წარმოსახვა

წარმოსახვავ, ო, წარმოსახვავ! როგორ ვიყენებ ჩემს წარმოსახვას?

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ დავივიწყო ჩემი წარსული შეცდომები.

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ მამაცურად შევხვდე დღევანდელ გამოწვევებს.

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ მივესალმო ჩემს მომავალ განთიადს.

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ შევეხო ჩემი უფლის შებრალების ტერფებს.

მე ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ მთლიანად შევსვა ჩემი უფლის გულის ნექტარი.

მე ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ დავინახო უფლის ხილვის თვალი.

მე ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ უფალს ხელი-დარწმუნებულობა ჩამოვართვა.

მე ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ ზუსტი ასლი გავხდე ჩემი უფლის ზეციური სილამაზისა.

მე ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ გავიყო ჩემს უფალთან მიწიერი პასუხისმგებლობა.

რა არის ჩემი წარმოსახვა? ჩემი წარმოსახვა ჩემი ხის-მისწრაფების მაუწყებელია.

რა არის ჩემი მისწრაფება? ჩემი მისწრაფება ჩემი რეალიზაციის-სასახლის მშენებელია.

რა არის ჩემი რეალიზაცია? ჩემი რეალიზაცია ჩემი უფლის და ჩემი ერთობის სიმღერაა.

From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1