღვენს: მის სიმშვიდეს, მის სიყვარულს, მის ნეტარებას, მის მზრუნველობას, მის ერთობას.
ამიერიდან ეცადეთ ქურდი-ტანჯვა დანაშაულზე დაიჭიროთ და მიიყვანოთ თქვენს ძვირფასს უზენაესთან. როგორც კი ქურდი დაჭერილია, - და თქვენმა საყვარელმა უზენაესმა იცის, რომ თქვენ არ გსურთ გაძარცულნი იყოთ არც თქვენი საკუთარი შიდა არსების წევრების მიერ, არც გარე სამყაროს ბინადრების მიერ, - ამ დროს თქვენი ძვირფასი უზენაესი, თავისი უსასრულო გულუხვობიდან გამომდინარე, კვლავ გასაჩუქრებთ თავისი მზრუნველობით, თავისი სიყვარულით, თავისი სიხარულით, თავისი ერთობით, თავის შებრალებით და თავისი სიამაყით.
ასე რომ, ო, მაძიებელო, წამითაც კი ნუ ეფერები ტანჯვას ნურც სხეულში, ნურც ვიტალში, ნურც გულში. ტანჯვა პასუხი არ არის; ტანჯვა მხოლოდ კითხვის ნიშანია, რომელიც არასოდეს არცერთი პასუხით არ დაკმაყოფილდება. ტანჯვა კითხვის ნიშანია, რომელიც უარყოფს ყველა პასუხს. თავად ღმერთმაც კი რომ გასცეს პასუხი, გონება მის პასუხს სწორად მაინც არ ჩათვლის.
ტანჯვა არასწორი გზაა. ამიერიდან შენი თანამდევი იყოს მხოლოდ სიხარული და საკუთარ თავში დარწმუნებულობა. ეს დარწმუნებულობა შენ საყვარელ უზენაესს მინდობილი ნებიდან-ერთოიბიდან მოდის. შენ დარწმუნებულობა გსურს, და შენ მას იმ წამს მოიპოვებ, როცა შენი მინდობა-ერთობა ღვთის ნებასთან სრულყოფილი გახდება. იმ დრომდე კი - არ არსებობს დარწმუნებულობა არც საკუთარ თავში და არც სხვა რამეში.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1