ო, ჩემო ვიტალო, ადექი, ადექი! შენ უკვე კარგა ხანია, ზიხარ. ახლა დროა, ადგე. ადექი! შენი ცხოვრების არ გრცხვენია? მიზანი შორსაა, ძალიან შორს. კმარა ჯდომა. ადექი.
ო, ჩემო გონებავ, გაიქეცი, გაიქეცი! შენ დიდი ხანია, ერთ ადგილზე დგახარ. მიზანი შორსაა, ძალიან შორს. შენ უნდა გაიქცე მიზნისკენ. შენი ცხოვრების არ გრცხვენია? რას დგახარ ერთ ადგილზე, როდესაც მშვენივრად იცი, რომ მიზანი ძალიან შორსაა. კმარა ერთ ადგილზე დგომა. გაიქეცი დანიშნული მიზნისკენ.
ო, ჩემო გულო, მთელი ძალით გაიქეცი! შენი ცხოვრების არ გრცხვენია? შენ გაქვს უნარი ირბინო ყველაზე სწრაფად, მაგრამ შენ ნელა მირბიხარ, ძალიან ნელა. მიზანი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. ნუთუ შენი ცხოვრების არ გრცხვენია? ნუთუ შენი სიჩქარის არ გრცხვენია? ამიერიდან მაქსიმალური სიჩქარით უნდა ირბინო, ო, ჩემო გულო. შენ მხოლოდ მაშინ დაკმაყოფილდები, როცა მიზანს მიაღწევ. თუ ნელა ირბენ, შენ მილიონობით წელი დაგჭირდება. ამასთან, სანამ ნელა მირბიხარ, შეიძლება დაკარგო შენი ენთუზიაზმი და შენი დანიშნულებისკენ მიმავალ გზას ჩამოშორდე. ამიტომაც გაიქეცი რაც შეიძლება სწრაფად, ო ჩემო გულო, და შენს დანიშნულებას მიაღწიე. შენს მიზანს შეხედე სახეში. შეერწყე, გახდი განუყოფლად ერთიანი შენს მიზანთან.
ო, ჩემო სხეულო, ო, ჩემო ვიტალო, ო, ჩემო გონებავ, ო, ჩემო გულო, ამიერიდან ყოველი წამი, რომელსაც აქ, დედამიწაზე, კარგავთ, ყოველი წამი, რომელსაც უგულებელყოფთ, ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებას დაემატა კიდევ ერთი დაყოვნების წელი, იმედგაცრუების წელი, უიღბლობის წელი. ამიტომაც წამოდექი, ო, ჩემო სხეულო; ადექი, ო, ჩემი ვიტალო; გაიქეცი, ო, ჩემო გონებავ; გაიქეცი მთელი ძალით, ო, ჩემო გულო! ყოველ წამს შეგიძლიათ ან აშენოთ იმედის, დაპირების, რეალიზაციის და სრულყოფილების ახალი ცხოვრება, ან დაანგრიოთ ის, რასაც ახლა ფლობთ მცირე ოდენობით, - მისწრაფება. ნუ დაანგრევთ თქვენს მისწრაფებას, აშენეთ თქვენი სინათლის-იმედის, სიმაღლის-დაპირების, ერთობის-რეალიზაციის და აღტაცების-სრულყოფის შენობა.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1