გულწრფელობა ჩემი სამუდამო მეგობარია. ჩემმა მეგობარმა გულწრფელობამ ჩემი სინდისის დანაშაულის ჯაჭვები გაწყვიტა.
სისუფთავე ჩემი სამუდამო მეგობარია. ჩემმა მეგობარმა სისუფთავემ საიდუმლოდ გამანდო, რომ სიყვარული ერთადერთი ძალაა, გამასხივოსნებელი ძალაა, ასრულების მომტანი ძალაა, უზენაესი ძალაა.
ღვთაებრიობა ჩემი სამუდამო მეგობარია. ჩემი მეგობარი ღვთაებრიობა მასწავლის, თუ როგორ ვიცხოვრო ყოველთვის წყაროში და როგორ ვიცხოვრო მხოლოდ წყაროსთვის, დაუმშრალი წყაროსთვის.
უკვდავება ჩემი სამუდამო მეგობარია. ჩემმა მეგობარმა უკვდავებამ მითხრა, რომ აქ, დედამიწაზე მხოლოდ ერთი რამ არის უკვდავი - ჩემი გულის შიდა ვედრება და იქ, ზეცაში - უკვდავი მხოლოდ ჩემი სულის ღიმილია.
ჩემი საყვარელი უზენაესი ჩემი მარადიული მეგობარია. ჩემი მეგობარი, ჩემი საყვარელი უზენაესი, მეუბნება, რომ აქ, დედამიწაზე მისი წყალობა ჩემი ერთადერთი ხსნაა და იქ, ზეცაში მისი ხატება ჩემი ერთადერთი კმაყოფილებაა.
ო, ჩემო მეგობრებო: უბრალოებავ, გულწრფელობავ, სისუფთავევ, ღვთაებრიობავ, უკვდავებავ და საყვარელო უზენაესო - ყველას სათითაოდ გთავაზობთ ჩემი მარადიულობის გულს-მადლიერებას, ჩემი უსასრულობის წყაროს-ერთიანობას, ჩემი უკვდავების აღტაცებას-სრულყოფილებას.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1