მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ ვიგემო კაცობრიობის სიღატაკე.
მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ ვიგემო ღვთაებრივის კეთილდღეობა.
მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ მიყვარდეს კაცობრიობის ცრემლები.
მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაცის, რომ მიყვარდეს ღვთაებრივის ღიმილები.
მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ მივცე კაცობრიობას ის, რაც მაქვს: იმედი, იმედი, იმედი.
მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ მივცე ღვთაებრიობას ის, რასაც წარმოვადგენ: დაპირება, დაპირება, დაპირება.
მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ გავანთავისუფლო, და რომ შემოვფარგლო. მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ გავათავისუფლო სასრული უსასრულობის გულის ხილვაში. მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ შემოვფარგლო უსასრულობა სასრულის სხეულის გამოვლენის მისიის შიგნით.
რა არის რეალიზაცია? რეალიზაცია დავიწყებული წარსულის ტკბილი მოგონებაა.
რა არის რეალიზაცია? რეალიზაცია უვიცობის სნეულებისგან განკურნებაა, რაც საუკუნეების მანძილზე მტანჯავდა.
რა არის რეალიზაცია? რეალიზაცია ჩემი შეგნებული და მუდმივი მოგზაურობაა ჩემ შიდა მესაჭესთან მისი ოქროს ნავით აღმოუჩენელი მიწისკენ, სადაც სილამაზის, ღვთაებრიობის და უკვდავების თესლებიდან უსწრაფესად აღმოცენდება მდიდარი მოსავალი.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1