სრულყოფილება არ არის თვითგამართლება. სრულყოფილება არ არის თვითგანდიდება. სრულყოფილება არ არის თვითუარყოფა. სრულყოფილება ღვთის მოწვევაა, ღვთის თაყვანისცემაა და ღვთის დაკმაყოფილებაა.
სრულყოფილებაა, იქონიო მყარი რწმენა ადამიანის მავედრებელი მისწრაფებისა. სრულყოფილებაა, იქონიო ურყევი რწმენა ღვთის მუდმივი შებრალებისა.
ვინ ამბობს, რომ სრულყოფილება თვითმოტყუებაა? სრულყოფილება ღვთის დიდებაა ადამიანში.
ვინ ამბობს, რომ სრულყოფილება ძალიან შორსაა? არა, ის გულის ცემაზე უფრო ახლოსაა, სიცოცხლის სუნთქვაზე უფრო ახლოსაა.
უფრო მეტიც: სრულყოფილება განასახიერებს ღმერთს - მისწრაფებულს, განვითარებად, საკუთარი თავის გადამლახავ, გამასხივოსნებელ და ამსრულებელ ადამიანს.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1